06 მარტი, 2016
"თავი დაგვანებეთ!!!" - ახალი თაობის დედის მიმართვა წინა თაობის დედებს
ეს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის წერილია და მას სურს, ბევრმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს მისი წუხილი. ეს, რა თქმა უნდა, ერთი დედის სუბიექტური აზრი გახლავთ, თუმცა ვფიქრობთ, მასში მოყვანილი არგუმენტები უფროსი თაობის განრკვეული ნაწილისთვის მართლაც გასათვალისწინებელია. ბუნებრივია, ეს საყვედურები ყველას არ ეხება, მაგრამ მასში არის რაღაც, რაზე დაფიქრებაც ღირს... საიტის რედაქციამ ჩათვალა, რომ ამ წერილის გამოქვეყნებით თაობებს შორის არსებულ ერთ-ერთ პრობლემას ყურადღების ცენტრში მოაქცევდა, თუმცა შეგახსენებთ, რომ წერილში დაფიქსირებული აზრი მხოლოს მკითხველის პოზიცია გახლავთ და არა რედაქციის.

"ძალიან მიხარია ასეთი ვებ-გვერდების არსებობა, მაგრამ ვფიქრობ, დიდი საუშაოა ამ მხრივ ჩასატარებელი საქართველოში, ვგულისხმობ ბავშვის სწორად აღზრდას. ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხი რომ არის, ეს ყველა მშობელმა ვიცით, მაგრამ მეორე საკითხია, რას ვგულისხმობთ "აღზრდაში".

მაგალითად, დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემი 4 წლის გოგონა ერთ-ერთ მარკეტში ვიყავით, სალაროს რიგში ვიდექით. ბავშვმა ხელი წაავლო ჯოხს (არ ვიცი რა ჰქვია), რომლითაც პროდუქტს ვტიხრავთ, ჩვენ წინ მდგომმა შუახნის ქალბატონმა ისეთი აგრესიით გამოგლიჯა ხელიდან ჯოხი და ისე დააგდო დახლზე, ბავშვი შეხტა მოულოდნელობისგან!

მეორე - სულ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი შვილი მეტროთი ვმგზავრობდით. ჩვენ წინ ისხდნენ ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩემი შვილის ცელქობას (არ დაჯდა საკამზე, მღეროდა და რაღაცეებს მაიმუნობდა, იყო ძალიან მხიარულ განწყობაზე).

როგორც კი მატარებელი გაჩერდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ბავშვს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაჩერებულიყო (ძალიან მკაცრად) და ამას მოჰყვა მთელი რიგი აღმზრდელობითი ტექსტი ბავშვის მისამართით! მე თვალით ვანიშნე, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა... იხილეთ სრულად
ბეჭდვა