24 ოქტომბერი, 2016
ვინ არის მოსამართლე "ჰეროკრატიიდან", რომელსაც სახელმწიფომ ბინა აჩუქა - ''აქამ­დე ქი­რით ვცხოვ­რობ­დით''
მსა­ხი­ო­ბი ბე­ქა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში ორი სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დის. ერთს დიდ სცე­ნა­ზე ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლი დგამს, მე­ო­რეს - გუ­რამ ბრე­გა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სარ­დაფ­ში. სცე­ნა­ზე, ეკ­რანს მიღ­მა ცხოვ­რე­ბა­სა და ოჯახ­ზე სა­უბ­რის გარ­და, "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" მი­სი რო­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც პო­ლი­ტი­კას ავუ­ა­რეთ გვერ­დი. ბე­ქა გულ­წ­რ­ფე­ლი რეს­პონ­დენ­ტია.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ ''გზაში'' გამოქვეყნდა. 

- არის რო­ლე­ბი, რო­მელ­საც ხა­ლი­სი­თა და სი­ა­მოვ­ნე­ბით თა­მა­შობ და არის ისე­თე­ბიც, რო­მელ­შიც შენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს ეძებ, პო­უ­ლობ და გიყ­ვარ­დე­ბა. "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" გო­გა ხა­ინ­დ­რა­ვამ მო­სა­მარ­თ­ლის როლ­ზე რომ და­მამ­ტ­კი­ცა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან ვთვლი, რომ პერ­სო­ნა­ჟი
ვახ­ტანგ უზ­ნა­ძე მა­მა­კა­ცის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. რა თქმა უნ­და, ეს არ არის "სრუ­ლი კომ­პ­ლექ­ტი". შე­საძ­ლოა, მას კი­დევ უფ­რო მე­ტი კარ­გი და მი­სა­ღე­ბი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დეს, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში, რო­ცა კაცს სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევს, ის კი მა­ინც თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლი რჩე­ბა, ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- იურის­ტის პრო­ფე­სია დი­დად რომ არ გხიბ­ლავთ, ეს ვი­ცი, მაგ­რამ ფილ­მის­თ­ვის იოლად აით­ვი­სეთ ტერ­მი­ნო­ლო­გია და სხვა პრო­ფე­სი­უ­ლი სპე­ცი­ფი­კა?
- ას­ტ­რო­ნო­მია, ას­ტ­რო­ფი­ზი­კა ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მინ­დო­და, მეც­ნი­ე­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მე­დი­ცი­ნა და იურის­პ­რუ­დენ­ცია ყო­ველ­თ­ვის პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო და ახ­ლაც არის. მე რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი არ მაქვს ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სად­მი, მათ ყო­ველ­თ­ვის დიდ პა­ტივს ვცემ­დი, უბ­რა­ლოდ, ამ სფე­რო­ში სა­კუ­თარ თავს ვერ ვხე­დავ.

- "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" მო­სა­მარ­თ­ლის რო­ლის­თ­ვის თმის ნა­წი­ლის ჭა­ღა­რად შე­ღებ­ვა მო­გიხ­დათ. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად მი­ი­ღეთ?
- სა­ჭი­რო იყო 10-12 წლით უფ­რო­სი კი­ნოგ­მი­რი გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა და თმა­ში შე­რე­უ­ლი ჭა­ღა­რით თუ მოხ­დე­ბო­და აქ­ცენ­ტი­რე­ბა, რა­ტო­მაც არა?! უბ­რა­ლოდ, ვი­ცი, ქი­მი­უ­რი სა­ღე­ბა­ვი თმას აზი­ა­ნებს და ერ­თა­დერ­თი, ამის პრობ­ლე­მა მქონ­და. არ მინ­დო­და, ფილმს გა­დაჰ­ყო­ლო­და ჩე­მი თმა. ამი­ტომ ვთხო­ვე, არ გა­მა­მე­ლო­ტოთ-მეთ­ქი (ი­ღი­მის). ჩემ­თ­ვის ყი­დუ­ლობ­დ­ნენ ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ღე­ბავს, შამ­პუ­ნებს, რაც თმას და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ცვე­ნის­გან იცავ­და.

- გა­ვი­გე, მე­ოთხე შვილს ელო­დე­ბით, გი­ლო­ცავთ. პა­ტა­რებ­მა რო­გორ აღიქ­ვეს მა­მი­კოს თეთ­რი თმა?
- ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, რა­ტომ მქონ­და თეთ­რი თმა. ნა­ტა­ლი 7 წლი­საა, ან­დ­რია - 6-ის, ხო­ლო ალექ­სან­დ­რე 4-ის. ჩე­მი მე­უღ­ლე, ნი­ნი ჭუ­ლუ­ხა­ძე ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. მე­ოთხე შვილს თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლოს ან მარ­ტის და­საწყის­ში ვე­ლო­დე­ბით. ბი­ჭია. სა­მი­ვეს და უნ­დო­და, ჰყო­ლო­და და ჩე­მი მე­უღ­ლეც ფიქ­რობ­და, რომ გო­გო გვე­ყო­ლე­ბო­და, მაგ­რამ ვა­ჟი აღ­მოჩ­ნ­და. ბავ­შ­ვებ­მა სქე­სი რომ გა­ი­გეს, ნა­ტა­ლის ძა­ლი­ან ეწყი­ნა და ტი­რი­ლი და­იწყო; ან­დ­რი­ას არ უტი­რია, მაგ­რამ მა­საც და­ეტყო წყე­ნა. სულ უნ­დო­და, და-ძმა წყვი­ლად ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ და აზ­რი გა­მოთ­ქ­ვა, - გა­მო­დის, დე­დამ კი­დევ ორი გო­გო­ნა უნ­და გა­ა­ჩი­ნო­სო.

- ცოლ-ქმა­რი ეთან­ხ­მე­ბით?
- ბუ­ნებ­რი­ვია, მათ სურ­ვი­ლებს ვერ ავ­ყ­ვე­ბით. უნ­დათ, სა­თი­თა­ოდ ჰყავ­დეთ: თი­თო კნუ­ტი, ლეკ­ვი, მაჩ­ვი, სპი­ლო, მაგ­რამ ასე არ გა­მო­ვა (ი­ღი­მის).

- გა­ვი­გე, სა­ხელ­მ­წი­ფომ ბი­ნით და­გა­სა­ჩუქ­რათ...
- დი­ახ, აქამ­დე ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. ეს ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტ­როს დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და. შარ­შან შე­ვიტყ­ვეთ, რომ დევ­ნი­ლებს ბი­ნებს ური­გებ­დ­ნენ. ჩემ­მა სი­დედ­რ­მა და მე­უღ­ლემ აპ­ლი­კა­ცია შე­ავ­სეს, რა­ზეც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მოგ­ვი­ვი­და. ჩე­მი მე­უღ­ლის ოჯა­ხი სა­მა­ჩაბ­ლო­და­ნაა, კერ­ძოდ - სო­ფე­ლი ქურ­თა­დან. იქ პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც 2008 წლის ომის შემ­დეგ და­ინ­გ­რა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თ­მა­ნე­თი თბი­ლის­ში გა­ვი­ცა­ნით, ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბა მა­ლე­ვე გაგ­ვიჩ­ნ­და და დავ­ქორ­წინ­დით. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS