რეიტინგული ფოტო
 
მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორი ასაკობრივი სხვაობაა იდეალური ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორი ასაკობრივი სხვაობაა იდეალური ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
10 იანვარი, 2017
ამბობენ, რომ მათთვის, ვისაც ერთმანეთი ნამდვილად უყვარს, ასაკობრივ სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობის ხანგრძლივობაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს.

ატლანტას უნივერსიტეტის მეცნირებმა 3 ათასი ადამიანის ურთიერთობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ: რაც უფრო დიდი ასაკობრივი სხვაობაა წყვილს
You must have Flash Player installed in order to see this player.
შორის, მით მეტია განქორწინების რისკი. ეს იმით აიხსნება, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპზე ადამიანებს სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზნები და ინტერესები უჩნდებათ.

დადგინდა, რომ თუ წყვილს შორის 5 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, 18%-ით მეტი განშორების შანსია, ვიდრე თანატოლ წყვილს შორის. 10 წლიანი სხვაობის შემთხვევაში მაჩვენებელი 39%-მდე იზრდება, ხოლო როცა ასაკობრივი სხვაობა 20 წელია, გაყრის რისკი 95%-ს უახლოვდება.

რაც შეეხება წყვილს შორის იდეალურ ასაკობრივ სხაობას, მეცნიერების თქმით, 1 წელია. ასეთი წყვილის განქორწინების შანსი 3%-ზე ნაკლებს შეადგენს.

და მაინც, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკაა. ვიდრე მეცნიერები დაკვირვებას აწარმოებენ, შეყვარებულმა წყვილებმა იციან, რომ თითოეული ურთიერთობა განუმეორებელია. გარდა ამისა, ურთიერთობაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას: ბავშვები, ჩვევები, ცხოვრებისეული მიზნები და ხასიათის თავსებადობა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა