რეიტინგული ფოტო
 
სრული სიმართლე ხორცზე: დადებითი და უარყოფითი მხარეები - ანუ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
სრული სიმართლე ხორცზე: დადებითი და უარყოფითი მხარეები - ანუ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
11 იანვარი, 2016
თუ ვეგეტერიანელობა გადაწყვიტეთ, ან უბრალოდ ხორცის მოყვარული არ ხართ, აუცილებლად გაეცანით ხორცის დადებით თვისებებს, ხოლო თუ ე.წ. „მეხორცე" ბრძანდებით, აუცილებელია,  ამ პროდუქტის მინუსების შესახებ ინფორმაციას ფლობდეთ.

1. ხორცი გაჯერებულია ცილით
ხორცი ცილის შეუდარებელი წყაროა. ჩვენს ორგანიზმს ცილა ქსოვილების აღდგენა-განვითარებისთვის, ძვლების სიმაგრისთვის, ჯანსაღი კბილებისთვის და ენერგიისთვის სჭირდება. ხორცის ცილა შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს. ხორცი სავსეა სასარგებლო მარილებითა და ვიტამინებითაც.

2. გეხმარებათ კუჭის წვენის გამომუშავებაში
ხორცი კუჭის წვენის გამომუშავების სტიმულატორია. სწორედ ამიტომ იმის მიუხედავად რომ, ხორცი რთულად გადასამუშავებელ პროდუქტად ითვლება, დღის საათებში კუჭი ადვილად უმკლავდება
You must have Flash Player installed in order to see this player.
მას.

3. დამამშვიდებელია
ხორცს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ის დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ალბათ შემჩნეული გექნებათ, რომ ხორციანი წვნიანის მირთმევის შემდეგ დუნდებით, ძილი გერევათ და კომფორტის გრძნობა გეუფლებათ. ამ უნარის გამო აღელვებულ ადამიანებს წვნიანის ჭამას სთავაზობენ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ხორცი სისხლს სასარგებლო ტოქსინებით ამარაგებს.

4. თქვენს ორგანიზმს დაღლილობისკენ მიდრეკილს ხდის
იაპონიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი. შექმნეს მოხალისეთა ჯგუფი და მათ ორი კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ ხორციან კერძს აჭმევდნენ. შედეგი გასაოცარი იყო, ადამიანები ძალიან მალე იღლებოდნენ. შემცირდა მათი პროდუქტიულობა, ზოგიერთი ჩავარდფა აპათეაში. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს.

5. სქესობრივად აქტიურს გხდით
რუსებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა: ბიჭები, რომლებიც ხორცზე იზრდებიან, სქესობრივ ცხოვრებას უფრო ადრე იწყებენ. პარადოქრსია, მაგრამ ხორცი სექსუალურად აქტიურს გხდით.

6. ხორცი სავსეა რკინით
რკინის ნაკლებობამ მრავალ დაავადებამდე შეიძლება მიგიყვანოთ, მათ შორის ანემიამდე. ხორცი რკინით გამარაგებთ. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ხორცს იშვიათად ან საერთოდ არ მიირთმევენ, უფრო ხშირად უჩივიან რკინის ნაკლებობას ვიდრე დანარჩენები.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.