11 ნოემბერი, 2016
"მივხვდი, მარტოს უნდა გამეზარდა ბავშვი, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია აბორტზე" - თაკო მელიქიშვილი დედა გახდა
მომღერალი თაკო მელიქიშვილი გასულ ზაფხულს დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა. ის პირველი ცნობილი ადამიანია, რომელმაც ბავშვი დაოჯახების გარეშე გააჩინა და ამის შესახებ, საჯაროდ პირველად Aმბები.გე-სთან ალაპარაკდა.

- მეორედ გავხდი დედა, ბიჭი გავაჩინე, რატი დავარქვი. ძალიან ბედნიერი ვარ. პრობლემური ორსულობა მქონდა, 7 თვიანი დაიბადა ჩემი შვილი. გადატვირთული სამუშაო რეჟიმი მქონდა, ვიმოგზაურე ისრაელში, სადაც კონცერტებზე ვიყავი მიწვეული. ისრაელიდან დაბრუნებულს ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა. რადიოში, პირდაპირ ეთერში დამეწყო მშობიარობა, ჩემმა თანამშრომელმა
წამიყვანა სამშობიაროში, სადაც უნდა მემშობიარა. როდესაც მივედით კლინიკაში, მუცელი უკვე მოწყვეტილი მქონდა, ექიმებმა ბავშვის გულისცემა შეამოწმეს და საკეისრო კვეთით გავაჩინე ბავშვი.

- 7 თვის ორსულს ვინ მოგცათ ისრაელში გაფრენის უფლება?
- "ეკა ხოფერიას შოუს" გადაღებაზე მივდიოდით, თან მიწვევა მქონდა კონცერტზე, როცა აეროპორტში გაიგეს, რომ ორსულად ვარ. დამაკავეს, საზღვარზე ექიმის ნებართვის გარეშე არ მიშვებდნენ, როდესაც ჩემს ექიმს დაურეკეს, მან დაგვრთო ფრენის უფლება, ვინერვიულე და თვითმფრინავში ცუდად გავხდი. ლელა წურწუმია ხაჭაპურებით მოდიოდა ფრენის დროს ჩემთან, სკამს მისწორებდა, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ეკა ხოფერია მივლიდნენ.

- ვინ გეხმარება რატის აღზრდაში?
- პირველი შვილი 13 წლის მყავს, ჩემი ქალიშვილი იყო პირველი ადამიანი, ვინც გაიგო, რომ ძმა ეყოლებოდა. მე და ლიზი უფრო დაქალები ვართ, რადგან პატარა ასაკში გავაჩინე. ის ჩემი მესაიდუმლეა და ზუსტად ვიცოდი სადაც არ იყო საჭირო, იქ არ იტყოდა, რომ დედა ბავშვს ელოდებაო.

- რატომ მალავდი ორსულობას?
- არც ვმალავდი. ვინც ხვდებოდა, მათ ვპასუხობდი, რომ ბავშვს ველოდებოდი. ჩემთვის მიხაროდა ეს სიახლე. ისრაელში ვიყავით კრუიზში, ეკა ხოფერიას შოუსთან ერთად. როდესაც იქიდან დავბრუნდით და შოუ ეთერში გავიდა, მშობიარობა უცებ დამეწყო. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS