28 ოქტომბერი, 2015
"აესე მენდო, ტოო, იმედს როგორ გავუცრუებდი..." - ერთი ნამდვილი ქართული ამბავი, რომელმაც უამრავ ადამიანს გული გაუთბო
ეს პოსტი ჟურნალისტ მარი ჯაფარიძეს ეკუთვნის და თავადაც არ ელოდა, მას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ უჩვეულო ამბავი მართლაც ბევრის გულს გაათბობს და ადამიანებისადმი ნდობას დაუბრუნებს...

"ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ...

მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი... კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ლელა უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ეკას ფული ჰქონდა მისაცემი...

მე ცოტა მაგვიანდებოდა,
ლელამაც მოსვლა დააგვიანა, ეკა წასასვლელი იყო, ეჩქარებოდა...
იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა...

ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, - ნახევარი საათი მაგვიანდებაო...
მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული...
- აქ დიდხანს იქნებიო? - ჰკითხა ეკამ...

ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია)... სიკეთით სავსე... ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს... ტასოს ვეძახდით, ბატი ტასიკოსთან მსგავსების გამო.

- ვა, რატო მეკითხები, ტო? - გაუკვირდა იმ ტიპს...
- ასე, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, რომელსაც ფული უნდა მივცე, გამხდარი გოგოა. იხილეთ გაგრძელება
ბეჭდვა