01 დეკემბერი, 2016
კვერცხის დიეტა - კვირაში მხოლოდ სამი დღე
კვერცხის დიეტა კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა დაიცვათ. დიეტის პერიოდში მკაცრადაა აკრძალულიმარილიანი საკვები, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.

პირველი დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 2 პომიდორი და ერთი ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.

სადილი: 2 მოხარშული კვერცხის ცილა, 120 ჯრამი მოხარშული ან შემწვარი თევზი და ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

სამხარი: ვაშლი.

ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

მეორე დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ბანანი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

სადილი: 20 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი
ხორცი და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.

ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული(ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო, ლობიო და სხვ.) და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.

მესამე დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ფინჯანი ტომატის წვენი.

სადილი: 2 მოხარშული კვერცხის ცილა, 120 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

ვახშამი: 2 ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, სალათა, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

სოფიო ბულაური

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS