02 დეკემბერი, 2016
ლიმონის კანი - დაივიწყეთ სახსრების ტკივილი
ლიმონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია, რომელისაც ბევრი დაავადებისგან დაცვა შეუძლია.

იგი დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, კუჭზე, ნაწლავებზე, იმუნურ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემაზე.

თუ რეგულარულად მიირთმევთ ლიმონს, თავიდან აიცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ბრონქიტი, გრიპი, გაციება, ლარინგიტი, ართრიტი, ბაქტერიული ინფექციები, კენჭები თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში, მაღალი არტერიული წნევა.

ბოლო გამოკვლევების თანახმად, ლიმონს კიბოსგან დაცვაც კი შეუძლია. აღმოჩნდა ისიც, რომ ლიმონი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სახსრების ტკივილის დროს.

ინგრედიენტები:
2
ლიმონის კანი.
ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:
ლიმონის კანი მოათავსეთ ქილაში და დაასხით იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ დაიფაროს. ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 14 დღის განმავლობაში - წამალი მზად იქნება. დაასველეტ მარლა ამ ზეთში და დაიდეთ მტკივან მონაკვეთზე. შემოხვიეთ პოლიეთილენის პარკი და შალის თავშალით შეიფუთეთ. დაიტოვეთ მთელი ღამით.

დილით სახსრების ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.

სოფიო ბულაური
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS