22 დეკემბერი, 2015
„ცოლისთვის შუბას ვერ ვყიდულობ, დამემუქრა, რომ სექსიც არ გვექნება - საახალწლოდ ოჯახი მენგრევა“
როგორც ჩანს, ახალ წელს ყველა მოუთმენლად სულაც არ ელოდება. ზოგიერთ ოჯახში საახალწლო საჩუქრები განხეთქილების ვაშლი ხდება. რედაქციაში წერილი მოგვივიდა, სადაც 30 წლის ლუკა თავის გასაჭირს გვიზიარებს.

ლუკა: მე და თეონა ათი წლის წინ დავოჯახდით. 20 წლის რომ ვიყავი მეგონა თუ ბევრს ვიშრომებდი და ფულს დავზოგავდი, მალევე წამოვიწყებდი პატარა ბიზნეს. თავი არ დამიზოგავს, ორ ადგილას ვმუშაობდი, სახლში გვიან ვბრუნდებოდი, მეგობრებისა და ნათესავების დიდი ნაწილი დროის დეფიციტის გამო დავკარგე. მხოლოდ ცოლი და კოლეგები დამრჩა. თავიდან მეუღლეც იბუტებოდა,
მაგრამ მრავალჯერ გასაუბრების შემდეგ დავარწმუნე, რომ ამდენს ჩვენი ოჯახი კეთილდღეობისთვის ვმუშაობდი.

ფულის დაზოგვა შეუძლებელი გახდა, რადგან თეონა დაორსულდა. პრობლემური ფეხმძიმობა ჰქონდა, ექიმიდან ექიმთან დავატარებდი, გამოკვლევები და წამლები ძალიან ძვირი მიჯდებოდა, ამას ემატებოდა ცოლის ძვირიანი ახირებებიც. მეცხრე თვეში გამომიცხადა სამშობიაროში ლუქსს თუ არ დამიქირავებ,  მშობიარობას გადავყვებიო.

არ მინდოდა, ენერვიულა, ამიტომ თხოვნა შევუსრულე. ბავშვის გაჩენის შემდეგ პრობლემები მომრავლდა. ჩვილს სასუნთქი სისტემის პათოლოგია აღმოაჩნდა და რეანიმაციაში დიდხანს იწვა. ნერვიულობის ფონზე თეონას ნევროზი დაემართა. არ გვეგონა, რომ ჩვენი შვილი გადარჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა. ექიმებმა გაგვაფრთხილეს, რომ ზამთარ-ზაფხულს ბაკურიანში უნდა აგვეყვანა. ბაკურიანში დასვენება ძალიან ძვირია.  

ნახევარი წლის წინ ერთ-ერთი სამსახურიდან გამანთავისუფლეს. შემცირებაში მოვყევი. ბევრი ვალი მაქვს. ზოგი ბანკისგან ავიღე, ზოგიც მეგობრებს ვესესხე. ახალი წელი მოდის, პროდუქტებს ცეცხლის ფასი უკიდია, არ ვიცი სუფრაზე რა უნდა, დავალაგოთ. ჩემს შვილს თოვლის ბაბუის სჯერა და წელსაც მისწერა წერილი. ველოსიპედი და როლიკები დააბარა. არ მინდა, იმედი გაუცრუვდეს, მაგრამ საჩუქრების ფული არ მაქვს. ვფიქრობ, დაველაპარაკო და ავუხსნა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ვვახშმობდი, როცა ცოლმა წუწუნი დაიწყო. ამდენი წელია შენთან ერთად ვცხოვრობ და არ მახსოვს საახალწლოდ რამე გეჩუქებინოსო. სულ მპირდები, რომ მომავალ წელს სიურპრიზს გამიკეთებო. ჩემს დაქალს შარშან ქმარმა მანქანა აჩუქა. აბა, მე რა მივიღეო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ლაპარას თავი ავარიდე. საჭმელი არ დამიმთავრებია, ისე გავედი საძინებელში. გამომყვა. კარი დახურა და ჩხუბი დაიწყო.

-არასდროს მისმენ! გინდ, მე მილაპარაკია, გინდ, ძაღლს უყეფია. ასეთი უმნიშვნელო ვარ შენთვის? რომელ ეტაპზე ვერ დაგიდექი მხარში? ასეთ უპატივცემულობას არ ვიმსახურებ შენგან! ყვავილიც კი არ გემეტება. მითხარი, ვარდების ყიდვას წინ რა უდგას?!
საერთოდ რას მოგყვებოდი ცოლად? შენ გარდა იმდენი ბიჭი დამზდევდა! გამასულელე! მომატყუე! ოცნების კოშკები ამიგე!

- რა გინდა რომ გაჩუქო? - ვკითხე თავიდან მშორების მიზნით.

- შუბა.

მეგონა ხუმრობდა. საიდან მოვიტანო 5000 ლარი შუბის საყიდლად-მეთქი ვკითხე. გაჯიუტდა. მრცხვენია მეგობრებსა და ნათესავებში გასვლა, ზამთრისთვის ნორმალური ქურქი არ მაქვსო. სხვები მოვლილი დადიან, მე ისეთი მოუვლელი ვარ, შენც კი აღარ მიყურებო. სანამ საახალწლოდ შუბას არ მიყიდი, სექსი არ გვექნებაო. იმითაც დამემუქრა რომ დამშორდება.

ჯერ ვიფიქრე წავიდეს, თავში ქვა უხლია-მეთქი, მაგრამ მერე შვილი შემეცოდა. დედაჩემი და მამაჩემი გაყრილები არიან და ვიცი, ბავშვისთვის რამხელა ტრაგედიაა მშობლების დაშორება.

მირჩიეთ, რა გავაკეთო. ბანკი გავძარცვო? სახლი ჩავდო და იმ ფულით კაზინოში ვითამაშო? იქნებ მოვიგო რამე... სხვა თავში არაფერი მომდის. ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩნლი. სესხს გამოვიტანდი, მაგრამ გაშავებული ვარ...

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ანა
გაინძრეს და თვითონაც იმუშაოს და გაიგებს რა ფასი აქვს საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს, შუბა კი არა მეორადებში ნაყიდი დუტითაც დაკმაყოფილდება
01:04 / 31-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
აქ წერენ :"ცოლი თუ არ დაგიდგა გვერდში"... რამდენი ხანი უნდა უდგეს 5 ,10 20 წელი ?:DDDD ან უნდა შეეგუოს სიღრიბეს და ან საზღვარგარეთ, როგორც მრავალმა ათასმა! ამ შემთხვევაში,დამნაშავე - არასტაბილური სოციუმია,რომელიც უკვე ოჯახებსაც ანადგურებს! ადრე იყო ოჯახი ,მუშაობდნენ და იყვნე ასე თუ ისე,ეხლა კაცი თუ ფულს არ აკეთებს ან ზარმაცია,ცოლი აღარ უჩერდება ,აი,ესაა -რეალობა!
21:25 / 31-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
არ შეძლება სხვისი განსჯა მარა ასე მგონია ეს კაცი წუწურაქია ნახეთ თვითონვე წერს ბაკურიანი ძვირიაოო,საკვები ძვირიაო, რას იზავ ცოლი და შვილი რო გინდა ცოტა Yველაფერი ძვირია,,,
13:31 / 16-01-2016
გამოხმაურება / 0 /
Kargit xalxo, kargad waikitxet. Is gogo ambobs ertxel yvavilebic ki ar giyidiao. Qmari saxlidan sul gasuli yopila. Albat imasac enatreba sitbo qmrisgan. Naxet rogor saubrobs qmari, tavidan rom momeshorebinao vutxari ra gindao. Aq siyvaruli ar igrdznoba. Albat is gogo cud mdgomareobashia. Chen ver ganvsjit. Sxvasxvis omshi brdzenia.
04:03 / 15-01-2016
გამოხმაურება / 0 /
სალი
ქურქი არა კვახი კიდევ :დდდდდ გააგდე სახლიდან ესეთი ქალი ცირქთან უნდა იდგეს :დდდ არაფრის გირსი არა :) ქალი კი არა ფულის მონაა ფულის გამო მოგკლავს ან ვინმე ფულიანში გაგცვლის ასერომ მიაგდე ქუჩაში ბოზების ადგილი მანდაა
11:26 / 29-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS