29 ივლისი, 2016
რას ფიქრობს გვანცა დარასელია მეუღლის ალასანიას პარტიაში წასვლაზე - ''უნდა ვიარო მასთან ერთად შეხვედრებზე და ცოტა ვღელავ''...
"სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია ზაფხულს თიანეთში - საკუთარ სოფელში ატარებს. უყვარს იქაურობა და ბედნიერია, რომ წელიწადის ცხელ სეზონზე მისი შვილიც იქ ისვენებს, სადაც თავად იზრდებოდა. გვანცას მეუღლე, ვახო მჭედლიძე, ცოტა ხნის წინ "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა და კენჭს ლაგოდეხის რაიონში იყრის. ტელეწმაყვანს ზაფხულზე და მეუღლის ახალ საქმიანობაზე ვესუბრეთ.

- გვანცა, ახლა მეუღლზე მინდა გკითხო. როგორც ვიცით, პოლიტიკაში წავიდა, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გმატებს?
- პასუხისმგებლობამდე სანერვიულოს მმატებს. თვითონ ჩემი მეუღლე ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია, უფრთხილდება ყველა თავის
სიტყვას და ადამიანებთან ურთიერთობებს. ძალიან კარგად ვიცი, როგორი მდგომარეობაა რეგიონებში, მათ შორის ლაგოდეხში, ყვარელში, ამიტომ მინდა ვახოს გაუმართლოს და თავადაც გაამართლოს ხალხის ნდობა და იმედები, მით უმეტეს, რომ თავისი რაიონისთვის ბევრის გაკეთება უნდა. ახლა მეც ვაპირებ ჩასვლას, უნდა ვიარო მასთან ერთად შეხვედრებზე და ცოტა ვღელავ...

- ეს თქვენთვისაც ახალი ამპლუა იქნება, რადგან ხალხის წინაშე პოლიტიკოსის მეუღლის რანგში მოგიწევთ წარდგომა...
- ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლი სტატუსით... სულ მეუბნება, ხალხს ძალიან უყვარხარ, გკითხულობენ, როცა არ ხარო... ეს კი ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან ეს სიყვარულიც უნდა გავამართლოთ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS