24 დეკემბერი, 2015
„ჩემმა ქმარმა დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი გამიკეთა, იტალიიდან დაბრუნებულს სახლში სხვა ქალი დამხვდა“...
მარინა 40 წლის არის. 8 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა. იტალიაში მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. ერთი კვირის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ქმარ-შვილი წინასწარ არ გააფრთხილა, გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა მათთვის.

მარინა:

„სიყვარულით გავთხოვდი და არასდროს მინანია, ამ ნაბიჯის გადადგმა. ვაჟა უნივერსიტეტში გავიცანი, მისმა იუმორმა, თავდაჭერილობამ, ინტელექტმა და სასიამოვნო გარეგნობამ, ადვილად მომხიბლა. ყოველთვის ვოცნებობდი განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია მქონოდა. ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლა არ მომიხდა, რადგან ვაჟამ მომენტალურად დაიპყრო მათი გულები, არც ცუდი დედამთილი შემხვედრია. საწყალი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს,
ჩვენი შეუღლებიდან სამი წლის იუბილეზე გარდაიცვალა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. რა თქმა უნდა, პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩემი ქმრის სიყვარული, ყველა წინააღმდეგობის გადალახვაში მეხმარებოდა.

ერთხელ მეზობლის ქალმა ენა მომიტანა ქმარი გღალატობსო. არ დავიჯერე, მაგრამ მისი გაკონტროლება დავიწყე. „ენდე, მაგრამ გადაამოწმე." შევნიშნე, რომ მობილურს მართლაც ხშირად თიშავდა, სახლში მოსვლას აგვიანებდა, ჩემდამი ფრიგიდული გახდა. შემეშინდა, რომ მიმატოვებდა. არ ვამაყობ ჩემი საქციელით, თვალთვალი დავუწყე. სამსახურთან ახლოს საყვარელი ნამვილად ჰყავდა. ავაკითხე და, როგორც იტყვიან, გამოვიჭირე. სკანდალი ავტეხე. თავს ვერ ვაკონტროლებდი. დამპირდა, რომ აღარასდროს გაეკარებოდა ამ ქალს და სახლში წამომიყვანა. ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი ქმარი რეანიმაციაში იყო. კინაღამ ტელეფონთან გამისკდა გული. კლინიკაში მისულმა გავარკვიე, რომ საყვარელთან ურთიერთობა გაუგრძელებია. მის ძმას სასიკვდილოდ უცემია, შემდეგ კი კიბეებიდან დაუგორებია. ასე დაინვალიდდა ჩემი ქმარი.

ოჯახს შემოსავლის წყარო სჭირდებოდა, საქართველოში სამსახური, ნორმალური ხელფასით, ვერ ვიპოვე, ამიტომ იტალიაში წასვლა გადავწყვიტე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გულნატკენი ვიყავი და მეგონა, რომ ამ ღალატს ვერასდროს ვაპატიებდი, მისი მიტოვება თავში აზრადაც არ გამივლია. ვაჟასთვის ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი დადგა.

მიზნად დავისახე, ოჯახი მერჩინა და მეუღლე ფეხზე დამეყენებინა. ევროპაში მოხუცის მომვლელი გავხდი. იქვე გავიგე, რომ არსებობდა ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის გაკეთების შემთხვვაშიც ვაჟა გავლას შეძლებდა. 8 წელი ემიგრაციაში ვიყავი. საახალწლოდ უფროსს დავეთხოვე და საქართველოში წამოვედი. მეგონა, ჩემი ნახვა ძალიან გაახარებდათ.

სახლის კართან რომ მივედი, გული გამალებით მიძგერდა, ერთი სული მქონდა, ჩემს ქმარ-შვილს მოვსიყვარულებოდი. კარი უცხო ქალმა გამიღო. რა გნებავთო მკითხა. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე. გამომიცხადა ვაჟას ცოლი ვარო.

მუხლებში კანკალი ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა და გონებაც დავკარგე. თვალი როცა გავახილე, კარის მეზობლის სახლში ვიწექი. მან მომიყვა, რომ ვაჟას ეს ქალი ინტერნეტის საშუალებით გაუცნია, პერიოდულად სახლში ეპატიჟებოდა და ბოლოს ცოლადაც მოიყვანა. ჩემს შვილს თავიდან არ მიუღია დედინაცვალი, მაგრამ ქალს ყველა ძალ-ღონე უხმარია მასთან კარგი ურთიერთობის ასაწყობად.

არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვიყიდო ბილეთი და პირდაპირ იტალიაში გავბრუნდე თუ სახლში შევიდე და ვაჟას ვკითხო, რატომ მომექცა ასე? როდის გადავუყვარდი? რატომ გაუნელდა ჩემდამი გრძნობები? ვნახო შვილი თუ არ ვნახო? რატომ დამიმალა შვილმა, მამის ასეთი საქციელი, მასთან ხომ ტელეფონით და ინტერნეტის საშულებით ხშირად ვსაუბრობდი? მილიონი შეკითხვა მიტრიალებს თავში, ძალიან დაბნეული ვარ“.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ანა
რა სასაცილოები ხართ?! რვა წელი რომ უერთმანეთოდ ცხოვრობდით,ან ის როგორაა შენი ქმარი და ან შენ -ცოლი? ფსიქოლოგის მაინც დაელაპარაკეთ,სანამ სადმე წახვალთ. წახვედით იტალიაში და დარწმუნებული იყავით რომ ახალგაზრდა კაცი რვა წელი ქალის გარეშე გაჩერდებოდა? ნუთუ ქალს და კაცს ,ერთმანეთი ოცი წელი რომ არ უნახავთ ,ცოლი და ქმარი შეიძლება უწოდო? მე ოჯახით ვცხოვრობ ამერიკაში,და ვიცი მინიმუმ 200$ ად დღეში მუშაობენ ქალები.თვეში5000 იდან 6000$ ამდე აკეთებენ....და 20 წელია აქ არიან? ზოგმა 5 ბინა და აგარაკი იყიდა და მაინც არ ბრუნდებიან! ამიტომ ნუ მისტირით იქაურობას! თქვენ აქ მიხედეთ პირად ცხოვრებას და ყოფილ ქმრებსაც მიეცით უფლება ცხოვრების!
10:52 / 22-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
სად გარბოდი იმ იტალიაში ,მოღალატე ქმრის შესანახად?ვაი შენს პატრონს!ივიშვიშე და იყავი,ეხლა! ქმარი კი არა დიდხანს მიტოვებული შვილები აღარ იღებენ დედას უკან!
17:49 / 01-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლილუ
მოიკვეტეტ უგირსი მეუგლე და მოგალატე სჰვილიც ხეირი არ იკნება მაგატგან ,ტუ ეს ნამდვილი ისტორიაა
19:42 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
maiko
აუცილებლად შედით თქვენს საკუთარ სახლში და პასუხი მოსთხოვეთ შვილსაც და ქმარსაც რას ქვია ცოლი დაგახვედრათ .თან შენი ნაწვალები ფულით გულაობდნენ ხომ. ჩემი ქმარიც წასულია ოჯახისთვის საზღვარგარეთ და რომ ჩამოვა მე ახალი ქმარუკა უნდა დაბახვედტო? . კაცს უფლებააქვს პასუხი მოსთხოვოს ყველას და ქალს არა?! აუცილებლად მიდი სახლში და ყველაფერზე პასუხი მოთხოვე . შენს ადგილას იმ ქსლს სახლიდან მოვისვრიდი და ქმარი რამეს თუ იტყოდა მასაც ზედ მივაყოლებდი და შვილი თუ ცუდად მოგექცა ეგ შენი ქმრის ბრალია დედის სიყვარული გაუნელა ბავშვს და არა უფრო შეაყვარა . თუ რამხელა მსხვერპლზე წავიდა დედა როცა გაჭირვების გამო შვილი დატოვა და სამუშაოდ წავიდა და არა სასეირნოგ. უფალი გფარავდეს
11:47 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
დეა
ურჩევთ,შვილს დაელაპარაკეო??? ქალი მეზობელთან მოვიდა გონს და მის გვერდით შვილი ვერ დაინახა,ასეთ შვილს რა უნდა ელაპარაკოს? შვილიც მამამისივით უჯიშო ყოფილა! წადი შვილო და თავს მიხედე.უფალი გფარავდეს! სულელურად კი მოქცეულხარ,პირველი ღალატის მერე რომ აპატიე.მასეთების გამოსწორება არ იქნება!
22:45 / 12-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS