რეიტინგული ფოტო
როგორც გაირკვა, ფუშფუშა მკერდი, ჩამოთლილი ფეხები და...
წინასწარ რამდენიმე რჩევა: სხეულზე სკრაბის წასმა რეკომენდებულია...
1. იმისათვის, რომ არ ჭამო 18.00 საათის შემდეგ,...
ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად
ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად
28 ივლისი, 2013
ჯანჯაფილს, იმავე კოჭას, ძველთაგანვე იყენებენ კულინარიაში. ზოგან მისგან უგემრიელეს ლიმონათსაც კი ამზადებენ, თუმცა ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ჯანჯაფილის დახმარებით შეიძლება, სასურველი წონა დაიბრუნო.

ჯანჯაფილის ნაყენი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და დადებითად მოქმედებს კანზე.
ჯანჯაფილის ჩაის შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი თვისება აქვს. ყოველი ჭამის წინ ერთი ფინჯანი ჩაის დალევით, თქვენ მკვეთრად შეამცირებთ მიღებული საკვების რაოდენობას, ჯანჯაფილი არა მარტო კლავს შიმშილის გრძნობას, არამედ აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ისევე როგორც ნებისმიერი დიეტის დროს, გახსოვდეთ, ჯანჯაფილის ჩაი ერთი ხელის მოსმით 20 კილოგრამს ვერ მოგაცილებთ. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა, აკონტროლოთ კვების პროცესი. უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე (ფასტ-ფუდი, ტკბილი გაზიანი სასმელი, მაიონეზი). სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ პარალელურად ფიზიკური ვარჯიშითაც დაკავდებით.

მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გახდომისთვის?
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

ჯანჯაფილის ჩაი

1-1,5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით 200 მილიგრამი წყალი და ნელ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სამჯერ დღეში ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ ჯანჯაფილი მწვანე ან შავ ჩაიშიც დაუმატოთ.

ჯანჯაფილის ჩაი ნივრით

უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.

ჯანჯაფილის ჩაი გვირილით

გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი და დაუმატეთ ჯანჯაფილი. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზედმეტ წონასთან ბრძოლას.

იმბირის ჩაი ლიმონითა და დარიჩინი

უკვე მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, ფორთოხალი ან ნებისმიერი სხვა ციტრუსი და ერთი ჩხირი დარიჩინი, დააყენეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით.

ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით

წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაის მირთმევა ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.

გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ:

გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და მიირთვათ. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ - ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.

ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

არ არის სასურველი საკვებად 6 გრამზე მეტი ნედლი ჯანჯაფილის მიღება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯანჯაფილის მიღება დაუშვებელია. თუ კუჭის აშლილობამ ან გულის რევის შეგრძნებამ შეგაწუხათ, დღეში 2-4 გრამი ჯანჯაფილი გიშველით.
შეეცადეთ, ჯანჯაფილი ძილის წინ არ მიირთვათ - მატონიზებელი თვისების გამო შეიძლება, სათანადოდ ვერ მოისვენოთ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (29)
14:57 / 21-09-2014
იზა
მე ვიყიდე ხმელი დზირები და დაპქულს ვასხამ ადუგებულ წყალსს და მიტხარიტ სწორად ვაკეტებბ ტუ სხვანაირად უნდა გავაკეტო, დზალიან გტხოვტ გამომეხმაურეტ როგორ უნდა გავაკეტო ხმელი დზირებიიი როო დავლიოო, ვაკეტებ ტუარა სწორად
22:54 / 04-09-2014
გულო
დზალიან კარგია ჯანჯაპილიიი რადგან ცჰემი ახლობელი სვამდა და დზალიან დაიკლო 25ტი კილოო დდაგდო 7ტვესჰი და მე მჯერა რომ ჯანჯაპილი ნაგდადდ კარგია ტქვენი სასურველი წონის დასაგდებად მაგრამ ამავე დროს დიეტაზე ტუ დადგებიტ და ტეტრ პურს ამოაგდებტ რეჯიმიდან კარგი იქნებაა ამავე დროს ექვსის მერე ნუ სეცამტ
16:22 / 09-07-2014
ლია
სად შევიძინო ჯანჯაფილი? ბათუმში როგორ მოვამზადო დაფქული კოჭა?
23:26 / 06-07-2014
ქეთი
დაფქული საფქული მაქვს და გამომადგებაა?
23:24 / 06-07-2014
ქეთი
მაქვს დაფქქული და გამომადგება?როგრ მოვამზადოო?
19:01 / 15-06-2014
ეკატერინე
6 კვირაა ვსვამ, მაგრამ უშედეგოდ, იქნებ ვინმემ რამე რჩევა დადოს, როგორ იკლებენ და რა დოზებს იღებენ? ველი პასუხს......
13:21 / 18-05-2014
ირმა
ვსვამდი მწვანე ყავასთან ერთად 1 თვე,მოვიმატე 2 კილო,ეხ რეკლამავ ძალსა შენსა....
13:35 / 14-05-2014
ეტო
რამდენი ხანი შეიძლება სვა ჯანჯაფილი უკვე ხომ არ ექნება
14:01 / 13-05-2014
მაკი
მანანა,რამდენ ხანში დაიკელით 20 კილოგრამი?მე ასე ვსვამ:1 ჩაის კოვზ გახეხილ ჯანჯაფილს ვასხამ 250 გ ადუგებულ წყალს შეგრილების შემდეგ გადავწურავ და ვსვამ მთლიანად საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.აუცილებელია რომ ვადუგო?
10:17 / 11-05-2014
ნინო
გემოსთვის ხრენი და გარციცა ჯობია,უფრო ნაცნობია,დასაკლებად ნალლები ჭამაა საჭირო
კომენტარის დამატება
დამოწმება
Refresh Captcha
ფასი:  2500 $
ფასი:  4300 $
ფასი:  150 $
ფასი:  3500 $
ყველაზე რეიტინგული
1.5-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 45 კვ.მ. გარემონტებული კომფორტული...
2-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(6), 71 კვ.მ. თეთრი...
რედაქტორის რჩევით
ლიკა ყვითელი პრესის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი გახლდათ, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს არასდროს ამბობდა