რეიტინგული ფოტო
 
პარალელური ოჯახი - „ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა“
პარალელური ოჯახი - „ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა“
29 მაისი, 2016
მე და ჩემი მომავალი მეუღლე 17 წლისანი ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით. მაშინ გულუბრყილო ბავშვი ვიყავი და ყველაფერს იოლად ვიჯერებდი. ეჭვიც არასოდეს შემპარვია, რომ შესაძლოა, ჩემი მეუღლე ჩემგან რამეს მალავდა.

არასოდეს ვეჭვიანობდი, მაგრამ ერთხელ ირაკლი უმნიშვნელო ტყუილში გამოვიჭირე. ამის შემდეგ ჩვევად მექცა, მისი ყველა ნათქვამი გადამემოწმებინა. რამდენჯერმე ისევ გამოვიჭირე ტყუილში. ძალზე ვნერვიულობდი, ვეძებდი მიზეზს, რის გამოც ირაკლი იტყუებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი.

წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა და ვიცოდი, რომ დასვენების დღე მხოლოდ კვირას ჰქონდა. დანარჩენ დღეებში შინ 9-10 საათზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბრუნდებოდა. ყოველ მე-4 დღეს კი მორიგეობდა და მთელი დღე-ღამე იქ რჩებოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მის სამსახურში შაბათი დასვენების დღე იყო, ხოლო მორიგეობა საერთოდ არ არსებობდა. ამის გაგებამ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, მაგრამ ირაკლისთვის არაფერი მითქვამს.

გადავწყვიტე, მეთვალთვალა მისთვის და ერთ შაბათ დღეს, შინიდან გასულს, უკან ავედევნე. დიდუბის სადგურში, მცხეთაში მიმავალ "მარშრუტკაში" ჩაჯდა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, ვეღარ გავყვებოდი. შემდეგ, როცა სამსახურში "მორიგეობა" უწევდა, ისევ გავყევი უკან. ისევ მცხეთისკენ აიღო გეზი. შაბათსაც იგივე განმეორდა. მომდევნო "მორიგეობაზე" კი მის "მარშრუტკას" ტაქსით ავედევნე. საკუთარი თვალით დავინახე, მცხეთაში, ერთ-ერთ კერძო სახლის ეზოში როგორ შევიდა. ტაქსი გავუშვი, შორიახლოს დავდექი და ვუთვალთვალებდი.

რამდენიმე საათის შემდეგ, რომ არ გამოჩნდა, მივედი და ჭიშკარი შევაღე. იქვე, ასე, 5-6 წლის გოგონა სილაში თამაშობდა. ვკითხე: ირაკლი აქ არის-მეთქი? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

ვთხოვე, დაეძახა. ბავშვი სახლისკენ გაიქცა და თან - მამა, მამაო! - იძახდა. მის ხმაზე კარი გაიღო და სპორტულ შარვალსა და ოთახის ჩუსტებში გამოწყობილი ირაკლი გამოვიდა. რომ დამინახა, ფერი ეცვალა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (2)
00:37 / 03-06-2016
******
ეს კაცი ჯკვიანად მოიკცა, გაამრავლა ერი, გამრავლდიტ კარტველებო,ერტი არა მეორე ცოლი ხომ ჰკავს,ის მიიგებს ოჯახსჰი
11:53 / 30-05-2016
მე
მეზიზღება ასეთი მატყუარა, მოღალატე, უმადური,უპასუხისმგებლო და სულმდაბალი, საცოდავი''კაცუნები''
კატეგორიის სხვა სიახლეები