04 ივლისი, 2013
''სექსიმბოლოების'' ჩხუბი - კესარია აბრამიძე იუნა შაფათავას გადაეკიდა
როგორ გაგრძელდება ომი ორ "სექსსიმბოლოს" შორის, ამას დროს გვიჩვენებს.
''ფეისბუქი'' ამ ბოლო დროს ანგარიშისწორების შესანიშნავ საშუალებად იქცა. გაბრაზებული ცნობილი სახეები სტატუსებით ლანძღავენ ერთმანეთს. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ გამხდარა სტატიის დაწერის მიზეზი.

ამჯერად კესარია აბრამიძესა და იუნა შაფათავას მტრობის შესახებ მოგიყვებით. ცნობილია, რომ იუნა შაფათავას სკანდალური იმიჯი აქვს და ექსტრავაგანტური და გულახდილი ჩაცმულობით გამოირჩევა, საკმაოდ ტრადიციულია და მისი განცხადებები არაერთხელ გამხადარა გაოცების მიზეზი.

მაგალითად ის, რომ იუნა ტრადიციულ მამაკაცს ეძებს. მიუხედავად ამისა, იუნას ჰომოფობიაშიც დასდეს ბრალი და
სექსუალური უმცირესობების მიმართ გაკეთებული განცხადებები დაუწუნეს.

''იუნა შაფათავა გადამეკიდა, თმადამწვარი ქალი მიშველეეთ  კლიმაქსი დაეწყო და გადამეკიდა. იუნას რაა'' - წერს საკუთარ სტატუსში ახლახანს სქესშეცვლილი კესარია აბრამიძე.
თუ რატომ ერჩოდა  იუნას კესარია, ამ ფაქტით კესარიას ''ფეისბუქის'' მეგობარი დაინტერესდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა:

''საქართველოს სექსიმბოლო ვარ და კონკურენტი არ მყავსო. დავუკომენტარე და ისეთი დამაყარა არ იცი. ხომ იცი, ვინაა ვითომ რომ რუსობს, ენას რომ იტეხს. სხვა ''პრასვეტი'' რომ არ აქვს და მაგით რომ უნდა ვინმემ რამე უქნას'' …

როგორ გაგრძელდება ომი ორ "სექსსიმბოლოს" შორის, ამას დროს გვიჩვენებს.
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


ბეჭდვა