21 ოქტომბერი, 2014
''დედამთილი მაძალებს, შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩავაბარო...''
ლიკა ახალგაზრდაა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებამ არაერთი სიურპრიზი მოუწყო. საკუთარ ტკივილიან ცხოვრებაზე ჩვენთან საუბარი გადაწყვიტა.

- 16 წლის ვიყავი, დედა რომ სიმსივნით დამეღუპა და სახლში ავადმყოფ მამასთან ერთად დავრჩი. ძალიან გვიჭირდა, სკოლას თავი დავანებე და მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. სწორედ იქ გავიცანი თემო, რომელიც ერთ კვირაში უკვე ცოლად მოყვანას მპირდებოდა. სამწუხაროდ, სულელი ვიყავი და დავუჯერე. სამი თვის შემდეგ კი, რომ გაიგო, მისგან ბავშვს ველოდებოდი, ისე გაქრა, ამ პატარა თბილისში მისი მისამართი ვერ გავიგე.
- მამამ
შენი ფეხმძიმობის შესახებ რომ გაიგო, რა რეაქცია ჰქონდა?
- მამშვიდებდა, მითხრა, რომ ქალს ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება დაემართოს, მაგრამ ძალიან ინერვიულა და ორ თვეში ინსულტით დაიღუპა. დავრჩი ფეხმძიმე მარტო, სამოთახიან ბინაში. ნათესავებმა ზურგი მაქციეს, მამის სიკვდილს მე მაბრალებდნენ. ალბათ, მართლებიც არიან, მაგრამ ამის გაკეთება ძალით ხომ არ მინდოდა. ბავშვი ექვსი თვის მყავდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთი შორეული ნათესავი ქალი გამოჩნდა. რაიონიდან ჩამოვიდა და მითხრა, რომ ორი დღე ჩემთან დარჩებოდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კიდევ ჩამოვიდა და ასე გაგრძელდა დაახლოებით სამი თვე.
- ალბათ, საეჭვოდ მოგეჩვენა.
- კი, მაგრამ სახლის კარს ხომ არ მივუხურავდი. ერთ დღეს მითხრა, რომ ჩემთვის ერთი ძალიან კარგი ბიჭი ჰყავდა შერჩეული. მართალია, სოფლელია, მაგრამ სახლი გაქვს და აქ ჩამოიყვან, იმუშავებს და შენ და შენს შვილს მოგხედავთო. ისე ვიყავი დაღლილი ამ გაჭირვებით, რომ დიდი წინააღმდეგობა აღარ გამიწევია და გაცნობაზე დავთანხმდი. შემდეგ ჩამოსვლაზე ჩემი ნათესავი გელასა და დედამისთან ერთად მესტუმრა. გელა ჩემს მომავალ ქმარს ერქვა. ფიზიკურად ცუდი ბიჭი არ აღმოჩნდა, მაგრამ დედამისის ლაპარაკმა დამღალა. იმ ღამეს ყველა ჩემთან დარჩა და მეორე დღეს წასასვლელად რომ გაემზადნენ, მოულოდნელად სადედამთილომ მითხრა, შვილო, ერთმანეთი მოგეწონათ და ბარემ დარჩეს, რაღას იწვალოთ ცალ-ცალკეო.
- შენ დათანხმდი?
- ახლა ვფიქრობ, რომ მართლა მექანიკურად ვმოქმედებდი, თორემ ერთი დღის გაცნობილი ბიჭი სახლში როგორ დავტოვე. გელა ცუდი ბიჭი ნამდვილად არ აღმოჩნდა. ორ კვირაში ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად დაიწყო მუშაობა. თავს არ ზოგავდა, რომ მე და ჩემს შვილს თავი კარგად გვეგრძნო, მაგრამ ჩემთან კომუნიკაცია უჭირდა. შეიძლებოდა, კვირა ისე გასულიყო, რომ არ დამლაპარაკებოდა. დილიდან საღამომდე სამსახურში იყო. ერთხელ ვთხოვე, მოეყოლა, რა აწუხებდა და როგორც აღმოჩნდა, თავის სოფელში ერთი გოგონა უყვარდა, რომელსაც ვერ ივიწყებდა და ჩემზე დედამისის დაჟინებული თხოვნით დაქორწინდა. ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა და თავი კიდევ ერთხელ ვიგრძენი უბედურ ქალად. ვთხოვე, შანსი მოეცა, რომ თავი შემეყვარებინა და მას შემდეგ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.
- დედამთილი როგორ იქცეოდა?
- თვეში ორჯერ მაინც ჩამოდიოდა და ჩვენი ურთიერთობიდან ყველა დეტალს მეკითხებოდა. როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, კატეგორიულად მომთხოვა, რომ ჩემი ორი წლის შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩამებარებინა, რადგან მისი ვაჟი ვალდებული არ იყო, საკუთარ შვილთან ერთად ვიღაცის შვილიც შეენახა. თან დამაყვედრა, მადლობა თქვი, რომ შვილიანი ქალი ცოლად მოგიყვანაო.
- გელამ დედამისს არაფერი უთხრა?
- არა, ქალი კი არა, ალქაჯია. მითხრა, შემდეგ რომ ჩამოვალ, ეგ ბავშვი აღარ დამახვედროთო. გელამ მითხრა, შენი ბრალია, რომ ამ დღეში ვართ, ერთი დღის გაცნობილ კაცს, თან დედაჩემი რომ ნახე, ცოლად როგორ გამომყევიო. თან დააყოლა, მე არაფერში ჩავერევი, ახლა როგორც გინდა, ისე დაიცავი შენი შვილიო. ვიცი, რომ შეიძლება, ოჯახი თავზე დამენგრეს და ამჯერად ორი შვილით დავრჩე მარტო. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ამხელა ტრაგედიას როგორ გადავიტან.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
თამარი
გააგდე სახლიდან შენი ქმარი და მუცლის მოშლით დაემუქრე ცოტა იეშმაკე და შვილი დაიცავი
23:32 / 12-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
გააგდე შენი ქმარი სახლიდან და იქით შეგეხვეწებიან რო შენთან აცხოვრო, შვილი დაიცავი ყველაფრის ფასად |თორემ მერე ინანებ
23:28 / 12-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სკარლეტ
როგორ მეცოდებიან ასეთი სუსტი ქალები,ბავშვის ჩაბარება კიარა დაახვევინე მაგ დედამთილს და ქმარიც ზედ მიაყოლე ეგ ქალაჩუნა და არაკაცი.
20:40 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
ცჰემო კარგო არ ინერვიულო ასეტი სასჰინელი ხალხი არსებობს სამწუხაროდ შენ დამრიგებელი და პატრონი არ გყავს მაგრამ ნუ გეშინია უფალი დიდია და კაცის განწირულს უფალი არ წირავს დაგეხმარებიან მიმარტე ყველა ინსტანციებს ჯურნალისტებს და აუცილებლად დაგეხმარებიან გფარავდეტ უფალი შენ და შენ ანგელოზებს მრავალ აგდგომას დაესწარიტ
20:37 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
იცი რაა საყვარელო სჰენ დამრიგებელი და პატრონი არ გყავს და ამიტომ ბედავენ ამდენს ასეტი სულის ადამიანები არსებობენ წადი სჰვილო და მიმარტე ყველა სტრუქტურას და უყურადგებოდ არ დაგტოვებენ გმერტი იყოს სჰენი და სჰენი სჰვილების მფარველი მრავალ ბრწყიმვალე აგდგომას დაგასწროტ უფალმა ჯამრტელები
20:30 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS