რეიტინგული ფოტო
 
აზიური სექსის თავისებურებები
აზიური სექსის თავისებურებები
10 იანვარი, 2016
სექსი ინდოეთში
ინდოეთში ჩასულ ქალ ტურისტებს ინდოელი კაცები ისეთი თვალებით უყურებენ, თითქოს სექსი აკლიათ. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ინდოელი ქალები რელიგიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე ქორწინებამდე სექსისგან თავს იკავებენ. თუმცა ინდოეთში მაინც ბევრი ბორდელია და გაჭირვებული ქალები ქუჩაში სხეულით ვაჭრობენ. თუ ქალი ოჯახის შექმნამდე ქალიშვილობას გამოემშვიდობება, მას მშობლები და ნათესავები მკაცრად დასჯიან. სექსს ინდოეთში რიტუალური დანიშნულება აქვს. კამასუტრაშიც კი წერია, რომ ნამდვილი სექსუალური სიამოვნების მიღება მხოლოდ დაქორწინებულ წყვილს შეუძლია.

სექსი ტაილანდში
ტაილანდში სექსი ტაბუდადებული თემა ნამდვილად არ არის, ბავშვები სქესობრივი აქტის შესახებ 8-10
You must have Flash Player installed in order to see this player.
წლის ასაკში იგებენ, თუმცა გამოცდილების მიღების საშუალება მხოლოდ მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ ეძლევათ. მონასტერში ყველა ბიჭი მიდის, მათ შორის იმპერატორის შვილებიც. იქ ბერები მოზარდებს ჰარმონიზაცის უნარს უვითარებენ და მოკრძალებულ ცხოვრებას აჩვევენ.
მართალია, ტაილანდელ კაცებს ერთი ოფიციალური ცოლი ჰყავთ, მაგრამ თუ მეუღლე თანახმაა საყვარელსაც იჩენენ. ვინაიდან ტაილანდელი ქალები მორჩილებას არიან შეჩვეულები, ქმრის წინააღმდეგ არასდროს მიდიდან.

სექსი იაპონიაში
იაპონიაში სექსს ისე უდგებიან, როგორც მეცნიერების სფეროს. მასზე ტრაქტარებსა და ნაშრომებს აქვეყნებენ. მიუხედავად ამისა იაპონური სექსი მდუმარეა და რიტუალს ჰგავს. ჯერ ქალი თმას მაღლა იწევს და მამაკაცს კისერს აჩვენებს. იაპონიაში კისერი ყველაზე სექსუალურ და ეროგენულ ზონად ითვლება. მამაკაცმა მას აუცილებლად უნდა აუსვას ენა და შეეხოს ტუჩებით. ამის შემდეგ ქალმა თმა უნდა ჩამუშვას და კაცს ზურგზე მოფერების საშუალება მისცეს. იაპონურ სექში აკრძალულია ყვირილი და კვნესა.

სექსი ჩინეთში
ჯერ კიდევ უძველესი დორიდან ჩინელ ქალს სექში მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა. მამაკაცი ყოველთვის დომინანტი იყო. ჩინელებისთვის სექსი გამრავლებასთან ასოცირდება და არა სიამოვნების მიღებასთან. ჩინეთში აკრძალულია მასტურბაცია. ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური აქტი ითვლება გარყვნილებად და დანაშაულად, ამიტომ ისჯება თავისუფლების რამდნიმეწლიანი აღკვეთით.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.