17 ოქტომბერი, 2016
მარიტა როხვაძე შეყვარებულია - „არ მინდა, ვინმეს ცხვირი ჩავაყოფინო ჩემს პირად ცხოვრებაში“
სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ მომღერალი მარიტა როხვაძე შეყვარებულია. ამბის გადამოწმება თავად მომღერალთან ვცადეთ.

- მარიტა, მოგვიყევი ვინ არის ის ბედნიერი, ვინც შენი გულის დაპყრობა მოახერხა?
- მშობლებმა არ იციან - მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ, თუმცა სახელს და გვარს ძალიან ახლო ადამიანებსაც კი არ ვეუბნები.

- რა პროფესია აქვს, ცნობილი სახეა?
- ცნობილი სახე არ არის, საკუთარი ბიზნესები აქვს.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- საერთო მეგობრებისგან ძალიან დიდი ხნის წინ. ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია ვიცნობთ, ადრე ვმეგობრობდით, შემდეგ რაღაც პერიოდი ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვქონდა და როცა
ისევ შევხვდით ერთმანეთს, მივხვდით, რომ თურმე ის- ის ყოფილა და მე - მე ვყოფილვარ. (იცინის).

- რამდენი ხანია, რაც რომანტიული ურთიერთობა გაქვთ?
- არც ისე დიდი ხანია, ალბათ 3 თვე.

- ახლო მეგობრები გააცანით ერთმანეთს?
- ისედაც ვიცნობდით ერთმანეთის ახლო მეგობრებს, იმიტომ რომ საერთო სამეგობრო წრე გვყავს.

- ერთმანეთს სად ხვდებით ხოლმე?
- სიმართლე გითხრათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არც ერთს არ გვიყვარს შეხვედრა. პირად ურთიერთობაზე საჯაროდ ცხოვრებაში ერთხელ ვილაპარაკე და ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა ამას. არ ვიცი რატომ, ალბათ არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ორი ადამიანი ბედნიერი იყოს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ და სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, არ მინდა, ვინმეს ცხვირი ჩავაყოფინო ჩემს პირად ცხოვრებაში, სანამ ოფიციალურად დავაკანონებთ ურთიერთობას.

- მომავალზე უკვე ილაპარაკეთ? იმაზე თუ როდის მიცემთ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს?
- მე ვფიქრობ, რომ მაგ თემაზე საერთოდ არ უნდა ილაპარაკო, ერთი დღე გათენდება ისეთი, რომ თვითონ იტყვის სათქმელს ის ადამიანი და მეც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით თანახმა ვიქნები აუცილებლად. მივხვდი, რომ ის პერიოდი რომელიც ერთად არ გავატარეთ რაღაც სულელური მიზეზების გამო, იყო დიდი შეცდომა. მე პირადად აღარ მივცემ საკუთარ თავს ამის გამეორების უფლებას და ვფიქრობ, არც ის დაუშვებს იმას, რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ეს არც ისე ახლო მომავალში იქნება, თუმცა არც ძალიან ბევრი დააგვიანდება, ასე რომ სიურპრიზებს ელოდეთ.

- რომანტიულია?
- ზომიერად რომანტიულია.

- ერთმანეთს როგორ მიმართავთ?
- სახელებით.

- რა არის მასში შენი აზრით განსაკუთრებული, რატომ აირჩიე ის?
- სიმართლე. ადრე იყო რაღაც- რაღაცეები რაზეც არ ვლაპარაკობდი საყვარელ ადამიანთან, ახლა ასე აღარაა. იმდენად ეზიზღება ტყუილი, ყოველთვის მირჩევნია, ვუთხრა სიმართლე, თუნდაც ცუდი, მთავარია არ მოვატყუო. პირველ რიგში მომწონს მისი სიმართლე და ის, რომ არასდროს თამაშობს, ისეთია როგორიც არის.

- არსებობენ წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და წყვილები, რომლებიც პირიქით, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით?
- რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ, მე ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, ხანდახან ცანცარშიც გადამდის, ის - პირიქით. ერთმანეთს ვაბალანსებთ.

- და რა გაქვთ საერთო?
- ორივენი ძალიან ჯიუტები ვართ.

- შენი აზრით, რა გამოგარჩევთ სხვა წყვილებისგან ?
- დისტანცია.

- ფიზიკური დისტანცია?
- ფიზიკური, სიტყვიერი და ა.შ. ყველანაირ დისტანციას ვიჭერთ. იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენი გადადგმული ნაბიჯის შეგვრცხვეს, ან ვინმემ რამე თქვას. ყოველთვის თავს ვიკავებთ და ვცდილობთ ის, რასაც სიყვარული ჰქვია არ გააფერმკრთალოს შეცდომამ.

- ყველა წყვილს აქვს უამრავი სასიამოვნო გასახსენებელი მოგონება, რომელია თქვენი მოგონებებიდან ყველაზე საყვარელი?
- იმ დღეს, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთმანეთს პირველად ბათუმში შევხვდით, ძალიან, ძალიან მაგრად წვიმდა და ზღვა გადმოდიოდა, ჭკუაზე არ იყო. სიცივის გამო დავიწუწუნე (იცინის), მისი მაისური ჩავიცვი და საშინელი ამინდის მიუხედავად მთელი დღე ვსეირნობდით. მაშინ დაიწყო ყველაფერი, ახლაც გრძელდება და ვფიქრობ, არასდროს დამთავრდება.

- ლაპარაკის დროს რამდენჯერმე ახსენე პაუზა, რატომ გადაწყვიტეთ ამ პაუზის გაკეთება?
- ჩემი ინიციატივით შევწყვიტეთ რამდენიმე ხანი ურთიერთობა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით და გავრკვეულიყავით საკუთარ თავში. ყველგან დაბლოკილი მყავდა და ერთ დღეს მოულოდნელად მომივიდა აზრი, რომ უნდა მომეკითხა ეს ადამიანი, რამდენიმე დღის შემდეგ უკვე თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებდით.

ძალიან მშვიდი ადამიანია, გაწონასწორებული, რასაც ჩემზე ვერ იტყვი.ბათუმის ბულვარში სიმღერ- სიმღერით და ცეკვა- ცეკვით ვმოძრაობდით.

- დღესასწაულებზე ჩუქნით საჩუქრებს ერთანეთს?
- მაგ ეტაპამდე არ ვართ ჯერ მისულები. ისე, რაც ერთად ვართ, არ ყოფილა არც ჩემი დაბადების დღე არც მისი და არც რაიმე განსაკუთრებული დღესასწაული.

- საერთო ჰობი თუ გაქვთ?
- კი გვაქვს, ორივეს ძალიან გვიყვარს ნადირობა, პიკნიკებზე დავდივართ ხოლმე ერთად.

- როგორ ეგუება რომ ასეთი ცნობილი ხარ, რაიმე შეზღუდვებს ხომ არ გიწესებს?
- ყველაფერს უმკლავდება, თუმცა გამკლავება არ ჭირდება, იმიტომ რომ მე არ ვაძლევ ამის მიზეზს. მთავარია ჩვენ ურთიერთობაში ნდობა, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, რა მეცმება. მოკლე კაბაზე ან სასცენო საცვალ კოსტუმზე არ ექნება გართულება, იმიტომ რომ მან იცის, რას ნიშნავს ხელოვნება. სხვათა შორის ხელოვნებასთან ახლოს არის და ძალიან კარგადაც მღერის.

- დუეტის ჩაწერას არ გეგმავთ?
- ჯერ არა, მომავალში ვნახოთ. ძალიან ტკბილი და გემრიელი ხმა აქვს, ნამდვილად არ იქნება ურიგო.

მარიამ კაკაურიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
jana
Bednierebas gisurvebt marita..vapaseb tqens gulwrpelobas..darwmunebuli var samudamod ertad iqnebiit:-*
07:19 / 20-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ზღვა ღელავს, ქარი ბობოქრობს ))))))))))))
22:54 / 18-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ხალხო ჭკუა ისწავლეთ ეს ლაპარაკოც კი არაა საჭირო
11:46 / 18-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS