რეიტინგული ფოტო
 
2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება - დევიდ მიდის სენსაციური განცხადება
2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება - დევიდ მიდის სენსაციური განცხადება
06 იანვარი, 2017
ცნობილი მეცნიერი დევიდ მიდი, საკუთარ ნაშრომში "«Planet X: The 2017 Arrival»" სენსაციურ განცხადებას აკეთებს: 2017 წლის ოქტომბერში დედამიწა პლანეტა X -ს დაეჯახება და სრულიად განადგურდება. მეცნიერის თქმით, შეჯახების ფაქტი უკვე აშკარაა, თუმცა მის გასაჯაროვებას ერიდებიან, რადგან საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევს.

საკუთარი ჰიპოთეზის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მთავარ მტკიცებულებად მიდი ბოლო დროს გახშირებულ მიწისძვრებს იშველიებს. მეცნიერის ნამუშევარში, სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე მიწისძვრების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რაც პლანეტა X - ის მოახლოებაზე მეტყველებს.

მიდი გვაფრთხილებს, რომ უკვე 2017 წლის სექტემბერში, პლანეტა X-ი ქალწულის თანავარსკვლავედში გაივლის, 5 ოქტომბერს კი მზეს მთლიანად გადაეფარება. მეცნიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოახლოებული კატასტროფის გამო, მსოფლიო ელიტამ უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო სპეციალური თავშესაფრების შენება.

უფრო ადრე, მედია მეცნიერების სხვა დასკვებსაც ავრცელებდა, რომლის მიხედვით პლანეტა X ურანსა და ნეპტუნს მზის სისტემიდან გამოაგდებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის აღსასრულის შესახებ მსგავსი სიახლეები მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა. მაგ: იგივე პლანეტა X-ს დედამიწა აქამდე ორჯერ უნდა გაენადგურებინა - 2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. NASA-მ ეს მითი გააქარწყლა და მსგავს წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (47)
12:00 / 29-01-2017
მერი
დევიდ მიდი..... მიდი რა აქედან რა.... ჩვენი ნებით უნდათ რომ გავიქცეთ სხვა პლანეტაზე და თვითონ აქ "იგულაონ"...
22:48 / 26-01-2017
ბობი ბრაუნი.
გლდანისა და ვარკეთილის მოსახლეობა გადარჩება ტოო,რაც მაგათ წკვარამი და წყალდიდობა გადაუტანიათ,...გამყინვარება და ვარკეთილში მოთარეშე ტორნადო თუ ელ ნინიო.....ეგენი გადარჩებიან და დასაბამს მისცემენ,ახალ სახალხო ცივილიზაციას....
18:55 / 15-01-2017
მეგი
ეს მეცნიერებიასეტსრას ეწევიან სურ განადგურება რომ ელანდებატ
18:03 / 15-01-2017
7777
კოველ ცელს ესე ცერენ,ეს უბრალოდ ახასიატებს იმ მეცნიერებს რომლებიც ნაკლებად ცნობადები არიან.კველაფერი ოდესმე აგარ იქნება ეგ ხო ესეა
05:03 / 14-01-2017
მაია
მართლა მიდი რაა))
03:16 / 13-01-2017
პლანეტა X
მაგ დევიდ მიდმა არმაგედონს უყურა ეტყობა თან ბოლომდე არუყურებია
21:50 / 12-01-2017
ლელა
ეს გაჯირვებული ხალხი არ გეცოდებათ?ისედაც ჯირს ცხოვრება და თქვენც გულს უკლავთ.ტუ დაწერტ კარგი რამე მაინც დაწერეტ.ტუ განადგურდება ტქვენ სად წახვალტ,ტქვენ საწყლებლო
16:22 / 12-01-2017
გიო
მასე ამბობდენ 2000წელს დედამიწა განადგურდებაო
12:19 / 11-01-2017
ნოე
დამრჩა 5 ბილეთი ჩემს კიდობანზე (უმჯობესია ლამაზი გოგოები) ფასი 1 000 000 000 დოლარი
02:09 / 11-01-2017
დებილები
ტყუილის თქმა მაინც ისწავლეთ!!!!!!
კომენტარის დამატება
დამოწმება
Refresh Captcha
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
კატეგორიის სხვა სიახლეები
სრულად წაკითხვა