რეიტინგული ფოტო
 
როგორ აიხდინოთ ოცნებები 2017 წლის 12 იანვრის სავსემთვარეობისას
როგორ აიხდინოთ ოცნებები 2017 წლის 12 იანვრის სავსემთვარეობისას
11 იანვარი, 2017
სავსემთვარიანობა - დრო, როცა მთვარე საკუთარ ენერგეტიკულ მაქსიმუმში იმყოფება. მიიჩნევა, რომ ასეთ დღეებში ოცნებები ხდება.

სინამდვილეში, მთელი იანვარი სანუკვარი ოცნებების ახდენის თვეა. ჩანაფიქრები ახალ წელს იწყება, შემდეგ შობის ღამეს და ძველით ახალ წელს გრძელდება, რაც სულ მალე დადგება. სურვილების ასრულებას სავსემთვარიანობაც იდეალურად ერთვის.

სავსე მთვარე 2017 წლის 12 იანვრის ღამეს დგება. 12-დან 13 იანვრის ღამემდე სანუკვარი ოცნებების ახდენის შანსი გეძლევათ. თუმცა, საიმისოდ, რომ ჩანაფიქრი აუცილებლად იქცეს რეალობად, შეგიძლიათ მარტივ ხერხებს მიმართოთ.

ვიზუალიზაცია სავსე მთვარის დროს  

ეს მეთოდი დიდ დროს არ მოითხოვს: ვალდებული არ ხართ შუა ღამეს ან გარკვეულ საათს დაელოდოთ, საჭირო მხოლოდ მთვარის შესაბამისი დღეები და თქვენი ძლიერი სურვილია.

ჩამოწერეთ ოცნებები ფურცელზე. შეაგროვეთ გამოსახულებები სარეკლამო ბუკლეტებიდან, გაზეთებიდან ან ძველი ჟურნალებიდან, მოამზადეთ სუფთა, მოწესრიგებული და საკმარისად დიდი სია, კოლაჟი. ამ მეთოდს "სურვილების რუკა" ჰქვია. აღსანიშნავია, რომ სავსე მთვარის დროს უმჯობესია წრიული, დისკის ფორმის ფურცელი აიღოთ და არა ოთხკუთხედი.

დასტური სავსე მთვარისთვის


უბრალოდ მოამზადეთ რამდენიმე ფრაზა, რომლებიც ნათლად, ლაკონურად გადმოსცემს და იტევს თქვენს სურვილებს. წარმოთქვით ეს შუაღამეს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
12-დან 13 იანვრის ღამეს. იდეალური იქნება, თუ სურვილების წარმოთქმისას ცაზე მთვარეს შეხედავთ. ჩანაფიქრს პოზიტიური მიმართულება მიეცით და შეეცადეთ სურვილზე ახლანდელ დროში ისაუბრობთ, თითქოს უკვე აგიხდათ.

რიტუალი "სავსე მთვარე" სურვილების ასახდენად 

რიტუალი ეფექტურია, მათთვის, ვისთვისაც ჩვეულებრივი ცერემონიები არ მოქმედებს ან არასასურველ შედეგამდე მიჰყავს.
უმრავლეს შემთხვევაში ეს მაშინ ხდება, როცა კონცენტრაციას სრულად ვერ ახდენთ და მთელი გულით არ გწამთ, რომ ბედისწერაზე გავლენას მოახდენთ.

ეს რიტუალი აუცილებლად დაგეხმარებათ. თქვენ კი მხოლოდ კარგი განწყობა და შესაფერისი დრო გჭირდებათ. მსგავსი რიტუალები განსაკუთრებით ეფექტურია იანვარში, რამდენადაც დღესასწაულებს შეუძლიათ დაგაჯეროთ, რომ სასწაულები ხდება.

"სავსე მთვარის" ჩასატარებლად დაგჭირდებათ მრგვალი, თეთრი თეფში. მასში მოათავსებთ თქვენს ოცნებებს.

დაწერეთ სურვილები მცირე ზომის ფურცლებზე. რიტუალი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მკითხაობის კუთხით და გაიგოთ რომელი ჩანაფიქრი აგისრულდებათ პირველი: უბრალოდ ამოიღეთ ერთ-ერთი ფურცელი თვალის შევლების გარეშე.

რიტუალის ჩატარება კარგი იქნება ოჯახის წევრების ან მეგობრების გარემოცვაში, აქციეთ ის გასართობ თამაშად. კოლექტიური გარემოცვა რიტუალს ძალებითა და საერთო რწმენით აღავსებს, რომ 2017 წელს ყველაზე თამამი ოცნებებიც ახდება.

Rating

















ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (14)
13:28 / 13-01-2017
თათი
გუშინ გამომრჩა და დღეს რომ გავაკეთო - არ გამოვა? :/
22:59 / 12-01-2017
Mzia
Namdvilad uplis xelshia shveni bddi da planetebic mas emorchilebian mtvare panjarA saidanac xmas mivawvdent...
21:45 / 12-01-2017
სოფი
სტატია მომეწონა მაგრამ აი კომენტარებზე მართლა კარგად გავერთე :)))))))))))))))))))))))))))))))))
20:43 / 12-01-2017
დავით123
გაიხარე ნინო ეგრეა კი. კარგად გამეცინა )))
18:30 / 12-01-2017
ნინო
დავითს ვეთანხმები, ბატონო დავით რაღაც მაინც გამოგრჩათ: საახალწლო სუფრასთან ან ნაძვიხესთან გაფეტიშებული მამალი, მაიმუნი ფასკუნჯი და ათასი ოხრობა ყოველ წელს, მერე რამე რომ გაუჭირდებათ და "ღმერთო გვიშველეო" დაიძახებენ, აი მაშინ უნდა გადაამტვრიო თავზე ის მამალი
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა