17 იანვარი, 2016
„ცოლი სამსახურში გავუშვი, ის კი საყვარელს ცოლად გაჰყვა - ქალზე ხელი ავწიე და არ მრცხვენია“
გთავაზობთ რედაქციაში მოსულ მორიგ წერილს. წერილის ავტორი 35 წლის კახა რამდენიმე წლის წინ იმერეთში მომხდარ ამბავს გულახდილად გვიყვება:

ირინა შეძლებული ოჯახის შვილი იყო. მშობლები ბავშვობიდან ათამამებდნენ და საბოლოოდ განებივრებულ ქალად ჩამოყალიბდა. უჭკუო არ იყო, ამიტომ ადამიანებით მანიპულირება კარგად ეხერხებოდა. მისი უარყოფითი თვისებები შეყვარებულობის პერიოდში გამომჟღავნდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. მინუსების გამო ქალთან დაშორება სისულელედ მიმაჩნდა. პერიოდულად მეც ვიყავი აუტანელი, დაოჯახებამდე ზერელე მსმენელიც. ხანდახან ირინა თავის წარსულზე მიყვებოდა, მე კი სხვაგან დავფრინავდი. მეგობრებთან
ერთად დიდ დროს ვატარებდი, ეს კი მარტო ირინას კი არა ყველა შეყვარებულ ქალს აღიზიანებს.

დაოჯახებამ დამაღვინა. დღეს ორი შვილი გვყავს. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მამა ვარ და ოჯახსაც ღირსეულად ვუძღვებოდი. არასდროს დამჭირვებია ირინას ფულიანი მშობლების დახმარება.

იმ დროს ჩემი ცოლი ბანკში მუშაობდა. როგორც ჩვეულებრივ, დილას ადგა, თავი მოიწესრიგა, ბავშვებს საჭმელი აჭამა და სამსახურში წავიდა. მთელი დღე არ შევხმიანებივარ. სამსახურში არასდროს ვურეკავდი, გაფრთხილებული მყავდა, როცა შესვენებაზე გახვალ თავად დამიკავშირდი- მეთქი. მოსაღამოვდა. მანქანაში ვიჯექი და შინ ვბრუნდებოდი, როცა ჩემმა ნათესავმა ხათუნამ დამირეკა და მკითხა:

- შენ და ირინა დაშორდით?

- არა, რას ამბობ. კარგად ვართ. ვინმემ იჭორავა ჩვენზე?

- კახა, არ ვიცი როგორ გითხრა... ახლა ჩემი ქმრის კოლეგის ქორწილში ვარ და პატარძალი შენი ცოლია.

თავიდან მეგონა ხუმრობდა, ჯერ გავიცინე, მერე ვუსაყვედურე ასე აღარასდროს მოიქცე- მეთქი. მაგრამ ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი სხვადასხვა სიტყვებით კიდევ რამდენჯერმე რომ გამიმეორა, რესტორნის სახელი ვკითხე და მანქანა მივაბრუნე. გზაში კინაღამ ავარიაში მოვყევი.

ფეხები მომეკვეთა და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი, როცა ჩემი ცოლი ვიღაც კაცთან ერთად დავიანხე. თეთრი, ელეგანტური კაბა ეცვა, არც ძალიან პომპეზური, არც - უბრალო.

იმ კაცს ირინასთვის ხელი ჰქონდა გადახვეული და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ფანჯარას მოვშორდი და ცოფიანივით შევვარდი დარბაზში. 

ცოლს საგულდაგულოდ გაკეთებულ ვარცხნილობაში ხელი ჩავავლე და თმის თრევით გავიყვანე შენობიდან. თან ვყვიროდი, აბა, ერთი რომელიმემ მოკარება სცადოთ- მეთქი. მანქანაში ჩავსვი. ქალაქგარეთ გავედით. ავტომობილს გიჟივით ვატარებდი. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. მე ვყივროდი, ვიგინებოდი, მილიონ შეკითვას ვუსვამდი და სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი.

უეცრად მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე. არ მომკლაო იკივლა. მართლა ძალიან მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ჩვენი შვილები დამიდგნენ თვალწინ და ამის ნაცვლად ცრემლები წამომივიდა. მთელი გულით ვტიროდი...

- თავი როგორ მომჭერი? ასე როგორ მომექეცი? თუ აღარ გინდოდა ჩემთან ყოფნა, უბრალოდ დავშორებულიყავი. რაზე ფიქრობდი, ამ სისულელეს რომ აკეთებდი?

ჩემი კითხვები უპასუხოდ რჩებოდა...

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ცოლი მღალატობდა. იმას ხომ მითუმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემთან დაშორების გარეშე სხვას ოფიციალურად გაჰყვებოდა ცოლად.

ხელი, რა თქმა უნდა, არ მოუწერიათ. მხოლოდ ჯვარი დაიწერეს.

ირინას დავშორდი, შვილებს ხშირად ვნახულობ. როგორც მოგვიანებით გავიგე, საყვარელს ატყუებდა, რომ გაყრილები ვიყავით და ჩემთან მხოლოდ ბავშვების გამო ურთიერთობდა.

მომხდარის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ქალებს ვერ ვეკარები. ტკივილის მეშინია. ასე მგონია, ყველა მატყუარა და მოღალატეა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინდა სიბერეში მარტო ვიყო. მაგრამ ქალთან პირველი პაემნის შემდეგ შეხვედრა აღარ მინდება. მირჩიეთ რა ვქნა?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მე
არამგონია სიმართლე იყოს:) რაც შეეხება პუსკას თეორიას,რომ ყველა ურტიერტOბა ხუნდება,არც ესაა მართAლი. 8წელი ხდება რაც დაოჯახებული ვარ და ადრე არ გვყავრებია მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი,როგორც ახლა,როცა 2შვილი გვყავს. თუ მართAლია ეს ისტორია,ესეიგი ცოლს არ უყვარადა და მორჩა რა.მაგრამ ქორწილის ამბავი ძაან სასაცილოა))))
12:31 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რაღაც არ მჯერა რომ ეს მართალი იყოს, პატარძალი პირველ ღამეს ახალ ქმართან უნდა ყოფილიყო და ძველი არ მოძებნიდა დილას სამსახურში წასულ ცოლ?
14:18 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
პუსკა
ყველა ურთიერთობა ხუნდება დროთა განმავლობაში და ამას ყველა უნდა შევეგუოდ,მთავარია ხირსეულად \სევზლოთ ერთმანეთის ცხოვრებიდან ცასვლა მანამ სანამ ტკივილს და დამცირებას მივაყენებთ ერთმანეტს.თუმცა ქალი რომელიჩ საკუთარ შვილებზე ცინ პირად ცხოვრებას დააყენებს ვერასდროს იქნება სრულყოპილი
00:49 / 24-03-2016
გამოხმაურება / 0 /
Lela
Au modi ra me shemxvdi.mec matyuara mgonia yvela kaci.hooda chven ar movatyuot ertmanets da viyot ertad.ras ityvi?
15:06 / 10-03-2016
გამოხმაურება / 1 /
მაგაი ლესბიანკები არ ევასება მოდი ჩემთან მოდი ააქააა
Mოდი ჩემთან
03:21 / 27-07-2020
ჯეფი
აუ, კარგით რააა. ვკითხულობდი და მეცინებოდა:))))))) ეს თუ მართალია მაშინ ეს კახაც, ის ახალი ქმარიც და ამ 2 კაცის ის 1 ცოლი უსაშველოდ დებილები ყოფილან და ეგ არის
16:02 / 28-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS