29 ივლისი, 2016
"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს?
რუსთაველის თეატრის მსახიობის, ია სუხიტაშვილის ცხოვ­რებაში მსახიობ მიშა მესხთან­ განშორების შემდეგ ბევრი სია­ხლეა. თუმცა ყველა მხოლოდ მის პროფესიას უკავშირდება.

- თქვენ არაერთ ფილმში გადაგიღეს. ყველამ წარმატება მოიპოვა სხვადასხვა კინოფესტივალზე.
- წარმატება გვახარებს, მით უმეტეს, საერთაშორისო, თუმცა ყველაზე მეტად ფილმის ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგენას განვიცდით. "არ მინდა მომეწონოს" - პირდაპირ ამ განწყ­ობით მოდიან კინოთეატრში, რადგან ფილმში მისი მეგობარი ან მისი "სასტავი" არ მონაწილეობს... ასე არ შეიძლება.

- ზაფხულში რას აპირებთ?
- ზაფხულს თბილისში გავატარებ. რობერტ სტურუამ
"ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო და რეპეტიციები გვექნება.

- ვის ასახიერებთ?
- ვერ გეტყვით, აკრძალული გვაქვს.

- მიშა მესხსა და თქვენს ურთიერთობაზეც გკითხავთ.
- ყველაფერი როგორც იწ­ყე­ბა, ისე სრულდება. ჩვენ შორისაც დასრულდა. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწყნარეა. თავიდან ბოლომდე სამუშაოში ვარ ჩართული. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რაისა
ულამაზო ქალია.
14:51 / 30-07-2016
გამოხმაურება / 0 /
იას
მე გირჩევდი ამერიკაში წახვიდე ნუცა კუხიანიძესთან.
17:07 / 29-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS