18 ნოემბერი, 2016
რას გააკეთებდა ლამაზმანი რუსა ჩაჩუა 2000000$ რომ ჰქონდეს - ვერ ვიტან, რომ მეუბნებიან, - "ვაიმე, მგონი მოიმატე"
სახელი და გვარი: რუსა ჩაჩუა.

ჰოროსკოპი:
მორიელი

ჩინური ჰოროსკოპი: ძაღლი

აღწერეთ თქვენი ოცნების სახლი.
- მე ვცხოვრობ ჩემი ოცნების სახლში. ჩემი სახლი ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი: თეთრი, ნათელი, დიდი, ლამაზი, მყუდრო, სწორხაზოვანი, მინიმლისტური დიზაინით.

საყვარელი ციფრი?
- 9.

საყვარელი რესტორანი?
- ევროპაში ძალიან მიყვარს სასტუმრო კოსტის რესტორანი და ლავინიუ.

საყვარელი ეპოქა?
- ყველა ეპოქა მიყვარს და საერთოდ ცხოვრება მიყვარს.

კატები თუ ძაღლები?
- ორივე ერთნაირად სიგიჟემდე მიყვარს.

რა კითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
- რამდენი კილო
ხარ? და ვერ ვიტან, რომ მეუბნებიან, - "ვაიმე, მგონი მოიმატე".

2000000$ რომ მოიგოთ, რას გააკეთებდით?
- ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი. პირველ რიგში მეგობრებს და ახლობლებს დავეხმარებოდი და ამ თანხას დავაბანდებდი, რომ მოგება მოეტანა...

ყოველ დილით ადრე გაღვიძება, თუ ყოველ დღე ცივი შხაპი?
- დილით ადრე გაღვიძება არ მიჭირს, ეს ყოველ დღე ხდება. ორი უფროსი შვილი სკოლაში უნდა გავუშვა და მესამე კიდევ უფრო ადრე იღვიძებს. რა ვიცი, არც ცივი შხაპი მაშინებს, თუმცა ალბათ დილით ადრე გაღვიძებას ვარჩევდი.

რა ჟანრის ფილმები მოგწონთ?
- რომანტიული, მელოდრამა.

რა გაცოფებთ?
- ტყუილი.

რა გენატრებათ ბავშვობიდან ყველაზე მეტად?
- ეზო, "წრეში ბურთი", ხალიჩების რეცხვა, სპექტაკლები და ჩემი ეზოს ბავშვები მენატრება.

ვინ მიგაჩნიათ ყველაზე ცუდ პროფესიონალად მოდელებს შორის?
- ეს იმდენად შრომატევადი საქმეა, ასეთ რამეს ვერავისზე ვიტყვი. საქართველოში ბოლო დროს მოიქოქა და საზღვარგარეთ სხვა მდგომარეობაა. დილით ვარჯიშობენ, არ ძინავთ, გადაღებებზე ქალაქიდან ქალაქში დაფრინავენ და ა.შ.

რამდენი წყვილი ფეხსაცმელი გაქვთ?
- ბევრი!(იცინის)

შეგიძლიათ მოგვიყვეთ სიზმარი, რომელიც ბოლოს ნახეთ?
- სიზმრებს ძალიან იშვიათად ვხედავ. აღარც მახსოვს ბოლოს რა დამესიზმრა.

საყვარელი მუსიკა?
- გამორჩეულად არ ვუსმენ კონკრეტულ ჟანრს, მომწონს კლასიკაც, რეპიც, სოულიც, ჯაზიც. გააჩნია განწყობას.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკა
მართლა ულამაზესია ეგ გოგო და ბედნიერიცაა კარგი ქმარშვილით
13:41 / 22-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS