13 ივლისი, 2015
წერილი რედაქციას – გაუპატიურებული გოგონას ისტორია, რომელიც დღეს მოძალადისგან სამ შვილს ზრდის
იმასაც ამბობდნენ, რომ საწყალ გოგოს ძმაკაცები უჭერდნენ წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე და გადავწყვიტე ეს ისტორია თქვენთვის მომეყოლა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ გასული საზარელი ისტორიის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა სამმა ბიჭმა გააუპატიურა, ჩემს რაიონში 12 წლის წინ მომხდარი საშინელი ისტორია გამახსენა.

თამუნა ულამაზესი გოგონა იყო, როდესაც ზაფხულის მიწურულს მშობლებმა თბილისიდან რაიონში დეიდასთან ჩამოიყვანეს. თურმე უნივერსიტეტში აბარებდა და გამოცდაზე ჩაიჭრა. წელი რომ არ დაეკარგა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რაიონში დეიდასთან ჩამოეყვანათ და ჩვენთან ადგილობრივ ინსტიტუტში ფასიან ფაკულტეტზე, ფულით
მოაწყეს. მაშინ ასე ხშირად ხდებოდა.

ლამაზ გოგონას, რაიონში უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. ამბობდა, თბილისში შეყვარებული მელოდება და თან გათხოვებას ჯერ არ ვაპირებო.

მის თაყვანისმცემლებს შორის იყო გელაც, ჩვენი მეზობელი, რომელიც პატარა გოგოს მოსვენებას არ აძლევდა. ისე მეცოდებოდა, რამდენიმეჯერ დეიდამისს ვუთხარი, მიხედეთ ბავშვს, არ მოგტაცონ და მერე მისი მშობლები შენ მოგთხოვენ პასუხს-მეთქი. მეთანხმებოდა, მაგრამ მეუბნებოდა, ჩემს დას ვერაფერს ვაგებინებ, მეუბნება, თამუნას შევარებული ჰყავს და არავის გაყვებაო.

სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე გელამ ხათუნა მოიტაცა. მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. გოგონას დეიდისა და ბიძის გარდა სხვა თაყვანისმცემლებიც ეძებდნენ. მშობლებიც ჩამოვიდნენ თბილისიდან, მაგრამ მხოლოდ მეორე დღს იპოვეს და გოგონა მოძალადეს დაუტოვეს.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თბილისელი, გამოსული ხალხი, შვილს ასე გაწირავდა და სახელის გატეხის გამო იმ ნაძირალას ჩაუგდებდა ხელში, მაგრამ რამდენიმე დღეში როდესაც პატარძალი არ გამოჩნდა, საშინელი ისტორია გავრცელდა. ხმა გამოვიდა, რომ გოგონა ნაცემი და გაუპატიურებული იყო.

თურმე გელამ და მისმა სამმა მეგობარმა მოტაცებული თამუნა, ერთ-ერთი ძმაკაცის დეიდასთან სოფელში მიიყვანს. ქალმა რომ ნახა გოგონა ტიროდა და შველას ითხოვდა, სახლში არ შეუშვა, პოლიციის შეეშინდა და უთხრა, ეს გოგო შენთან არ დარჩება და მეც შარში უნდა გამხვიოო. ბიჭებს დაუღამდათ, წასასვლელიც არსად ჰქონდათ, თან როგორც ჩანს შეეშინდათ და ის ღამე სოფლის მახლობლად ტყეში გაათენეს. მანქანაში გელამ თამუნა გააუპატიურა. ძმაკაცები აქეზებდნენ, ყველას ციხეში ჩაგვაგდებენ, იქ კი იცი, რაც გველის და სხვა გზა არ არისო.

იმასაც ამბობდნენ, რომ საწყალ გოგოს ძმაკაცები უჭერდნენ. მაშინ დაჯერება გამიჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სამი ბიჭიდან ყველა ნელ-ნელა გადაიხვეწა რაიონიდან. ერთმა თვითმკვლელოობაც კი სცადა და ბოლოს რუსეთში წავიდა საცხოვრებლად.

ამ ამბიდან 12 წელი გავიდა. თამუნას ხშირად ვხედავ, უკვე სამი შვილის დედაა, მაგრამ ძველი სილამაზიდან და არაფერი აღარ აქვს შერჩენილი. როგორც ჩანს დრომ შეურაცხყოფა ვერ დაავიწყა და მეზობლებთან თითქმის არ შემოდის კონტაქტში. მისი ნაძირალა დედამთილი ამბობს, ასეთი უცხვირპირო ქალის გამო, ნეტა ჩემი შვილი სახიედ საქმეს რას იხდიდაო. ვითომ არ იცი, რა გადახდა საწყალ გოგოს. რარაც პერიოდი გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო სკოლაში მუშაობა, მაგრამ ბავშვებს ვერ იმორჩილებდაო და მალე გაათავისუფლეს.

ზრდის სამ შვილს და ისე დადის ქუჩაში, ხანდახან სალამასაც არ გვეუბნება. მისი ქმარი კი სულ სვამს, ისიც გაუბედურდა. შეიძლება ნანობს კიდეც რაც გააკეთა, მაგრამ ახლა რაღას გამოსწორებს.
თამუნას მშობლები შვილის სანახავად იშვიათად ჩამოდიან და ისიც დეიდასთან ხვდებიან. კარგა ხანი ვერ ვხვდებოდი რატომ უჩერებდნენ შვილს ამ ნაძირალას, მაგრამ მერე დეიდამ მითხრა, თვითონ არ მიდის თამუნა, ამბობს, ჩემს მშობლებს მაშინ რომ სახელის შერცხვენაზე არ ეფიქრათ, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდიო. ვერ აპატია დედ-მამას, რომ იმ საშინელი ღამის შემდეგ სახლში არ წაიყვანეს და ისევ იმ ნაძირალას დაუტოვეს საჯიჯგნად.
ბეჭდვა