რეიტინგული ფოტო
 
უმნიშვნელო ჟესტები, რომლებიც მამაკაცს აიძულებს მომავალ ცოლად წარმოგიდგინოთ
უმნიშვნელო ჟესტები, რომლებიც მამაკაცს აიძულებს მომავალ ცოლად წარმოგიდგინოთ
19 მაისი, 2017
მამაკაცები გვიზიარებენ მომენტებს, როცა საკუთარ შეყვარებულებს მომავალი ცოლის ამპლუაში წარმოიდგენენ.

1. ყველაფერი, რაც თქვენს მზრუნველობას წარმოაჩენს
"ერთხელ მას ვუთხარი, რომ ქლიავის ჯემი მიყვარდა. როცა შემდეგში მასთან მივედი, სწორედ ეს ჯემი ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, კაცებს მოსწონთ ყველაფერი, რაც მათზე მზრუნველობას გამოხატავს".

2. ამაღელვებელი კოცნა
ვგრძნობ სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას, როცა ჩემი გოგონა ზურგიდან მოდის და მკოცნის. ეს სექსუალური არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია".

3. კომპლიმენტები
"როცა მოულოდნელად მისგან კომპლიმენტს ვისმენ, ვხვდები, რომ ის ჩემზე ფიქრობს, აფასებს ჩემს გადადგმულ ნაბიჯებს და სურს, რომ ეს ვიცოდე".

4. ხელები თმაში
"როცა მისი თითები ჩემს თმას ეხება..."

5. წვრილმანები
"ეს ისეთი წვრლიმანებია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო - როცა მანქანაში ერთად ვჭამთ, როცა ზურგიდან მოდის და კისერზე მსუბუქ მასაჟს მიკეთებს, ან როცა წერილს მიტოვებს, თუნდაც ასეთს: "ჩემი წილი პიცა არ შეჭამო".

6. ღიმილი
"როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდები და მის ღიმილს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მასაც რთული დღე ჰქონდა".

7. მიმზადებს წასახემს საკვებს
"ის ყოველდღე მიმზადებს რაიმეს წასახემსებლად და როცა შესვენებისას მივირთმევ, განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ ჩემთვის მოამზადა".

8. ურთიერთობა
"გოგონები პრობლემებს ხშირად მალავენ, სურთ ჩვენთავადვე გამოვიცნოთ. ამიტომ, როცა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გოგონა პირდაპირია და ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია საუბარი - ე.ი. ყველაფერს მოვაგვარებთ".

9. ინიციატივა
"როცა რომანტიკულ მომენტებში ინიციატივას გამოთქვამს კოცნაზე ან ჩახუტებაზე - ეს მარწმუნებს, რომ სასურველი ვარ".

10. ძალისხმევა
"მან შესაძლოა, არ იცის, რა მსურს ან რა მჭირდება, მაგრამ ცდილობს გამახაროს - ეს სასიამოვნოა".

11. ინტერესი
"როცა მეკითხება, როგორ ჩაიარა დღემ და ნამდვილად მისმენს. და თუ მკოცნის და მეხუტება კიდეც - ამისთვის მზად ვარ ჩემს თავისუფლებაზე უარი ვთქვა".

12. გრძნობა
"როცა კოვზის პოზაში ვწევართ ან ისე მიწევს გვერდით, რომ თავს მის დამცველად ვგრძნობ და იმას, რომ საკუთარ თავს მანდობს".

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.