14 ივნისი, 2013
ვინ აფინანსებს ლგბტ უფლებების დამცველებს
იმიტომ კი არ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ დაგვხმარებია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში 17 მაისის აქციაზე ლგბტ საზოგადოების წევრების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა ბოლო კვირების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ლგბტ ორგანიზაციების მიმართ მღელვარება არ ცხრება. თავის მხრივ ლგბტ ორგანიზაციებიც აქტიურობენ. გასულ კვირას პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ახალგაზრდები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ.
''სოლიდარობა შეზღუდვის საწინააღმდეგოდ! მე 4 წელია, რაც არ მომიწევია პლანი და თუ მომინდა, ახლაც მოვწევ ქუჩაში. მიმაჩნია, რომ ეს არავის სახელმწიფოებრივი ტრაკის საქმე არ არის. მაგრამ ადამიანებს ამის
გამო ცხოვრებას უნგრევენ, ყოველგვარ პერსპექტივას უმსხვრევენ, ამცირებენ და აიძულებენ, საშინელ, ქიმიურად სინთეზირებულ საშუალებაზე გადავიდნენ ან გალოთდნენ. როგორიც უნდა იყოს ჩვენი შეხედულება ამ საკითხებზე, ყველა ჩვენგანის ვალია მივიდეთ ამ აქციაზე. თუ არ მოხვალთ - მერე დაგჭირდებათ სოლიდარობა და არავინ რომ არ გამოხატავს, ნუ გაგიკვირდებათ!'' - წერს საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე პაატა, იგივე პაკო საბელაშვილი.
სწორედ მან დააარსა 2006 წელს საქართველოში ლგბტ საზოგადოება, რომელიც ლგბტ პირების ლობირებითა და ადვოკატირებით იყო დაკავებული. 2009 წელს პაატა საბელაშვილი დააკავეს და მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს მაშინდელ სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ პაატა საბელაშვილის დაკავებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმები დაირღვა. როგორც ამბობდნენ, პაატა საბელაშვილის გასათავისუფლებლად ევროკავშირის, გაეროს და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც ,,შეწუხდნენ'' .
ამჯერად პაატა საბელაშვილი ორგანიზაცია ''ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის'' პროგრამების მენეჯერია, რომელსაც ევროკავშირი და ''ღია საზოგადოება საქართველო'' აფინანსებს.
Rating
პაატა საბელაშვილს კომენტარისთვის მარიხუანის ლეგალიზებაზე და ნარკოტიკებთან მის ურთიერთობაზე დავურეკეთ. ნახევარ საათში დამირეკეთო, გვითხრა, თუმცა შემდეგ ტელეფონს აღარ უპასუხა.
სამაგიეროდ, ორგანიზაცია ''იდენტობის'' ხელმძღვანელს, ირაკლი ვაჭარაძეს გავესაუბრეთ. ''იდენტობა'' ქუჩაში აქციების მოწყობის გარდა, უშვებს წიგნებს მშობლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამართლისა და სამედიცინო განხრის სტუდენტებისთვის. აქვთ თავიანთი ლგბტ ტერმინოლოგიის ლექსიკონი და ლგბტ ფსიქოლოგია, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ.
2011 წელს ორგანიზაციამ საბაზო დაფინანსება ამერიკიდან 55 ათასი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2012 წელს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით - 53 ათასი ევრო. პროექტის მთავარი მიზანი ქართველ სტუდენტებში ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლება იყო. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს და კონფერენციებს სტუდენტებისთვის ლგბტ საკითხებზე. ჰოლანდიის საელჩომ სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებისთვის სტიპენდიაც დააწესა 320 ლარის ოდენობით.
''იდენტობის'' ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე:
Rating
- თუ შეიძლება, ჩვენს რედაქტორს დაურეკეთ რა, შორენას ნომერი მითხარით, რაა...
- თქვენ რომ გვიპასუხოთ რამდენიმე შეკითხვაზე, არ შეიძლება?
- არა, ის მოგცემთ ინტერვიუს. რა თემაზე გნებავთ, გვითხარით...
- თქვენი გეგმების შესახებ რომ გვითხრათ, რას აპირებთ?
- ააა, კი ბატონო, გიპასუხებთ, არანაირი გეგმა არ გვაქვს.
- თქვენი დამფინანსებლები გვაინტერესებს...
- რადგან გაინტერესებთ, უნდა შებრძანდეთ ჩვენს საიტზე და ნახავთ.
- ეგ უკვე ვნახეთ, მაგრამ თქვენი კომენტარიც გვინდა.
- ის ჩემი დაწერილია და რაც წერია, დადასტურებული სიმართლეა.
- თქვენს ოფისში ხშირად ხედავდნენ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს, თქვენი წევრია?
- არ არის ჩვენი წევრი.
- უბრალოდ მეგობრობთ?
- არა, არც ვმეგობრობთ, ახლა არაფერი საერთო არ გვაქვს.
- სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა გაქვთ, ან პაკოსთან?
- პაატა საბელაშვილი არასოდეს ყოფილა ჩვენი წევრი. მასთან ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძირითადად საქართველოს სახალხო დამცველთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.
- და ჰოლანდიის საელჩოსთან, როგორც თქვენს საიტზე ვნახეთ. ამიტომ გააკეთა მწვავე განცხადება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა?
- არა, ბატონო, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმიტომ კი არ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ დაგვხმარებია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში 17 მაისის აქციაზე ლგბტ საზოგადოების წევრების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა და მან მოითხოვა მისი აღდგენა. ყველა ქვეყანის მიმართ ასეთივე განცხადებას გააკეთებდა.
- თუმცა თქვენ ფინანსდებით ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან?
- არა, ბატონო, ახლა არ ვფინანსდებით, ერთი პროექტი გვქონდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჩვენს საიტზე დევს.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა