რეიტინგული ფოტო
მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად. მითი თუ რეალობა?
მწვანე ყავა – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად. მითი თუ რეალობა?
26 სექტემბერი, 2013
ბოლო დროს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი გახდომის ახალ, უნიკალურ და მარტივ საშუალებაზე – მწვანე ყავაზე. მართლაც, ეს საკმაოდ საინტერესო და სპეციფიკური სასმელია, რომელსაც სხვადასხვა დადებითი თვისება აქვს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს მისი უნიკალური ცხიმის წვის თვისება.

მწვანე ყავის თვისებები

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მწვანე ყავის სარგებლობა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან დიდია, თუმცა მისი ზომიერი გამოყენების შემთხვევაში. ის მდიდარია ქლოროგენური მჟავებით, არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამ უკანასკნელის წყალობით ორგანიზმიდან იდევნება თავისუფალი რადიკალები. საერთო ჯამში, მწვანე ყავაში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე წითელ ღვინოსა და შავ ყავაში. ყველაფერთან ერთად, ამ სასმლის შემადგენლობაში არის A, B, ჩ და E ჯგუფის ვიტამინები და 1200-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.

მწვანე ყავა გასახდომად

ამ სასმელს მართლაც შეუძლია დაგაკლებინოთ წონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორად და ზომიერად მიიღებთ. ეს არ გახლავთ სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც მისი გამოყენების ოპტიმალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებმა ნამდვილად დაადგინა მწვანე ყავის ცხიმების დაწვის თვისება. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი, ან უმჯობესია 2 დღეში ერთხელ, თანაც დღის განმავლობაში – ეს გახლავთ მწვანე ყავის მიღების ოპტიმალური დოზა. საღამოს ამ სასმლის მიღებას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. ასევე არ არის რეკომენდებული ამ სასმლის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანებისთვის მაღალი არტერიული წნევით.

მწვანე ყავა აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით კოფეინი შედის, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ სასურველი ეფექტის მიღწევა წონაში დასაკლებად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ყავის ზომიერ მიღებას შეუთავსებთ ვარჯიშს. 

მწვანე ყავა: დადებითი და უარყოფითი თვისებები

იხილეთ ვრცლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (13)
21:27 / 07-05-2014
თაკო
მწვანე ყაავა იმბირის გარეშE რომ დავლიო შედეგს მომცემს ?
20:22 / 04-05-2014
იყიდეთ ყავა ბაზრობაზე სადაც ყავებს აფრქვევენ იქ იყიდება.ოგონდ არ დაგიფქვევს არავინ რადგან ზაან ზნელია მისი დაქუცმაცება.სახლში დააფქვიეთ ბლენდერში.და მიირთვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1ჩ/კ ყავა და იმდენივე იმბირი.დაასხით ადუგებული წყალი გააჩერეთ 10წუთი და მიირთვით დგეში 2ჯერ ან 3ჯერ.
15:17 / 08-02-2014
მადონა
სად იყიდება ? ან რა გირს ?
21:46 / 27-01-2014
ნინო
მწვანე კავა 800 სი რომაა ეეგ? რამეს ხომ არ აზიანებს სხვაას? მის მიგებასთან ერთად დიეტაც უნდა?
14:04 / 13-12-2013
თეკლე
მე ვიყიდე გლდანში 1 ადგილზე იყიდება მარტო ორიგინალები შევამოწმე და ამ პატენტებთან დიდი განსხვავება ვნახე.შედეგიც კარგი მომცა .ამ ნომერზე დარეკეტ და გეტყვიან ყველაფერს 557 35 00 79
კატეგორიის სხვა სიახლეები
სახელი ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული, შერჩევის პროცესში ვართ
სრულად წაკითხვა
ანამდე არასდროს მქონია შეხება ლამაზად წერის კულტურის ხელოვნებასთან
სრულად წაკითხვა
არ არის აუცილებელი, მონაწილე მაინცდამაინც თბილისელი იყოს
სრულად წაკითხვა
ქირავდება ახალი გარემონტებული 44 კვადრატული
სასწრაფოდ!!!!! იყიდება 3-ოთახიანი ბინა მირიან
იყიდება გლდანულაში ახალაშენებული 60 კვ.მ.
იშლება – TOYOTA RAV4 2006-2012
იშლება Toyota Sequoia 2002–2010 წწ.
იშლება – TOYOTA FJ cruiser
იშლება INFINITI FX45; FX35 2003–2009
ყველაზე რეიტინგული
2 სართულიანი, 444 კვ.მ. ძველი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
რედაქტორის რჩევით
მას შემდეგ, რაც ელენე კუტალაძე მოევლინა ქვეყანას, მის შესახებ ინტერესი არ წყდება