17 თებერვალი, 2017
"ცოლს გავეყარე, მაგრამ მასზე ზრუნვას ვაგრძელებ და საჩუქრებს ვჩუქნი" - აი, რატომ
ბოსტონელი მამაკაცის ისტორია ვირუსივით გავრცელდა და შეგვახსენებს, რომ განქორწინება აუცილებლად მტრობას არ ნიშნავს.

იურისტი და მოდელი ბილი ფლინ გადბუა საკუთარ ფეისბუქზე წერს სტატუს და საუბრობს, თუ როგორ ადგა დილით ადრე იმ მიზნით, რომ ყოფილი ცოლისთვის შეეძინა ყვავილები, მისალოცი ბარათები და პროდუქტი საუზმისთვის, რათა შვილებს დედის დაბადების დღისთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ.

აი, რატომ აკეთებს ის ამას:

"როგორც წესი, მეკითხებიან რა ჯანდაბისთვის ვაკეთებ დღემდე მისთვის ამ ყველაფერს. ეს კითხვა მაღიზიანებს, ამიტომ მინდა ყველას განვუმარტო:

მე ორ პატარა ბიჭს
ვზრდი, რომლებიც მაგალითს ჩემსგან იღებენ. დედასთან ჩემი ურთიერთობის დემონსტრირებით, მომავალში მათი ქალებთან დამოკიდებულების და საერთოდ, სწორი ურთიერთობების ფორმულირებას ვახდენ".

36 წლის გადბუა ამბობს, რომ განქორწინებული მშობლების უარყოფითი გრძნობები, მათ უფლებას არ აძლევს შვილების მიმართ უღირსად მოიქცნენ.

"ჩვენ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ შევეცდებოდით ბავშვები ერთად აღგვეზარდა. მიგვაჩნია, რომ შვილების წინაშე ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და მზრუნველობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. შვილებს მშობლებზე ზრუნვა სურთ და ამას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან. ამიტომ, თუ დედის დღეს, შვილს დედისთვის საჩუქრად არაფერი აქვს, ეს არასწორია".

ექს-მეუღლეები ყველაფერს იზიარებენ - მამის დღეს გადბუას ყოფილ ცოლს არ ავიწყდება, რომ შვილებს (4 და 8 წლის) მამისთვის საჩუქრები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

Rating

რთული განქორწინების შემდეგ, შვილების აღზრდა მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა გადბუა ფიქრობს, რომ ეს ამად ღირს.

"განქორწინებისას ადამიანებს მართლაც შეუძლიათ თავი ყველაზე ცუდი კუთხით წარმოაჩინონ, ამიტომ ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, ვიდრე ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა. არ ვამბობ, რომ საუზმის მომზადებაში ბავშვებს ყველა უნდა დაეხმაროს. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ბავშვების წინაშე მზრუნველობა და პატივისცემა გამოვიჩინოთ და დავეხმაროთ მათ, იზრუნონ მშობლებზე, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ერთმანეთის მიმართ" - ამბობს მამაკაცი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
niania
Imistana movicile,rom imisgan arc yvavilebi minda da arc Cixe-koshkebi!
00:17 / 18-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS