ხომ იცით, თბილისში და მით უფრო ბათუმში არაფერი იმალება და მალე გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში სერიზული ჩხუბი მოხ
იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტზე ბათუმის სასამართლოში საქმე აღიძრაო. ჟურნალისტიც და მომღერალიც სასამართლოში ჩვენებაზე დაუბარებიათ. ერთი სიტყვით, ეს ამბავი მართლაც გასარკვევი იყო და შესაბამისად ორივე მხარისგან ვცადეთ ინფორმაციის მოპოვება. უნდა ვაღიარო, რომ ნანუკა ბევრად ინფორმაციული აღმოჩნდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ნანუკა, ნინი ქარსელაძესთან კონფლიქტის შესახებ მინდა გკითხო. ამბობენ, საქმე სასამართლომდეც მივიდაო.
- სასამართლოში? არა მგონია. ვიღაცეებმა იჩხუბეს. ნამდვილად დაგვკითხეს ორივე. როგორც ვიცი, ჩვენს გარდა კიდევ ბევრი დაიკითხა, ვინც იქ ვიყავით. ევგენიძის კონცერტზე მოხდა ეს ამბავი.
- ამბობენ, ჩხუბი შენსა და ნინის შორის მოხდა. ნინიმ ნანუკას უთხრა, ხომ ხედავ, დათვრნენ შენი შვილის მეგობრები და იქნებ მოარიდო სიტუაციასო. ნანუკამ აგდებით უპასუხა და მერე სულ თმით ითრიაო. ახლა კიდევ ამბობს, თუ უნდა, ნინის თმის გადანერგვის ფულს მივცემო.
- კარგი რა, სერიოზული მკითხე რამე.
იგივე შეკითხვით ნინი ქარსელაძესაც მივმართეთ.
ნინი ქარსელაძე:
- ჩემსა და ნანუკას შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. სხვა თემაზე კომენტარს არ ვაკეტებ (საინტერესოა, რომელ თემას გულისხმობდა ნინი, მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი).
ზურა ხაჩიძე:
- ჭორია, არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის