06 ივნისი, 2013
მკერდსავსე ნათია ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დაემშვიდობა?
მკაცრმა მამამ ნათია მონასტერში გაუშვა, რომ საყვარელი ადამიანი დაევიწყებინა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ მუმლაძე სერიალს დაემშვიდობა, რადგან მისმა გმირმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ნინო მუმლაძის გმირის, იმავე ნათიას გამოჩენამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' დათოს გმირს ერთგული ქმრის იმიჯი დაუნგრია და გოცირიძეების ოჯახში დიდი არეულობა შეიტანა. ნათიას წინააღმდეგ მეოჯახე ქალთა მთელი არმია დაირაზმა, ლამის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა სერიალის ბოლო სერიაში მკაცრმა მამამ ნათია მონასტერში გაუშვა, რომ საყვარელი ადამიანი დაევიწყებინა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ მუმლაძე
სერიალს დაემშვიდობა, რადგან მისმა გმირმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინო მუმლაძეს დავურეკეთ.

- ნინო, გავიგეთ, რომ შენი გმირი სერიალში აღარ გამოჩნდება, რამდენად მართალია?
- არ დამთავრებულა, უბრალოდ რაღაც პერიოდი პაუზა იქნება, მაგრამ სეზონის ბოლომდე კიდევ გამოვჩნდები. ყველამ დავინახეთ, რომ მონასტერში წავიდა ნათია. მგონი, მომავალ სეზონშიც იქნება რაღაც ეპიზოდებში, ოღონდ ისე აქტიურად აღარ.
- არ დამშვიდდეს მაყურებლის ის ნაწილი, ვინც თვლის, რომ დათო ოჯახს დაუბრუნდა?
- დაუბრუნდა თუ არა, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან სცენარს წინასწარ არ გვეუბნებიან. როდესაც მონასტერში წასვლის სცენა გადავიღეთ, პროდიუსერებმა ამიხსნეს, რომ პატარა პაუზა მექნება და შემიძლია ცოტა ხანი დავისვენო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გამოვჩნდები, თუმცა რა სახით და როგორ, არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ დათოს გამოემშვიდობოს, ან კიდევ რაღაც მოხდეს.
- ნინო, დიდი აგრესია მოჰყვა შენი გმირის გამოჩენას, არ გინანია როლზე რომ დათანხმდი?
- ჩემ მიმართ ხომ არ იყო ის აგრესია, თან ყოველთვის კეთილ გმირს ვერ ითამაშებ. არიან ადამიანები, ვისაც რეალობა სერიალში ერევა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მსახიობისთვის საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა სახეს განასახიერებ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო.
Rating
- მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დათოს, იმავე ლევან ყოჩიაშვილს, რეალურადაც არ ჰქონდა პირად ცხოვრებაშიც კარგად საქმე, ახალი ჭორი მოჰყვა ''პროფილში'' თქვენს ერთად გამოჩენას. იმასაც ამბობდნენ, რომ ლევანი სიმპათიით გიყურებდა...

- ქართველი ერის დაავადებაა, როდესაც რაღაცას გაიგებენ, ჭორი რომ არ მიაბან, არ შეუძლიათ. ეს არ არის პირველი ჭორი, რაც ჩემ შესახებ გავიგე. საკმარისია, ეკრანზე თუნდაც მეგობართან ერთად გამოჩნდე, მაშინვე რაღაცას იგონებენ. აღარ მიკვირს, უკვე შევეჩვიე ჭორებს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

ბეჭდვა