05 ნოემბერი, 2015
ყოფილი მაზლი ინტიმური ფოტოებით მაშანტაჟებს
ელენეს მაზლი ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებს და ოჯახში დარჩენას აიძულებს.

ელენე: ქმართან დაშორება ერთი თვის წინ გადავწყვიტე. ყოველგვარი სკანდალების გარეშე ჩავალაგე ბარგი, სამზარეულოში გავედი, ყავა ავადუღე, ფეხი ფეხზე გადავიდე და სიგარეტს მოვუკიდე. არ ვღელავდი, მშვიდად ველოდი ქმრის დაბრუნებას.

რომ მოვიდა არც საჭმელი შემითავაზებია, არც გამოცვლა დავაცადე, პირდაპირ ვუთხარი რომ ერთად ვეღარ ვიქნებოდით, ჩვენი ურთიერთობა ყველაფერი იყო ცოლ-ქმრობის გარდა. ვფიქრობ, გულის სიღრმეში თავადაც მეთანხმებოდა. ტაქსი გამოვიძახე და მშობლების სახლში წავედი. არ გასულა ერთი კვირა... დილას მობილურის ზარმა
გამაღვიძა. ავიღე, გაბრუებული ვიყავი და მაზლის (ნოდარის) ხმა ვერ ვიცანი.

- ელენე, ახლა ვაიბერში ფოტოებს გამოგიგზავნი და კარგად დაფიქრდი ქმართან დაშორება გინდა თუ არა. - ვაიბერი გავხსენი და რას ვხედავ? ჩემი შიშველი ფოტოები. ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე თქვენგანი თავისთვის არ მაიმუნობს... ვვარჯშობ, ჩემი სხეული მომწონს და ხშირად ვიღებ ინტიმურ ფოტოებს. ზოგში უკანალი მიჩანდა, ზოგში - მკერდი, რამდენიმე ფოტოში თავიდან ბოლომდე შიშველი ვჩანდი.

- ჩემს ძმას თუ არ შეურიგდები ამ ფოტოებს გავაბაზრებ და ცუდ კუდსაც მივაბამ. როგორ გგონია, ვის დაუჯერებენ, ქმარგაშორებლ ქალს თუ მეოჯახე კაცს? - ნოდარის ცინიკური ხმა ჰქონდა. დიდად არასდრს მეხატებოდა გულზე! ეს სურათები საიდან გაქვს-მეთქი ვკითხე. თურმე ჩემი საიდუმლო ფაილი გაუტეხავს და თავის მობილურში გადაუწერია. მთლად ნორმალური ვერ არის ალბათ, აბა რძლს შიშველი სურათები რად უნდა? ეგ ვერც წარმიდგენდა რომ მე ქმარს ოდესმე დავშორდებოდი...

დასაფიქრებლად ერთი თვე მომცა. დრო იწურება... რა გავაკეთო, დავიკიდო და აფრიალონ ჩემი შიშველი სურათები თუ ქმარს კიდევ ერთი შანსი მივცე? მინდა ეს ფოტოები რაიმენაირად გავანადგურო, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს როგორ...

რადა მახარაძე

ბეჭდვა