30 ივლისი, 2016
ნინი გოგიჩაიშვილი - „ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ“
ნინი გოგიჩაიშვილი შვებულების გატარებას აჭარაში გეგმავს. მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე, უცხოეთში გამგზავრებაზე წელს უარს ამბობს. ნინიმ გაგვიმხილა, რომ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზეა შეყვარებული.


- ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?
- მე და გიორგის უამრავი საერთო ნაცნობი გვყავს. მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ დავახლოვდით და შეყვარებულებიც გავხდით.

- გიორგი საქართველოში არ ცხოვრობს. ამ მხრივ ურთიერთობა არ გიჭირთ?
- არა, არ გვიჭირს. ის ხშირად ჩამოდის და მნახულობს. ტელეფონით,
ინტერნეტით ვეკონტაქტები.

- დიდი ხანია, რაც შეყვარებულები ხართ?
- არა, დიდი ხანი არ არის. სულ რაღაც 8 თვეა, რაც ერთად ვართ.

- სად აპირებ ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეების გატარებას?
- სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, სად წავალ. ახლახან კახეთიდან ჩამოვედი, ლოპოტაზე ვიყავი. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ვფიქრობ, საქართველოს არ დავტოვებ და ზაფხულს ჩვენს რომელიმე ულამაზეს კუთხეში გავატარებ. ეს პერიოდი ჩემთვის წელიწადის ყველაზე ლამაზი დროა.

- აქტიური დასვენების მოყვარული ხარ?
- მეგობრებთან ერთად დასვენება მიყვარს და შესაბამისად - აქტიური და სპორტული არდადეგები გამომდის. ვარჯიში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?
- შვებულება ჩემთვის უკვე კომფორტია: თავისუფალი დრო, მზე და ზღვა კარგი რამაა. მთელი წელი ელოდები ზაფხულს, რომ განიტვირთო, ენერგიით აივსო...

- ვინ არიან ადამიანები, რომელთა გვერდით ყოველთვის კომფორტულად გრძნობ თავს?
- ადამიანი, რომლის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ვისვენებ, ჩემი და - ნანუკაა. ბავშვობიდანვე ერთად ვისვენებდით და ერთმანეთის უთქმელად გვესმის... ასევე, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

- ღამის კლუბებს რა სიხშირით სტუმრობ?
- შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ კლუბების მოყვარული არ ვარ. ხალხმრავლობაც არ მომწონს. დასვენება კლუბებში სიარულის გარეშეც შეიძლება.

- ცეკვა თუ გიყვარს? ალკოჰოლს მეგობრებთან ერთად ყოფნის დროსაც არ მიირთმევ?
- ცეკვა ძალიან მიყვარს - ეს დიდი განტვირთვა და სიამოვნებაა ჩემთვის. ალკოჰოლს არ ვსვამ. ვფიქრობ, ამის გარეშეც შემიძლია, დრო საუკეთესოდ გავატარო. წელიწადში ორჯერ თუ დავლევ ერთ ან მაქსიმუმ ორ ჭიქას. არ მომწონს ის შეგრძნება, რაც ალკოჰოლის მიღებას მოსდევს.

- ნამზეურს არასეზონურადაც იღებ?
- "ზაგარი" ძალიან მიყვარს. გამიგონია, როდესაც ადამიანი მზის აბაზანებს იღებს, ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფაო. აი, სოლარიუმში ძალიან იშვიათად ანუ ფაქტობრივად, არ დავდივარ.

- მთა თუ ზღვა - სად უფრო კარგად ისვენებ?
- მიუხედავად იმისა, რომ მთაში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს, იქ ორ დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდები. ჩემთვის დასვენება მაინც მზესთან და ზღვასთან ასოცირდება.

- შვებულებაში წასვლის წინ, ზაფხულში წასაკითხ წიგნებს თუ არჩევ ხოლმე?
- დასასვენებლად როცა მივდივარ, წიგნი აუცილებლად მიმაქვს და ვკითხულობ კიდეც. დასვენების დროს წიგნი ჩემი ერთგული თანამგზავრია. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კიკო
თავისი ცოლოს შემდეგ ეს ????
22:40 / 31-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლანა
მალე გიორგი სხვა მოდელ გოგონას შეხვდება და იმასთან წავა. ეს ბიჭი მოდელებს ხელთათმანებივით იცვლის რა
15:57 / 30-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS