- როგორი ბავშვი იყავით?
- არ ვიყავი ცელქი, ვიყავი მორჩილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე.
- რა პასუხი გქონდათ, როცა გეკითხეოდნენ, დიდი, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო?
- სიტყვა რეჟისორის მნიშვნელობა არ ვიცოდი, ამიტომ ვამბობდი, კინოს გამკეთებელი და მსახიობი უნდა გამოვიდე- მეთქი.
- წარმოგედგინათ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?
- არ ვიცოდი, რა იყო
- დაბრკოლებების გადასალახად რა მეთოდს მიმართავთ?
- დგება ხოლმე რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაშიც, მაგრამ მე არ მცალია რთული პერიოდისთვის. პრობლემებს ვუყურებ ძალიან ხალისიანად. როცა რამე არ გამოდის, დეპრესიაში არ ვვარდები. მერე რა, რომ არ გამომივიდა? სხვა რამეს ვცდი.
ყველაზე დიდ დაბრკოლებას აგრესიულობა წარმოადგენს. თუ ისე მოხდა, რომ აგრესიულმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვარდება.
- როგრ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ნელა ხდება, თუ დგება დღე, როცა ყველაფერი იცვლება?
- რა თქმა უნდა, ნელა. მე მაქვს ძალიან კარგი ნებისყოფა, შემიძლია ლოდინი. როდესაც საცობია, ხალხი ასიგნალებს, ჩხუბობს, იგინება და ა.შ... მე ასეთ დროს, შემიძლია, ვიჯდე მშვიდად და ველოდო გზის გათავისულებას.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ვარსკვლავური ცხოვრება დაიწყეთ?
- არაფერი არ შეცვლილა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ჩვეულებრივად მეტკინოს, გამიჩნდეს სურვილი და გამიხრდეს. ვარსკვლავი ცაზე ანათებს და შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომელმაც სასწაულები ჩაიდინა. მე უბრალოდ პოპულარული ვარ და რა მოხდა მერე?
- იმედგაცრუებულ ადამიანს რით დააიმედებდით?
- იმედგაცრუება რ არსებობს. შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ წინსვლა არასდროს არ უნდა შეწყვიტო. უცნაური რაღაც შემემთხვა, როცა 22 წლის ვიყავი. წარმოუდგენლად მინდოდა, რაღაც გამომსვლოდა და არ გამომივიდა. მოგვიანებით შევიტყვე, თურმე ის საქმე რომ გამოსულიყო, დავიღუპებოდი.
ადამიანი უნდა მიყვეს დინებას, მაგრამ არ უნდა მოდუნდეს.
- ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით. თავის მოვლის რა საშუალებებს მიმართავთ?
- არაფერი განსაკუთრებული, სარეცხის საპნით ვიბან და კრემები არ მიყვარს.
- პლასტიკური ოპერაცია გაქვთ გაკეთებული?
- რას მეუბნებით?!(იცინის) არასოდეს არ გავიკეთებ! ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ბუნებრივად ვარ.
- რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
- არ ვარ აგრესიული, შემიძლა ლოდინი, ვარ მშვიდი და მიხარია სხვების წარმატება.
მარიამ კაკაურიძე