23 ნოემბერი, 2016
რით განსხვავდება ბაია დვალიშვილი „ჩცდ“ -ის ნელიკოსგან - „ნებისმიერი სურვილის ასრულება, რომ შემეძლოს“...
როგორც აღმოჩნდა, ყველასათვის ცნობილი ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების", ყველასათვის საყვარელი გმირის, ნელიკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ბაია დვალიშვილი ძალიან განსხვავდება თავისი პერსონაჟისგან. ის არა მხოლოდ, ვერ იცლის დესერტების გასაკეთებლად, არამედ, ვერც კი გამოარჩევს საყვარელ დესერტს, რადგან ტკბილეულის მოყვარული სულაც არ არის. ბაია ამბობს, რომ სკოლის პერიოდი არ ახსენდება კარგად, რითაც ის კიდევ უფრო განსხვავდება ნელიკოსგან.

სახელი და გვარი: ბაია დვალიშვილი

ჰოროსკოპი: ასტროლოგიის არ მჯერა.

საყვარელი დესერტი: არ მაქვს, ტკბილეულის მოყვარული არ ვარ.

ნებისმიერი სურვილის ასრულება,
რომ შემეძლოს:
მშობლებს გავაცოცხლებდი.

ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: არ მაქვს ასეთი ნივთი.

შემიძლია:
მოვერიო ჩემ სიზარმაცეს.

მჯერა: სიკეთის.

მიყვარს: ჩემი მეგობრები და ახლობლები.

ჩემი სისუსტეა: მოგონებები.

სკოლის პერიოდი: არ მაგონდება კარგად.

სხვა მსახიობებისგან გამომარჩევს:
მოთმინების უნარი.

მეგობრები მახასიათებენ: იმედია კარგად (იცინის). არ ვიცი, მათ უნდა ჰკითხოთ.

ბავშვობის საყვარელი თამაში:
ლაფტა.

საყვარელი წელიწადის სეზონი: შემოდგომა.

ჩემი ყოველდღიური სირთულე: დილით ადრე ადგომა.

მენატრება ბავშვობის: სიმსუბუქე და უდარდელობა.

საყვარელი ფერი: მუქი მწვანე.

ყველაზე მეტად მეშინია: ახლობელი ადამიანის დაკარგვის.

შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს: მომიყევით თქვენი კურიოზები(იცინის).

დევიზი: თითოეულ დღეში უნდა დაიჭირო პოზიტივი, რომელიც მეორე დღის გათენების სურვილსა და ხალისს მოგცემს.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS