06 მარტი, 2017
გაბრაზებული ცოლი სახლიდან გაიქცა და ბავშვები ქმარს დაუტოვა. ორი დღის შემდეგ ქმრისგან ეს წერილი მიიღო...
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კაცმა განტვირთვა გადაწყვიტა, მშობლის მოვალეობები დაივიწყა და ფეხბურთის საყურებლად ტელევიზორს მიუჯდა. სულაც არ სურდა მოუსვენარი ბავშვების მოვლა-პატრონობა. ცოლმა კი უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა, კარი გაიჯახუნა და წავიდა... ბავშვები მამის იმედად დარჩნენ.

კაცის უდარდელი ცხოვრება, სავარძელში ლუდის ბოთლთან ერთად, მომენტალურად ამოყირავდა.

აი, რა მისწერა კაცმა ცოლს ორ დღეში:

''ჩემო ძვირფასო, ორი დღის წინ სახლში ძალიან დაღლილი დავბრუნდი. რვა საათი იყო. მსურდა დივანში ჩავმჯდარიყავი და მატჩისთვის მეყურებინა. შენც ძალიან დაღლილი იყავი, ამიტომ ხასიათი გაგიფუჭდა. ბავშვები
ჩხუბობდნენ, ჩვენი უმცროსი შვილი კი ტიროდა სანამ მის დაძინებას ცდილობდი. ტელევიზორს ავუწიე, რომ ეს აურზაური არ მომესმინა.

-არ მოკვდები, თუ შვილების გაზრდაში მონაწილეობას მიიღებ. - მითხარი და ტელევიზორს დაუწიე.

მე გაღიზიანებულმა გიპასუხე:

- მთელი დღე ვმუშაობ, იმისთის რომ შენ სახლში დარჩე და თოჯინებით ითამაშო. დავიწყეთ ჩხუბი. არგუმენტები არ გველეოდა. შენ ტიროდი იმიტომ, რომ ყველაფერი ყელში ამოგივიდა და ჩემმა სიტყვებმაც გული გატკინა. მითხარი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია და წახვედი.

მომიწია ბავშვებისთვის ვახშმის მომზადება და დასაძინებლად გამზადება. შენ არც მომდევნო დღეს დაბრუნებულხარ, ამიტომ შვებულება ავიღე. მთელი დღე სახლში ციბრუტივით დავრბოდი. სააბაზანოშიც კი ვერ შევედი. ერთდროულად ვაცხელებდი რძეს, ვაცმევდი ბავშვებს და ვაწესრიგებდი სამზარეულოს.

სახლიდან წუთით ვერ გავედი, რომ ზრდასრულ ადამიანს დავლაპარაკებოდი, ნორმალურად ვერც საჭმელი ვჭამე. ერთ დღეში იმდენად გამოვიფიტე, რომ შემეძლო გადაბმულად ოცი საათი დამეძინა. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, პატარას ხომ ყოველ სამ საათში უნდა ვაჭამოთ.

უშენოდ ორი დღე და ერთი ღამე გავატარე. ეს მცირე დრო საკმარისი იყო, რომ ყველაფერს მივმხვდარიყავო... ახლა უკვე ვიცი, როგორ იღლები...

იყო დედა - ნიშნავს გამუდმებით მსხვერპლზე მიდიოდე. ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ოფისში გატარებული 8 საათი. მადლობა, რომ მსხვერპლად გაიღე შენი მატერიალური თავისუფლება და კარიერა, იმისთვის რომ ბავშვებს დედა ჰყოლოდათ, მე კი მზრუნველი ცოლი. უკვე მესმის რას გრძნობ და რაზე ამბობ უარს, როცა მეგობრებთან ერთად წვეულებებზე არ დადიხარ.

შენ საკუთარ თავს მინიმალურ დროსაც ვერ უთმობ დროს, გამოძინების საშუალება არ გაქვს, ჰობზე საუბარიც ზედმეტია. ახლა ზუსტად ვიცი, რატომ ბრაზობ, როცა დედაჩემი აღზრდის მეთოდებს გიწუნებს.

ვერავინ გაუგებს ბავშვებს ისე, როგორც მათი დედა. იყო დედა, ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო, მაგრამ დაუფასებელი ''პროფესია." საყვარელო, მე აღფრთოვანებული ვარ შენით! საოცარია, რომ ყველაფერს ასე კარგად ართმევ თავს!"
სიყვარულით, შენი ქმარი.

მერიემ კაკაურიძე
ბეჭდვა