04 ივნისი, 2018
“ასეთი კაცია ზაზა სარალიძე” – თეონა ცხომელიძე ზაზა სარალიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, სოციალურ ქსელში, ზაზა სარალიძის მიერ გაგზავნილი წერილის ფოტოს აქვეყნებს.
“ასეთი კაცია ზაზა სარალიძე. შვილის მკვლელების დასჯას რომ ითხოვდა განწირული, ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან გამომიგზავნა არც თუ ისე მცირე თანხა გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად, 2 თვის წინ. არც ვიცნობდი.

ახლა არც ‘კაა’ზე მეფიქრება, არც მაჭუტაძის ასულებზე, არც ახალ პროკურორზე, არს ვადამდელ არჩევნებზე და უკვე აღარც იმ ნაძირლების დასჯაზე ვინც მკვლელია ან დანაშაული ჩქმალა. ზაზა სარალიძეზე მეფიქრება მარტო”, – წერს თეონა ცხომელიძე.

Rating
ბეჭდვა