რეიტინგული ფოტო
 
„სკოლაში ვიმშობიარე, ბებიამ ბავშვთან ერთად სახლიდან გამომაგდო, ცხოვრება დამენგრა“ - თბილისში მომხდარი ტრაგიკული ისტორია
„სკოლაში ვიმშობიარე, ბებიამ ბავშვთან ერთად სახლიდან გამომაგდო, ცხოვრება დამენგრა“ - თბილისში მომხდარი ტრაგიკული ისტორია
12 იანვარი, 2016
წერილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, ნამდვილად შემაშფოთა. 15 წლის ეკატერინე (კატო) თავის ისტორიას გვიყვება:

„2015 წლის აპრილის თვეში ბებო (დედაჩემის დედა) ავად გახდა და მშობლებმა მის საპატრონოდ სოფელში გამიშვეს. ჩვენი სოფელი ულამაზესი მთის ფერდობზეა, მაგრამ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბებოს წნევა აწუხებდა, ხშირად იწვა, მე სახლ-კარს ვპატრონობდი, საჭმელს ვამზადებდი, მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, წიგნები უყვარდა, ამიტომ პატარ-პატარა მოთხრობებსაც ვუკითხავდი. თუ ბებიას ეძინა ტყეში ვსეირნობდი ან მეზობლებში გადავდიოდი. მართალია, სკოლას ვაცდენდი, მაგრამ ჩემი დამრიგებელი დედაჩემის დაქალი იყო და მასწავლებლებს თხოვდა ჟურნალში ჩემი გაცდენები არ აღენიშნათ.

ლაზარე ჩემი მეზობლის ბიჭი იყო, ბავშვობაში არავის ემეგობრებოდა, თავის თავში ჩაკეტილიაო, ხშირად ამბობდნენ. ერთ-ერთ წვიმიან დღეს, ტყეში შემთხვევით ერთმანეთს შევეჩეხეთ. ორივე დავიბენით. მე მივესალმე, მან კი მომიკითხა. ძალაუნებურად საუბარი გავაბით და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა.

ლაზარე ჩემზე ორი წლით უფროსია. მსმენია, რომ ჩვენს ასაკში ჰორმონები საღ გონებას სჯობნის და თინეიჯერები სულელურ საქციელებს ჩავდივართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მეც დიდ შეცდომას დავუშვებდი. მე და ლაზარე ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით, შეშას მიჩეხავდა, საქონელს უვლიდა, რითაც შეეძლო მეხმარებოდა. ბებია ნელ-ნელა გამოკეთდა. ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა.

ერთ დღეს ნალიაში ავძვერით, ჩვენს ოცნებებზე და სიყვარულზე ვლაპარაკობდით. ვუთხარი, რომ თბილისში დაბრუნება მიწევდა. მაკოცა და დარჩენა მთხოვა. მართალია სწავლა დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ სკოლა უნდა დამემთავრებინა. ჩვენს სოფელში კი სასწავლო დაწესებულება, რა თქმა უნდა, არ იყო. კოცნაში ავყევი, რადგან არ მეგონა, ძალიან ღრმად თუ შევტოპავდით.... 

მალე დედაქალაქში დავბრუნდი. ყოველთვის არეული ციკლი მქონდა, ამიტომ თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.   გულისრევა და თავბრუსხვევა რომ დამეწყო, შევშინდი და ჩემს უფროს მეგობარ, თიკას ორსულობის ტესტის ყიდვა ვთხოვე. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ძალიან შევშფოთდი, მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ტესტი შეცდა. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, როგორ გავუმხელდი, რომ რამდენიმე კვირის გაცნობილ ბიჭთან, 15 წლის ასაკში, ჯვრისწერის გარეშე სექსი მქონდა?

ყოველთვის პუტკუნა ვიყავი, ამიტომ წონაში მომატება როცა დავიწყე, ოჯახის წევრებს არაფერი უეჭვიათ. თავიდანვე მუცელს ვიკრავდი დიდი რომ არ გამზრდოდა. სამი კაცის ულუფას მივირთმევდი. დეკემბრის პირველ რიცხვებში სკოლაში ვიყავი, როცა მუცლის არეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და წყალი დავღვარე. მივხდი, რომ ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ვერც კი მივხვდი, შვიდნახევარმა თვემ როგორ გაიფრინა. სასწრაფოს გამოუძახეს და ექიმება მშობლების მოყვანა მოითხოვეს. დედაჩემს მასწავლებლებისა და კლასელების წინ გამოუცხადეს, რომ ვშობიარობდი. ჩემს გადაყვანას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მედდის ოთახში ამიყვანეს და ბავშვი იქვე გავაჩინე.

დედას ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში გააქციეს. ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა, ბავშვი მომკვდარიყო. მშობიარობამ მშვიდობით ჩაიარა. ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადა. რამდენადაც შვილის ამბავმა გამახარა, იმდენად გამაუბედურა სირცხვილის გრძნობამ.

ვიცოდი, რომ მთელი უბანი ჩემზე იჭორავებდა. წარმოდგენაც არ მქონდა, მამაჩემისთვის თვალებში როგორ უნდა ჩამეხედა. მშობიარობამ დამასუსტა. რამდენიმე დღე
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამშობიაროში ვიწექი. სახლში დაბრუნებულს ბებიამ კარი არ გამიღო. დიდხან ვუბრახუნე, ვტიროდი და შეშვებას ვთხოვდი.

ბავშვი ინკუბატორში მყავდა დატოვებული. ორსაათიანი მუდარის შემდეგ მივხვდი, რომ ბებიამ (მამის დედამ) სახლიდან გამაგდო. ვთხოვე, ტანსაცმელი მაინც მოეცა. სადარბაზოდან რომ გავედი ქუჩაში მოფენილი ჩემი სამოს დავინახე, ფანჯრიდან გადმოყარა...

ტანსაცმელები შევაგროვე და თიკასთან წავედი. იმ საღამოს მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ბინას მიქირავებდა, სადაც შემეძლო ბავშვის მამასთან ერთად მეცხოვრა. სოფელში მამაჩემის გარეშე წავედი და ლაზარეს ყველაფერი მოვუყევი. მან ბავშვისთვის გვარის მიცემაზეც კი უარი განაცხადა, ჩემ ცოლად მოყვანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

მითხრა, რა გარანტია მაქვს, რომ ჩემიაო. ჭკუიდან კინაღამ გადავედი. ხომ იცი, რომ ქალიშვილი ვიყავი როცა შენთან დავწექი-მეთქი? ვკითხე. ხო? რაღაც არ მახსენდებაო მიპასუხა. თავი ვერ შევკავე და სახეში გავარტყი. დავემუქრე ოდესმე ჭკუაში ჩავარდები და შვილს თვალით არ განახებ-მეთქი. ლაზარე შვილს არ სცნობს, ალიმენტს არ იხდის, მე მამასთან ერთად ნაქირავებში გადავედი. დედაჩემი თავის დასთან ერთადაა და მკურნალობს. სკოლიდან გამოვედი. 24 საათი სახლში ვზივარ. ვიცი, რომ ცხოვრება დამენგრა... წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. 

