02 ივლისი, 2013
ხატია შამუგიას მინისტრი შეუყვარდა...
ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა
უკვე კარგა ხანია, რაც ხატია შამუგია ახალ რომანს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა ახლო მეგობრებთან თავის ბედნიერებას არ მალავს. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, საყვარელი მამაკაცი ხატიამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, ლისის ტბაზე სეირნობისას გაიცნო. ძალიან მალე ხატიას და ევროინტეგრაციის მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს სულ უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად. სასიყვარულო ამბების ვრცლად გასაგებად ხატიას დავუკავშირდით.

- ხატია, ბოლო დროს ძალიან გალამაზდი, რა ხდება?
-
სიყვარულმა იცის.
- მოგვიყვევი, ვინ არის, როგორ გაიცანი, დაქორწინებას თუ აპირებთ?
- არა მგონია, ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.
- ვიცი, რომ წინა შეყვარებულმა გული გატკინა.
- დილით რომ დავშორდი ''ცხვირას'', საღამოს ეს ადამიანი გამომიჩნდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად, ხატიამ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა, როგორც გავიგე, ხატია შამუგიასა და ალექსი პეტრიაშვილის რომანი გასულ წელს დაწყებულა.

ხატიას მანამდე ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ცესკოს წევრ დავით გურგენიძესთან ჰქონდა რომანი, რომელსაც რამდენიმე წელი ისე ასაიდუმლოებდა, სანამ არ დაშორდნენ, მათი ურთიერთობის ამბავი ბევრმა მათმა მეგობარმა მანამდე ვერ გაიგო.
Rating
წყვილის რომანი კი იმ დღეს დასრულდა, როცა დავით გურგენიძემ ერთ მშვენიერ დღეს ცოლი მოიყვანა. გურგენიძე და შამუგია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო მეგობრები იყვნენ. სწორედ მან გააცნო ისინი ერთმანეთს და სამეგრელოში ხშირად ეპატიჟებოდა.

ცნობილია, რომ ხატია შამუგია საღამოებისა და კონცერტების ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანია, თუმცა ბოლო წლებში მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტები მიჰყავდა.

წინასაარჩევნოდ, როდესაც ერთ-ერთ რაიონში მომღერალ ნინა წკრიალაშვილს ''ნაციონალების'' მაისურების დარიგებისა და მათ მხარდამჭერ კონცერტზე სიმღერის გამო აღელვებული საზოგადოება, როგორც ამბობენ, ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ამბის შემსწრე ხატია შამუგიაც გამხდარა და საბოლოოდ შეწყვიტა ''ნაციონალებთან'' მეგობრობა-თანამშრომლობა.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა