29 ოქტომბერი, 2014
მამის მიერ მანქანაზე გაყიდული 28 წლის გოგონას ტრაგიკული ამბავი
კოშმარი გათხოვების პირველივე დღიდან დაიწყო. ქმარი არ მიყვარდა, უფრო მეტიც, მძულდა საქართველოში ქალებზე გახშირებული ძალადობის შემდეგ რედაქციაში უამრავი ადამიანი დაგვიკავშირდა და გვთხოვეს, მათი ამბებიც გამოგვექვეყნებინა. 26 წლის ბელამ ძალადობას თავი იტალიაში გაქცევით დააღწია. უკვე ექვსი წელია, იქ ლეგალურად ცხოვრობს და ყველაზე დიდ პრობლემად ის მიაჩნია, რომ საქართველოში დატოვებულ შვილს წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირით ნახულობს.

ლელა:
- 16 წლის ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს მამამ გამომიცხადა, რომ ერთ კვირაში მეზობელ გელას უნდა დავენიშნე და მალე ქორწილიც
გვექნებოდა. ის ღამე ტირილში გავათენე, რადგან ჩემზე 12 წლით უფროსი მეზობელი არ მიყვარდა და საერთოდ, გათხოვებას სულაც არ ვჩქარობდი. ეს ადამიანი ლამის ბავშვობიდან დამდევდა და რამდენიმეჯერ ჩემი მოტაცებაც სცადა. დედას ვთხოვდი, მამისთვის აზრი შეეცვლევინებინა, რადგან ვერ ვხვდებოდი, როგორ დაითანხმა გელამ მამაჩემი ქორწინებაზე.
- მეუღლის გადაწყვეტილება დედამ როგორ მიიღო?
- მას მთელი ცხოვრება არავინ არაფერს ეკითხებოდა. ოჯახში უფროსი ყოველთვის მამა იყო. დედას ვეხვეწებოდი, რომ არ გავეთხოვებინე, მაგრამ ისიც ჩემთან ერთად ტიროდა. ჩვენ რა შეგვეძლო. ერთ კვირაში ნიშნობა შედგა, მაგრამ სიძემ ვერ მოითმინა და იმ საღამოსვე წამიყვანა სახლში. ქორწილი აღარ გადაგვიხდია, რადგან დედამთილ-მამამთილმა გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი ხარჯი აღარ გვჭირდებოდა.
კოშმარი გათხოვების პირველივე დღიდან დაიწყო. ქმარი არ მიყვარდა, უფრო მეტიც, მძულდა და ისევ მიტრიალებდა იმაზე ფიქრი, როგორ დაითანხმა გელამ მამაჩემი. ერთ დღეს მშობლებთან სახლში მისულს ეზოში ახალი მანქანა დამხვდა. დედას ჩემი მისვლა არ ესი-ამოვნა, თვალს ვერ მისწორებდა. მერე გამომიტყდა, რომ მანქანა მამაჩემს ჩემმა ქმარმა უყიდა. ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.
- მამას არაფერი უთხარი?
- ისტერიკულად ვყვიროდი და ჩემს კივილზე მეზობლებიც კი შემოცვივდნენ. დედას ვუყვიროდი, ახლა მივხვდი, შენ და მამამ მანქანაზე რომ გამყიდეთ-მეთქი. ქალი ტიროდა, მარწმუნებდა, რომ არაფერი იცოდა, მაგრამ დღემდე არ მჯერა. ქმართან ოთხი წელი ვიცხოვრე, ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებისკენ არც გამიხედავს. გელა ვერ შევიყვარე, რის გამოც ისე გადაირია, რომ ბოლოს ლამის ყოველდღე ფიზიკურად მისწორდებოდა. მერე თვითონაც დაიღალა და გამიშვა. მითხრა, ოღონდ სახლიდან წადი, შვილი მე დამიტოვე და ბინას თბილისში გიქირავებო. შვილი მამასთან დავტოვე და სამუშაოდ იტალიაში გავემგ-ზავრე.
- არ გაგიჭირდა ბავშვის დატოვება?
- რა თქმა უნდა, შვილი ყველა დედას ენატრება, მაგრამ წასასვლელი სხვაგან არსად მქონდა. მთელმა სოფელმა იცოდა, რომ მამამ მანქანაზე გამყიდა და მშობლიურ სახლში რა დამაბრუნებდა. ჩემი დედამთილი ცუდი ქალი არ არის და დარწმუნებული ვიყავი, ბავშვს კარგად მიხედავდა.
იტალიაში ჩემი ჩამოსვლიდან ორ წელიწადში ყოფილი მეუღლე დაქორწინდა და ცოლად ჩემზე კიდევ უფრო პატარა გოგონა მოიყვანა. მე კი წელიწადში ერთხელ ჩავდივარ და ერთ კვირას ჩემს გოგონასთან ერთად თბილისში სასტუმროში ვატარებ. ყოფილ ქმარს ჩამოჰყავს და ტოვებს. ოღონდ სოფელში აღარ ჩავიდე და მისი ცხოვრებიდან გავქრე, ამ დათმობაზე თანახმაა.
- მშობლებზე გული არ მოგიბრუნდა?
- ჩემმა დამ ჩემს შეცდომაზე ისწავლა და როდესაც მისი გათხოვება გადაწყვიტეს, მეზობელ რაიონში უშვილო დეიდასთან გაიპარა საცხოვრებლად. კარგა ხანს იმალებოდა და მშობლები ისე ანერვიულა, რომ ტიროდნენ, ოღონდ გამოჩნდეს და გათხოვებაზე ხმას არ ამოვიღებთო. სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტიც და სამი წლის წინ გათხოვდა. მხოლოდ მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ტელეფონით ხშირად ვუკავშირდები და ხანდახან ფულსაც ვუგზავნი. რაც შეეხება მშობლებს, საქონელივით გაყიდვას არასოდეს ვაპატიებ.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნოდარი
ბელაა თუ ლელაა
10:19 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
არი
ვსაც არ გამოუცდია ადვილად იიტყვის.სისულელეს.
20:11 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
ხალხო რატომ ლანძღავთ იმ საწყალ გოგოს ? ნუთუ ის არ კმარა რაც ცხოვრებისაგან სიმწარე მიუღია? შვილის ნატვრაში ხდება სული საცოდავს და მეტიც არავინ არ ყავს საყვარელი ადამიანი ! ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა რომ ის ნაძირალა არაკაცი, მოძალადეა და იმ ბავშვზე მამაისის დახმარებით იძალადა ,, ცოლად'' მიიყვანა მეზობლის ბავშვი, რომელსაც სძულდა პატარაობიდანვე ეს დამპალი? მასზე როგორ უნდა თქვა კაციაო, ეგეთები უამრავია საქართველოში, რამდენი გაუბედურებული ქალია გარშემო, რამდენი მკვლელობები ხდება ამ უსინდისო არაკაცების გამო , ევროპელი კი არა საზიზღარი აზიატები , ტუტუცური ტრადიციებიდან გამომდინარე ძალზე ბევრი ქალის ცხოვრებაა ტრაგედიად ქცეული, 100 ქალიდან 90 უბედურია ქმართან, გამოსავალის უქონლობის გამო იძულებულია არიან შეეგუონ, ითმინონ შეურაცხყოფა და ასეთი დამოკიდებულება ოჯახის წევრებიდან არავის ვუსურვებ მწარე ხვედრს მაგრამ ნუ იქნებით გულქვა და უღმერთონი, დაე უფალმა გააძლიეროს ის საწყალი ქალი და გაუნათოს გონება და უკეთესად ააწყოს თავისი მომავალი !
15:54 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
N ს. აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ძროხებზე ცვლიან (ათხოვებენ)შვილებს დღესაც. ბრძნული აზრები რომ გადმოაფრქვიე, რაც არიცი იმაზე კომენტარს რატომ აკეტებ თუ ასოების აკრეფვა ისწავლე და გეხალისება შენი უარყოფითის გადმონთხევა.
10:13 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მართლა რა წაიღეთ ტვინი ამ უმსგავსო ისტორიებით, დიდის ამბით აქვეყნებთ ამ "სტატიებს" გინდათ ყველას დაუმტკიცოთ რომ ყველაზე საშინელი ხალხი ხართ თუ რა ხდება? ყველამ იცის რასაც ნიშნავს ხოლმე ეს ატაცებები და გადახვევები ხალხის თვინს მიმართულებას უცვლით, რომ მართლა საფიქრალზე არ იფიქრონ...... ყველგან არის უზნეო და დაბალი დონის ადამიანი, მათ სხვანაირი მიხედვა ჭირდება და არა ეს წერილები
09:13 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS