16 ივნისი, 2016
''სექსზე დამოკიდებულებამ ცხოვრება დამინგრია, ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი'' - დაოჯახებული ქალის აღსარება
არ მიყვარს, როცა თავს სექსზე დამოკიდებულ ადამიანს ვუწოდებ. ხალხს ამაზე საკმაოდ ცუდი რეაქცია აქვს.

სექსისკენ ყოველთვის სხვაგვარად მიდრეკილი ვიყავი და ეს ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იყო პრობლემა. დასაწყისში, თავს სექსზე დამოკიდებულად, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევდი, რამაც ჩემი ცხოვრება კატასტროფად აქცია. ჩემი მთავარი პრობლემა ღალატი იყო.

ყოველთვის 3-4 ურთიერთობაში ერთდროულად ვიყავი. ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი.

საქმე სექსში არ იყო. სექსი მომწონდა, მაგრამ კონტროლი და ძალაუფლება უფრო მსიამოვნებდა.

მომავალში, უკვე დაქორწინებულს, ურთიერთობა მქონდა 3
კოლეგასთან, რომელთაგან ორს სიყვარულში გამოვუტყდი. თქვენ ეს ყველაფერი საშინლად მოგეჩვენებათ ან უბრალო გართობად, მაგრამ ჩემთვის ეს მთელი დღით აღფრთოვანებას ნიშნავდა. სექსი ყოველდღე რამდენიმე ადამიანთან მქონდა.

პრობლემაც აქედან დაიწყო. ამ ყველაფრის შესაჩერებლად ბევრი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი. სწორედ ეს არის ის, რაც ჩემს დამოკიდებულებას ამტკიცებს - ვაგრძელებდი კვლავ და კვლავ, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ჩემი ცხოვრება ინგრეოდა. ნარკომანს ან სასმელზე დამოკიდებულს დავემსგავსე, სექსი დოფამინს მაძლევდა. ამის შემდეგ სინდისი მქენჯნიდა, მრცხვენოდა და დეპრესიაში ვვარდებოდი, ერთადერთი რაც ამ შეგრძნებებისგან მათავისუფლებდა - სექსი იყო.

აღარაფერი მაინტერესებდა, არც ის, რომ რამდენიმე ქორწინება დამენგრა, არაერთი სამსახურიდან დამითხოვეს, მე კი სულ უფრო ღრმად ვეფლობოდი ამ ჭაობში.

იცით რა დამეხმარა?

ჩემნაირ ადამიანებს, სექსზე დამოკიდებულებს გვერდიდან შევხედე და მაშინ მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. ყველაფერი ამაზრზენი და გულისამრევად მომეჩვენა. მივხვდი, რომ იმას ვაკეთებდი, რის კეთებაც სინამდვილეში არ მინდოდა, მზად არ ვიყავი თვალი გამესწორებინა და ამან შემცვალა. თავი ხელში ავიყვანე.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ქორწინებაში ბედნიერი ვარ. სექსზე დამოკიდებულება კვლავ რჩება ჩემს პრობლემად, რომელსაც ვებრძვი. მაგრამ ქმარს არ ვღალატობ, უბრალოდ ვცდილობ ჩემი ენერგია და თავშეუკავებლობა, რაიმე უფრო სასარგებლოზე გადავრთო.

ლეა ხიმშიაშვილი

წყარო
ბეჭდვა