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (31)
14:20 / 03-09-2016
ნანა
გოგონა კარგად გვიხსნის..დედის დედა გახდა ავად..მამის დედამ სახლიდან გააგდო....იცით რაა ეს დედის ბრალია..თუმცა ალბათ დედამთილის გამო დედა ვერ ჩამოიყვანა სახლში მოსავლელად,ბებიამ კი (მამის დედამ) იცხოვროს კომფორტულად სახლში და როცა გაუჭირდება ალბათ გაახსენდება შვილიშვილი...ეეჰ როგორ ვჭირდებით შვილებს...ყოჩაღ მამას...რა სირცხვილი და თავმოყვარეობა შვილს ასეთი რთული პერიოდი აქვს..იმედია დედა გამოჯანმრთელდება და თავის შვილს და შვილიშვილს გულში ჩაიკრავს...
22:30 / 06-03-2016
ქეთინო
დედის ბრალია. რატომ გაუშვა სოფელში 15 წლის ბავშვი, თვითონ წასულიყო. მაგრამ ახლა გვიანია ამაზე საუბარი და ვიშვიში. რაც მოხდა მოხდა. კარგია რომ კატოს შეგნებული მამა ჰყავს და გვერდში ამოუდგა შვილსა და შვილიშვილს. აი რაც შეეხება პატარას მამას ის მაგ ბავშვს არც იმსახურებს, რადგან თინეიჯერმა ბიჭებმა ეგრე იციან ერთს გაერთობიან და მერე როცა ბავშვზე მიდგება საქმე ისეთ პასუხს გცემენ რომ გაგიჟდები.
23:07 / 07-02-2016
ana maria
დედის ბრალია სოფელში რომ გაუშვს ასეთი პატარა ბავშვი, ჩამოეყვანა დედამისი და მოეხედაა დაუნგრია ბავშვს ცხოვრება, ეს ასაკი ზუსტაად ის პერიოდია როდესაც ყველაზე დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს შვილებთან
12:37 / 03-02-2016
კატოს:
მამის გარდა არავინ გყოლია თურმე ცხოვრებაში,დედა ინფარქტის გამო კი შემეცოდა,მაგრამ ყველაფერი პირველ რიგში მისი ბრალია,სად გიშვებდა იმ ბეხრეწი ბებრის მოსავლელად,სიტყვა ,,მოხუციც,, რომ არ ეკუთვნის,როცა თვითონ უჭირდა,კარგად მიიღო შვილიშვილისგან დახმარება,როცა კატოს გაუჭირდა,სახლიდან გამოაგდო პაწია უმწეოსთან ერთად.თფუი შენს ქალობას,არაადამიანო!
12:07 / 03-02-2016
კატოს:
პირველ რიგში შენმა დედამ დაუშვა დიდი შეცდომა,როდესაც ასეთ ასაკში,როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა დედის გვერდით ყოფნა და მისგან რჩევები,გაგიშვა სოფელში ბებიას მოსავლელად.მშობლისთვის პირველ რიგში ჯერ შვილია,მერე ძმა,და და მშობლები.რა დროს სკოლის შეცვლა იყო ?ან ეს ბებია ადამიანია საერთოდ,მასზე მზრუნველობის გამო გაები სწორედ ამ მახეში.როცა უჭირდა,გვერდით დაუდექი ,შენ კი სახლიდან გაგადო განსაცდელის ჟამს.არც შენ გამართლებ რა თქმა უნდა,ქალიშვილს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გრძნობებისგან თავდაცვის უნარი,რომ ღრმად არ შეტოპოს და საკუთარი თავი არ გაიუბედუროს.,მაგრამ როცა მოსახდენი მოხდა,უნდა მიეღე შენს ბებიას და დედას ისეთი,როგორიც ხარ.ეს ბავშვი ხომ მათი შვილიშვილია,სისხლი და ხორცი.ყველაზე დიდი ცოდვა მათ დაუშვეს უფლის წინაშე.დიდი მადლობა შენ,რომ ეს პატარა სასიკვდილოდ არ გაიმეტე.უფალი აუცილებლად შეგიწირავს დედობრივ ინსტინქტს .შენიანებიც აუცილებლად შემოგირიგდებიან,დარწმუნებული ვარ.სირცხვილი შენი შვილის მამას,რომ ასე მოგატყუა და არასრულწლოვანი შეგაცდინა.ნამდვილად ეკუთვნის სასჯელი.მიიღებს კიდევაც.თუ მიხვდება თავის დანაშაულს,გამეხარდება.შვილი ქუჩაში არ ყრია,როგორ უნდა გაუცხოვდეს საკუთარი ღვიძლი პირმშოს მიმართ კაცი,არ მესმის.ერთადერთი,რისი რცევაც შემიძლია,აუცილებლად აიყვანე მოძღვარი და იარე სისტემატიურად ტაძარში,გაზარდე შენი შვილი ეკლესიის წიაღში და არაფერი არ გაგიჭირდება,უფალი მოწყალეა,გზას გამოგიძებნის.
კატეგორიის სხვა სიახლეები