15 აპრილი, 2016
ქმარმა გადაწყვიტა გამოსცადოს, უყვარს თუ არა ცოლს და გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა
ერთმა კაცმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად უყვარს ცოლს და გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა. წერილი მაგიდაზე დადო და თვითონ საწოლის ქვეშ დაიმალა.

მიუხედავად ბავშვური საქციელისა, მამაკაცს ძალიან სურდა გაერკვია, მის მიმართ ცოლის გრძნობები. ელოდა როგორ განაწყენდებოდა ქალი, ტირილს დაიწყებდა და ახლობლებს დაურეკავდა...

სახლში დაბრუნებისთანავე, ცოლმა წერილი იპოვა და როგორც იქნა კითხვაც დაიწყო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, კალამი აიღო და წერილს რაღაც მიაწერა. შემდეგ გამოიცვალა, მხიარული მუსიკა ჩართო, სიმღერას აყვა და ადგილზე ცეკვა დაიწყო.

განაწყენების ნაცვლად, ძალიან ბედნიერი ჩანდა.

ქმარი გაოცებული იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ქალმა ტელეფონი აიღო და დარეკა. ქმარი კი უსმენდა, როგორ ესაუბრებოდა ცოლი ვიღაცას:

- გამარჯობა, ძვირფასო. უკვე მოვემზადე და შენთან მოვდივარ. რაც შეეხება ჩემს სულელ ქმარს, როგორც იქნა თავი მოვაბეზრე და წავიდა.

საერთოდ როგორ გავყევი ცოლად. ძალიან მწყდება გული, რომ უფრო ადრე არ შევხვდით ერთმანეთს. მალე შევხვდებით, საყვარელო!.

ყურმილი დადო და ოთახიდან გავიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, ქმარმა გაიგო, როგორ გაიღო და დაიკეტა შემოსასვლელი კარი - ცოლი წავიდა.

თვალცრემლიანი და გულნატკენი ქმარი, გამოძვრა და დაიწყო კითხვა, რაც ცოლმა წერილს მიაწერა:

"შენს ფეხებს ვხედავ, საწოლის ქვემოდან რომ მოგიჩანს. მაღაზიაში გავედი,პურზე".

ნაოკო ვატანაბე

ბეჭდვა