17 დეკემბერი, 2014
ჩაშლილი ქორწილი ''სადედამთილომ გვარის გამო შემიძულა...''
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი აღმოვჩნდებოდი ალბათ, ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერს, რომ დღეს გვარის გამო შეიძლება, სადმე პრობლემა შეგექმნას, განსაკუთრებით თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება. ქეთი 28 წლისაა, ამბობს, რომ გათხოვება გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ შეუქმნელი ოჯახი თავზე დაენგრა და დღეს ისევ მარტოა.

ქეთი:
- როდესაც ჟურნალ-გაზეთებში მკითხველის ისტორიები წამიკითხავს, ხანდახან ეჭვი შემპარვია, ჟურნალისტები ხომ არ იგონებენ-მეთქი. ხშირად გამცინებია კიდეც მთავარ გმირებზე, ალბათ ისე, როგორც ახლა ჩემზე გაიცინებენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი
აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალს ჩემი დედამთილი წაიკითხავს. თემუკა ოთხი წლის წინ გავიცანი. ტექნიკის მაღაზიაში ვმუშაობ, მობილური ტელეფონის შესაძენად შემოვიდა და შერჩევაში დავეხმარე. ნომრები გავცვალეთ და შემდეგ შეხვედრამდე თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით. თავიდან - იშვიათად, თითქოს მემეგობრებოდა, შემდეგ კი ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს.
- შეყვარებული არ გყავდა?
- არა, არასოდეს მყოლია, რაღაც არავისთან გამომდიოდა ურთიერთობა. ვაღიარებ, რომ პირველი პაემნის შემდეგ ყველა გარბოდა. ალბათ, პრობლემა ჩემშია, მაგრამ ფაქტია, რომ თემუკას სიგიჟემდე შევუყვარდი. სიყვარულის ისტორია წლები გაგრძელდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დაოჯახებას არ ჩქარობდა, სანამ ერთხელ მამაჩემი არ დაელაპარაკა. უთხრა, რომ დაიღალა ჩვენი ყურებით, პატარებიც აღარ ვიყავით და ქორწილზე უნდა გვეფიქრა. ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი უცნაური ის იყო, რომ მის მშობლებს არ ვიცნობდი, მხოლოდ - მეგობრებს და რამდენიმე უახლოეს ნათესავს. მამას იშვიათად ახსენებდა, დედას - თითქმის არასოდეს.
- შენ არ დაინტერესდი მომავალი დედამთილით?
- კი, როგორ არა, მაგრამ სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და ბოლოს მითხრა, რომ ერთმანეთს ვერ უგებდნენ. მამაჩემთან საუბრის შემდეგ ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ, ოღონდ ჩუმად. გაპარვას ვაპირებდით და ჯვარის დაწერას, შემდეგ კი - თურქეთში გამგზავრებას ერთი კვირით. თემუკას მშობლებთან ცხოვრება არ უნდოდა და ბინა ვიქირავეთ. ვხვდებოდი, რომ დედამისს ჩემში რაღაც არ მოსწონდა, მაგრამ რა, ვერ ვიგებდი. ორივე ვმუშაობდით და თავის შენახვა არ გაგვიჭირდებოდა. მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი თავზე დამენგრეოდა.
- რა მოხდა?
- სამზადისის შესახებ ჩვენმა რამდენიმე საერთო მეგობარმა იცოდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ მოსწონდა ეს ურთიერთობა და ჩემს მომავალ დედამთილს ყველაფერი უთხრა. ალბათ მას ეგონა, ეს ამბავი ქორწილამდე არ მივიდოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში გამოგვეცხადა. მშობლებს უთხრა, რომ ჩვენი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მიზეზი კი ჩემი გვარი გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის დედაც ჩვენი მოგვარე ყოფილა და რძლად ნათესავს ვერ შემოვიყვანო. მამაჩემს თავბრუ დაახვია. ვიღაცებზე უთხრა, რომ ჩვენი საერთო ნათესავები იყვნენ და კაცი ჩემზე საცემრად იწევდა.
- შენ არ იცოდი, რომ თემუკას ბებია შენი მოგვარე იყო?
- არა, ამის შესახებ არასოდეს უთ­ქვამს, ახლა ვხვდები, დედამისს ასე გამწარებით რატომ მიმალავდა. იმ დღის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. მხოლოდ ის მომწერა, დედაჩემის მაგივრად მე მრცხვენია და სამუდამოდ გემშვიდობებიო. თუმცა მანამდე მამაჩემმა დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა, თან ცემით დაემუქრა. იმ დღის შემდეგ ორი თვე გავიდა, რაღაც პერიოდი სამსახურში არ დავდიოდი, ახლა გავედი, მაგრამ ცხოვრება არ მიხარია.
- ყოფილმა საქმრომ ცოლობა რომ ისევ გთხოვოს, გაჰყვები?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მიჭირს, მასაც ვაპატიო ასე გაქრობა. ისიც არ ვიცი, დედამისთან ცხოვრობს თუ არა. მისი მეგობრები კი ჩემს ზარებსაც არ პასუხობენ. ალბათ, თვითონ გააფრთხილა.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ნანა
....ადრე 32 კბილს სანამ არ გაუსინჯავდნენ სასიძოს თუ სარძლოს ისე ოჯახში არ მოიყვანდნენ.კითხულობდნენ ვინ იყო მისი წინაპარი,გიჟი,შეშლილი თუ ეპილეფსიანი ხომ არ ყავდა გვარში...შემდეგ დრო შეიცვალა და მნიშვნელობა დაკარგა წინასწრ გაკითხვა -გამოკითხვამ.ისე როგორ ვთქვა მაგრმ ახლა უფრო საჭიროა ეს გაკითხვა,რდგან დღეს ყველა შეშლილი,გაღიზიანებული,გაშტერებული დ დადეგენერატებული დადის.ქალიც და კაციც.
20:44 / 04-02-2017
გამოხმაურება / 0 /
თენგიზი
ქორწინებას ნათესავებში იმიტომ კრძალავს ჩვენი ეკლესია, რომ მომავალი თაობა საღი დაიბადოს! თორემ ბევრ ცივილიზებულ ერში ქორწინდებოდნენ დეიდაშვილები თუ ბიძაშვილები თავადური შტოს გასაგრძელებლად! შეიძლება ქეთი შენი მოგვარეა მისი ბებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლო ნათესავია! ეკლესია ნებას რთავს მხოლოდ მეხუთე თაობას ანუ შვილთაშვილის შვილებს ნათესაური ხაზით! მეც თავის დროზე მაგ საერთო გვარის გამო უარი ვთქვი ნამდვილ სიყვარულზე(არადა ის ჩემთვის მეოთხე თაობა იყო)და ალბათ უფლის სასჯელი იყო, როცა ნამდვილმა სიდედრმა სწორედ გვარის გამო დამიწუნა!და საბოლოოდ ამერია ცხოვრება! ეხლა ვნანობ მაგრამ რაღა დროს! იმ შენმა კარგად უნდა გაიგოს რა შეიძლება და რა არა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ვატყობ არ ეყოფა ცოდნა და ვაჟკაცობა!
08:27 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
არაუშავს
ჩემი ქმრის ბებიაც ჩემი მოგვარე ყოფილა, მე დაქორწინების მერე გავიგე, თუმცა ნათესავები არ ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს
22:37 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
m
ყრუ მუნჯი და მსგავსი მხოლოდ ნათესაური კავშირით არ ხდება ორსულობისას შეილება ათასი ვირუსი შეხვდეს ადამიანს, ახლო ნათესავები არ იყვნენ მთავარია ადამიანებს უყვართ ცრუ რწმენები და სხვასაც აჯერებენ ჩემი მეზობლებიც ნახევარდი დის შვილები დაქორწინდნენ და ამის გამო სანათესაომ მოიზულა არაფერი რუ მუნჯი და ასე შემდეგ არ ყოლიათ. მთელი საქართველო ნათესავები გამოვდივართ მაგ მაგალითებით. ისე ეგეთ ადამიანთან ბედის დაკავშირებას სულ არ გათხოვება ჯობია 28 წელი კი სულ არარის ის ასაკი რის გამოც ნერვიულობა ღირს.ჩემი დედამთილი თუარარის მოგვარე იმიტომ არ მნახულობდა თვეები შვილზე იყო გაბრაზებული თუმცა ეს მე გულში არ ჩამიდია და დღეს ჩემი მეორე დედაა შვილზე მეტად მე ვუყვარვარ.ხდება გაუგებრობაც.რასიზამთ ცხოვრება სასტიკია..
02:24 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მე ვიცი რომ ყველა ჩემი მოგვარე ჩემი ნათესავია, ჩემი ბიძაშვილის გოგო გაყვა ჩვენი ბებიის მოგვარეს და ორივე შვილი, თან სხვა და სხვა დროს ყრუ მუნჯი გამოუვიდა, შეიძლება ზევით რომ წერს "ზზზ" ისინი არიან , მაგრამ ეს მოხდა. მე ორ რამეს ვეთანხმები აქ, ერთი დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ეს ერთი და მეორე, ავი ქალის შვილი აუცილებლად ავი იქნება, ეს მსგავსება კი არ არის, დედის სიავეს ისე ეჩვევიან, მერე წესი და კანონი ჰგონიათ.ჩემი შვილები ისე მგვანან ბუნებით გაოცდება ადამიანი, არასდროს, არცერთს მშობლებისთვის უკმეხად არაფერი უთქვამს, ეს ჩემთან მსგავსება კი არ არის, ოჯახში დამკვიდრებული წესი და კანონია. არც ჩემი მეუღლე და არც მე არასდროს არ ვეუხეშებოდით მშობლებს და ეს თავისთავად გადავიდა შვილებზეც, ჩემს მამამთილს ოთხი შვილი ყავდა, არ მახსოვს და მერე მასაც ვკითხე, შემთხვევა არ ქონია შვილებს მისთვის მაგიერი ეთქვათ, ამ დროს ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იყო.ოჯახი თავად აყალიბებს ადამიანს, როცა ბ ედის მოძებნას დაიწყებთ ამას მიაქციეთ ყურადღება, რა ოჯახის შვილია?
12:04 / 13-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS