02 აპრილი, 2015
''დეიდაშვილი სტრიპტზიორი საქმროს გამო მაშანტაჟებს...''
ამ წერილის ავტორის პრობლემა საკმაოდ იშვიათი და უცნაურია. ყველაფრის მიზეზი ქართული მენტალიტეტი და მოძველებული შეხედულებებია. ასე თვლის 33 წლის თამუნა, რომელიც საკუთარ ისტორიას გვიყვება.

- მგონი ყველა გასათხოვარმა გოგონამ იცის, როგორც იციან ქართველებმა სულის ამოღება და ცოცხლად შეჭმა თუ 25-ს გადაცდი, მაგრამ დაოჯახებული არ ხარ. მეზობლები, ნათესავები, კოლეგები, მეგობრები და უბრალო ნაცნობებიც კი ყოველი შეხვედრისას გეკითხებიან: ,,არ თხოვდები?" ,,შენ ტოლებს უკვე ორი შვილი ჰყავთ..." ,,რას ელოდები?" ,,გგონია თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი მოვა?" ერთხელ ისიც კი
შემომაპარეს, ქალიშვილი არ ხარ და იქნებ იმიტომ არ ქორწინდები ეგ ამბავი რომ არ გაგივრცელდესო.

ამ სისულელეებით დავიღალე. ხალხთან შეხვედრას ვერიდებოდი. ბოლოს, როდესაც დედაჩემი თვალცრემლიანი ჩამომიჯდა გვერდით(ტელევიზორის ყურებისას) და იქვითინა იმაზე თუ რა უბედურია ჩემ გამო (ჩემი ცხოვრებისადმი ,,უცნაური" დამოკიდებულება არ მოსწონს), მივხვდი რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა.

გარიგებით ქორწინების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ (რასაც ხშირად მთავაზობენ). არ მესმის როგორ უნდა გაატარო მთელი ცხოვრება მამაკაცთან, რომელიც არ გიყვარს. ქორწინების მერე მოსულ ე.წ. სიყვარულს მე ვეძახი შეჩვევას ან ვალდებულებას. არც ერთი ქალი არ აღიარებს რომ წევს კაცთან, რომელიც არ უყვარს. უფრო კომფორტულია იმის თქმა, რომ მეუღლე შეუყვარდათ.

შეყვარებული არ მყავს, რადგან სულ ვმუშაობ... რეალურად თუ მივუდგებით საკითხს, ალბათ არც მინდა რომ ვინმესთან ურთიერთობა მქონდეს, თორემ დროს გამოვნახავდი. რომანებს ვერიდები რადგან გულისტკენის მეშინია. არ მსურს ვინმეზე სასიცოცხლოდ დამოკიდებული გავხდე, მან კი ჩემს გრძნობებზე ითამაშოს.

კაცების დიდი ნაწილისთვის სიყვარული თამაში და კარგი გასართობია. მესმის რომ ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა აუცილებელია და ჩვენი უპირველესი დანიშნულება დედობაა. თუმცა, ჯერ არ ვარ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ როდესაც ორმოცს გადავაბიჯებ, რაიმე შეიცვლება.

მამაჩემის დაბადების დღეზე სახლში დიდი სუფრა გავშალეთ, ყველა ჩვენი ნათესავი მოვიპატიჟეთ. ცოტა შეზარხოშდნენ თუ არა დამიწყეს პირადი ცხოვრების გამოკითხვა. სიამაყით გამოვაცხადე რომ საქმრო მყავს, რომელსაც დიდხანს ვმალავდი. ყველას გაუხარდა. იმის მაგივრად, რომ პრობლემები შემემცირებინა, ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდა. ოჯახის წევრებმა მომთხოვეს რომ ჩემი საქმრო აუცილებლად მიმეყვანა სახლში და მათთვის გამეცნო.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე სტრიპტიზიორი ამეყვანა და მისთვის ფული გადამეხადა. რამდენჯერმე მივიყვანე ჩემებთან. ბაჩომ არაჩვეულებრივად შეასრულა თავისი როლი. მამაჩემს ისე მოეწონა, რომ ათასჯერ მაინც ჰკითხა ქორწილს როდის გადაიხდითო.

ერთი კვირის წინ ჩემმა დეიდაშვილმა სამსახურში მომაკითხა, შესვენებაზე სასადილოში ერთად ჩავედით. მითხრა, რომ სიმართლე იცის.

- შენი ვითომ საქმრო ვიცანი. ჰყავდათ მოყვანილი გოგონებს, სტრიპტიზის საცეკვაოდ. არამგონია ეს ამბავი დეიდაჩემს და ბიძაჩემს მოეწონოთ...

მის მერე მაშანტაჟებს. ფულს ვაძლევ რომ ენა ჩაიგდოს და არაფერი წამოაყრანტალოს. ამ მცირე პერიოდში თითქმის მთელი ხელფასი გამომძალა! საშინელ მდგომარეობაში ვარ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
რუსა
ნეტა ვიცოდე ამდენ სისულელეს ვინ იგონებს
15:03 / 14-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ტყილს მოკლე ფეხები აქვს ცჰემო კარგო ტამუნაააა. ან რაც მოგივა დავიტაო ყველა სჰენი ტავიტაო .ვ არ არი ს პრობლემა.
20:19 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატო
:-D:-D:-D:-D
17:46 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ერთი 500 ლარი მეც გადამიხადე თორემ გაგშიფრავ ვინ ხარ და მშობლებთან ჩაგიშვებ...))
14:59 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზზზზ
Ra unda qna da da shordit tqo da morcha iseri ram momatyua rac ar unda eqna tqo da deidashvilma tu gamoyo tavi ai ea iko mizezi nu arc arafers ityvis tavis tavs mixedos ))) nu gelav da ase moikeci rac male mit uketesi tu ramea shemexmiane dagexmarebi piradad
04:14 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS