04 აგვისტო, 2013
ნანუკა ჟორჟოლიანის და ნინი ქარსელაძის ჩხუბის სკანდალური დეტალები
იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არც ისე ცხელი დღეები გვიდგას, შოუბიზნესის ეპიცენტრმა უკვე დიდი ხანია შავიზღვისპირეთში გადაინაცვლა. ცოტა ხნის წინ ბათუმმა დავით ევგენიძეს უმასპინძლა. კონცერტს სხვა `ფეისებთან~ ერთად ნინი ქარსელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.

ხომ იცით, თბილისში და მით უფრო ბათუმში არაფერი იმალება და მალე გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში სერიზული ჩხუბი მოხ
და. როგორც აღმოჩნდა, კონცერტის მერე ახალგაზრდებს დაულევიათ. ნინი ნანუკასთან მისულა და უთქვამს, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკას უკმეხად უპასუხია. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა და ჟურნალისტს მომღერალი თმით უთრევია.

იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მართლაც გასარკვევი იყო და შესაბამისად ორივე მხარისგან ვცადეთ ინფორმაციის მოპოვება. უნდა ვაღიარო, რომ ნანუკა ბევრად ინფორმაციული აღმოჩნდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ნანუკა, ნინი ქარსელაძესთან კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხო. ამბობენ, საქმე სასამართლომდეც მივიდაო.
- სასამართლოში? არა მგონია. ვიღაცეებმა იჩხუბეს. ნამდვილად დაგვკითხეს ორივე. როგორც ვიცი, ჩვენს გარდა კიდევ ბევრი დაიკითხა, ვინც იქ ვიყავით. ევგენიძის კონცერტზე მოხდა ეს ამბავი.
- ამბობენ, ჩხუბი შენსა და ნინის შორის მოხდა. ნინიმ ნანუკას უთხრა, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკამ აგდებით უპასუხა და მერე სულ თმით ითრიაო. ახლა კიდევ ამბობს, თუ უნდა, ნინის თმის გადანერგვის ფულს მივცემო.
- კარგი რა, სერიოზული მკითხე რამე.

Rating

იგივე შეკითხვით ნინი ქარსელაძესაც მივმართეთ.
ნინი ქარსელაძე:
- ჩემსა და ნანუკას შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. სხვა თემაზე კომენტარს არ ვაკეტებ (საინტერესოა, რომელ თემას გულისხმობდა ნინი, მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი).

ზურა ხაჩიძე:
- ჭორია, არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


ბეჭდვა