რეიტინგული ფოტო
 
ყველაზე ზუსტი საახალწლო წინასწარმეტყველება - დახუჭეთ თვალები და თითი მიადეთ ცხრილს
ყველაზე ზუსტი საახალწლო წინასწარმეტყველება - დახუჭეთ თვალები და თითი მიადეთ ცხრილს
31 დეკემბერი, 2015
გაიგეთ რა გელით ახალ წელს. მოემზადეთ, თვალები დახუჭეთ და თითი ცხრილს მიადეთ. რომელი ციფრიც შეგხვდებათ, პასუხიც ის იქნება:

1. თქვენს მიზნებს პირდაპირი გზა გაეხსნა. ყველაფერი გამოგივათ, რაც ჩაიფიქრეთ.

2. საჭირო ადამიანები ან ბედნიერი და იღბლიანი შემთხვევები სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.

3. ერთი მეორეზე წარმოქმნილი დაბრკოლებები, თქვენი გეგმების შესრულებას ხელს შეუშლის.

4. მიზნების რეალიზებას თქვენი ძალისხმევა დასჭირდება. თუ მოთმინება გეყოფათ ჩანაფიქრს ბოლომდე მიჰყვეთ - წარმატება შესაძლებელია.

5. ცოდნის დაგროვებას შეუდექით, ამ მომენტისთვის ეს ყველაზე მეტად გესაჭიროებათ.

6. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ მიზნისკენ. "მშვიდად მიდიხარ - შორს წახვალ" - ეს შემთხვევა თქვენ გეკუთვნით.

7. დროებითი სირთულეები და გამოცდები. შეინარჩუნეთ ღირსება და მიზანს ნუ დაკარგავთ.

8. მოვლენები წარმატებულად განვითარდება, მეტი ძალა მოიკრიბეთ, რათა წინააღმდეგობებს წინ აღუდგეთ.

9. მოთმინება იქონიეთ და ყველაფერს მიაღწევთ, რასაც ისურვებთ. ამ შემთხვევაში სიჩქარე უადგილოა.

10. შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედად იყოთ. სხვისი დახმარება შესაძლოა "დათვრური სამსახური" გამოდგეს.

11. გამარჯვებული იქნებით. ეს სიურპრიზი იქნება, რადგან ისეთ დროს მოხდება, როცა არ ელით.

12. სიფრთხილე გამოიჩინეთ, უკეთ გადააფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ძალები.

13. მოსალოდნელია ძალის დაქვეითება და ნერვული გადატვირთვა. სურვილების ახდენა გადაიდება.

14. მშვიდად იყავით - ყველაფერი საჭირო დროს მოვა. მანამდე კი ყოველდღიური საქმით დაკავდით.

15. ჩაფიქრებული გეგმების განხორცილებას ჯერ არ აქვს აზრი. საჭიროა განმარტოება, ვერ უგებთ ახლობლებს, თანამოაზრეები არ გყავთ.

16. შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. სპონტანური მოქმედებისთვის შესაფერისი დროა.

17. სწორად იაზროვნეთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდით - ეს ნამდვილად გჭირდებათ?

18. ჩიხში დარჩენის საშიშროება გელით. მშვიდად დაელოდეთ მომენტს და თანამგზავრი ქარი იქნება.

19. ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება თქვენზე იქნება დამოკიდებული. ცხოვრება შანსს გაძლევთ, მთავარია არ გაუშვათ ხელიდან.

20. ადამიანებთან და მთელს მსოფლიოსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იქნებით. გაუგზავნეთ სიკეთე მსოფლიოს და იმავე სიკეთეს მიიღებთ
საპასუხოდ.

21. ცხოვრება თვენს გეგმებს გადახაზავს, სხვა ინტერესებსა და შესაძლებლობებს გაგიჩენთ.

22. ეგოიზმს ფეხი გადააბიჯეთ და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. პირველრიგში თანამშრომლობა, მეტი მოთმინება და დიპლიმატია
გამოიჩინეთ.

23. ყველაფერი ისე ახდება, როგორც თავად გსურთ. ეს თქვენ და თქვენს გარშემო მყოფებსაც სარგებელს მოუტანს.

24. მხოლოდ წარმოსახვაში არსებულ იდეებს, რეალურად ახდენის შანსი მიეცემა.

25. შესაძლოა, თქვენს ჩანაფიქრებსა და რეალიზებას შორის ყველაფერი მოგვარდეს. მათ ასასრულებლად უკეთესი ხერხი მოძებნეთ.

26. თქვენი ცხოვრება დროებით ოჯახის ინტერესების გავლენის ქვეშ მოექცევა. დაკავდით სახლის საქმეებით და ამ დროს დაკარგულად ნუ
მიიჩნევთ. თქვენი ოჯახის ავტორიტეტის აღიარებაც მნიშვნელოვანია.

27. წინსვლისთვის ცოდონა და გამოცდილება დააგროვეთ. ხელსაყრელი დროა სრულყოფილების მისაღწევად.

28. ოპტიმისტური შეხედულებები გარკვეული შეცდომების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

29. წარმატებული მოქმედებისთვის სხვა ადამიანებთან გამუდმებით უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა. თუ ძველი კავშირები არ იმოქმედებს.
თუ ძველი ურთიერთობები არ გამოგადგებათ, ახალი წამოიწყეთ. ისწავლეთ საქმიანი და მეგობრული კავშირების შექმნა.

30. ადამიანებთან ტაქტიანი მიდგომა, წარმატების მწვერვალზე აგიყვანთ, რასაც მხოლოდ გამყარება დასჭირდება.

31. ყველაზე რთულად შესასრულებელი ამოცანების შესრულებითვის ყველაზე სასურველი დროა.

32. კრიზისიდან გამოსვლისთვისა და ცხოვრების გადახალისებისთვის სასწრაფოდ მოგიწევთ გამოსავლის ძიება. განგაში დროთაგანმავლობაშ
უკან დ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არჩება.

33. თავდაჯერებულობის დაკარგვა და სხვების მიმართ უნდობლობა შეგაფერხებთ. სტაგნაციის პერიოდია.

34. თქვენი ოცნებები ასრულებისგან შორსაა. მდგომარეობის გაუარესება. მეტი ძალისხმევის მოკრება დაგჭირდებათ, ვიდრე ელოდით.

35. ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ. თუ სასურველს ძალიან სრაფად მიაღწევთ, მიღწეულს მალე დაკარგავთ.

36. თქვენი წარმატებებისა და მიღწევების ბევრს შეშურდება. თუმცა ეს ჭორზე შორს არ წავა.

37. ყველა გასავალი გააკონტროლეთ, სხვა შემთხვევაში მეტი ნერვიულობა მოგიწევთ ტყუილად დახარჯული ფულისთვის.

38. სურვილს ინიციატივაც დაუმატეთ და ყველაფერი აუცლილებლად გამოგივათ.

39. საჭირო ცნობებს მიიღებთ.

40. თქვენი გეგმები დახარჯული დროისა და ძალების პროპორციულად განხორციელდება.

41. შესაფერისი გზა უნდა იპოვოთ და ეცადეთ მოვლენებს არ გაუსწროთ.

42. გაურკვევლობის პერიოდია. ვიდრე იმოქმედებთ კონკრეტული გეგმა დაისახეთ და ეცადეთ ზუსტად მიჰყვეთ

43. მოერიდეთ მსხვილი თანხების ხარჯვას. მიჰყევით საკუთარ ინსტიქტს და არა სხვის რჩევებსა და საუბარს.

44. უახლოეს მომავალში განსაკუთრებული ნერვიულობა არ გელით. ყველა საქმე მოგვარებულია, ყველა სურვილი ასრულებული.

45. სიხარულის დროა.

46. ოცნებები აგიხდებათ, თუ თქვენს მოთხოვნილებებში მეტ მოკრძალებას გამოიჩენთ.

47. მოგზაურობა ან გასვლა თქვენს გეგმებში საჭირო კორექტივებს შეიტანს. სოციალურს საფეხურზე დიდი წინსვლა გელით.

48. შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და ბედის

49. მიენდეთ ცხოვრებას და მიჰყევით დინებას, მდინარე თავად მიგიყვანთ საჭირო ადგილას.

50. ის, რაც შიშსა და თავდაჯერებულობის დაკარგვას გამოიწვევს, მომავალში წყალობითა და გამართლებით შემობრუნდება.

51. მოვლენები სწრაფად განვითარდება, შესაძლოა თქვენთვის სიურპრიზიც კი აღმოჩნდეს.

52. თქვენს მიერ რელობის აღქმა ცოტა არ იყოს დამახინჯებულია, ვიდრე მოვლენის დაფარულ მხარეს არ დაინახავთ.

53. სასიამოვნო მოულოდნელობები გელით.

54. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ერთგული მეგობრები ან კოლეგები იქნებიან.

55. ბედნიერიერების მომტანი შემთხვევითობები გელით და მატერიალური კეთილდღეობის ზრდა.

56. თქვენი შესაძლებლობები და შრომისმოყვარეობა ღირსეულად დაფასდება. წინსვლა, კარიერული წარმატება და სასარგებლო თანამშრომლობა
გელით.

57. იმდენი დაბრკოლება და სირთულე შეგხვდებათ, რომ სხვა რაიმესთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

58. თქვენს სულში ქაოსი დაისადგურებს, რაც საქმეებსა და წამოწყებებში პრობლემებს შეგიქმნით.

59. გამოიჩინეთ თავშეკავება და თვითკონტროლი, რამდენადაც ძველი წინააღმდეგობები მოულოდნელად გამოაშკარავდება.

60. საკუთარი სისულელითა ან საკუთარი ძალების უწრმუნობის გამო შესაძლოა შანსი დაკარგოთ.

61. სასურველი ასრულდება თუ არა თქვენივე დისპილინისგან გამომდინარეობს. შეადგინეთ მოქმედების გეგმა და მიჰყევით მას.

62. თქვენს ცხოვრებას გვერდიდან შეხედეთ - ამის წყალობით ბევრ რამეზე სწორ შეხედულებას შეიქმნით.

63. შეცვალეთ საკუთარი თავი და თქვენს გარშემო სამყაროც შეიცვლება. ცხოვრებაზე ახალი შეხედულება გაგიჩნდებათ.

64. სხვის აზრზე ზედმეტად დამოკიდებული იქნებით, განსაკუთრებით მათზე, ვისაც დიდება აქვს.

65. ზედმეტი შფოთი და ღელვა - ინტრიგის, ცარიელი საუბრებისა და კამათის შედეგია.

66. მიენდეთ ღმერთს და ბედისწერას. ცხოვრების ჭეშმარიტ გზას მიჰყევით.

67. ბევრ ენერგიასა და ძალას ტყუილად ხარჯავთ. ეცადეთ თქვენი აქტივობა სწორად გადაანაწილოთ.

68. სიტუაცია ორგვარად წარიმართება. ეცადეთ, სწორი ორიენტაცია გააკეთოთ.

69. დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ გახვევიათ გარს. საქმეში მეტი ყურადღება გჭირდებათ და ნურავის მოუყვებით თქვენს გეგმებზე.

70. საკუთარ თავს ნუ მოატყუებთ. დაფიქრდეთ მიაყენებს თუ არა თქვენი საქციელი სხვებს ზიანს.

71. ავტორიტეტის გამყარებისთვის კარგი დროა. განვითარების ან ჯილდოს შანსი გეძლევათ.

72. თქვენს გეგმებს ახდენა უწერია, თუ თქვენს პასუხისმგებლობას სხვის მხრებზე არ გადაიტანთ.

73. დიდი და პატარა გამარჯვებების შესაძლებლობა. წარმატებით კმაყოფილი იქნებით.

74. თქვენს სურვილებს ახდენის ნაკლები შანსი აქვთ, რამდენადაც სხვების სურვილებს ეწინააღმდეგება.

75. თქვენი საქმეები მარტივად და სწრაფად გადაწყდება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

76. ცვლილებებმა შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მოვლენები დაგეხმარებათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ.

77. თქვენი მღელვარება დიდ ადგილს არ დაიჭერს. ახალი გასართობი და ნაცნობები გამოგიჩნდებათ.

78. თქვენს გულსა და ინტუიციას კიდევ უფრო მეტად მიენდეთ - მიზნის მისაღწევად საჭირო გზას გიჩვენებთ.

79. დანაკარგებისა და გამოცდების გავლა მოგიწევთ. მოიკრიბეთ ძალა და დამანგრეველ ქარს დაელოდეთ.

80. ძალიან პერსპექტიული ხართ. შთაგონებას გრძნობთ და წარმატებაც არ აყოვნებს.

81. სტაბილური მდგომარეობაა. სწორ გზას ადგახართ, დასახული მიზანი ბოლომდე მიიყვანეთ და ახალს ჩაეჭიდეთ.

82. თუ თქვენი სული და გონება შეთანხმებულად მოქმედებს, ბევრს მიაღწევთ.

83. ბედს უყვარს დრო და დრო გამოსცადოს ისინი, ვისაც იფარავს. თქვენი დრო დადგა.

84. სარგებელი მატერიალურ საქმეებშია.

85. თავი ხელში აიყვანეთ - გეგმების საკეთილდღეოდ ასახდენად ეს მთავარი პრინციპია.

86. ახალი პერსპექტივები და ჰორიზონტი გამოგიჩნდებათ , აქამდე წამოუდგენელი და მიუღწეველი.

87. წარმატება გელით, მარტივად მიაღწევთ. შედეგი გაგაოცებთ და გაგახარებთ.

88. თავდაჯერებულად და დაუცხორმელად იმოქმედეთ და ყველაფერი ტქვენს მხარეს იქნება.

89. ილუზიების სამყაროში ცხოვრობთ და დიდ გეგმებს ისახავთ, მაგრამ ბედს შესაფერისი სახსრები არ აქვს.

90. სწორად განალაგეთ თვენი იმედები და შესაძლებლობები, მაშინ სწორ გზაზე იქნებით.

91. თუ ხან ერთ, ხან მეორეს საუბრობთ, მესამეს კი აკეთებთ - ასე არაფერი გამოვა.

92. გარემოებები დაგაბნევთ. ყურადღება ცხოვრბის ნათელ მხარეებზე გადაიტანეთ.

93. წარმატება დღესდღეობით ნაკლებად დასაჯერებელია, უახლოეს მომავალში თვენგან სიბრძნე, მოთმინება და გამძლეობა იქნება საჭირო.
94. შეფერხებას, რომელიც შესაძლოა გამოსცადოთ, კეთილდღეობა მოჰყვება.

95. ახალი და კარგი მატერიალური პერსპექტივა გამოგიჩნდებათ.

96. დასასვენებლად მეტი დრო უნდა გამოყოთ. ეს დაგეხმარებათ სულიერად დამშვიდდეთ და ფიქრები დაალაგოთ.

97. გარკვეული დროის შემდეგ თქვენი მისწრაფებები და სურვილები უინტერესოდ მოგეჩვენებათ და შემოქმედებითი ზრდისთვის ახალი
შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.

98. წარმატებისთვის ძალისხმევა დაგჭირდებათ. ივარჯიშეთ დიპლომატიასა და ტაქტიკაში.

99. მოულოდნელი შემთხვევები ხელს შეუშლის გეგმების ასრულებას.

100. ბედი, წილი, ღვთის ნება. რომელიღაც პრინციპით თქვენთვის ინფორმაცია დახურულია.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.