25 ივლისი, 2016
"ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე
რჩეულიშვილების ოჯახის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ოჯახის ორი წევრი - მაია და გუკა რჩეულიშვილები ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი ცოლ-შვილის დაკავებაზე, მის ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ რძალზე - ლელა კილაძესა და მომავალ შვილიშვილზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორი იყო თქვენი რეაქცია მეუღლის დაპატიმრებაზე და პირველი ღამე მაიას გარეშე?
- მოკვდა მაია ჩემთვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გავატარე ყველაზე მძიმედ. ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ ავიყვანე
თავი ხელში, ტრაგედიის განცდა მქონდა, როგორი, იცი? რომ რისთვის მიცხოვრია, მაგრამ მერე, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ხომ არ მოკვდა, ციხეშია... მივხვდი იმას, რომ საერთოდ რა ცუდი ბედი გველის ყველა ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახლა მე მიმაჩნია ჩემი თავი ყველაზე უბედურად, არც მაია და არც გუკა... ყოველდღე ვტირი. სახლში ვზივარ, მთელი სურათები ინტერნეტშია შეყრილი. სურათებს დავცქერი და ვბღავი. მარტო შემოდიხარ სახლში, როგორია? მაია დაჭერილია, გუკა დაჭერილია...

- როგორი იყო თქვენი ყოფა ბოლო ხანებში?
- მაიამ დაგვსვა მთელი ოჯახი სამას ლარზე, მხოლოდ ამ სამას ლარში არ შედის კომუნალური. 40 ლარად რვაკაციან პურმარილს გაგიშლით. არ იცი როგორი კარგი დიასახლისია. ასე რომ, მაია მე 300 ლარზეც მაცხოვრებს კარგად და მილიონზეც. არა, მილიონს დაარიგებს. ფინანსური პრობლემების ნაკლებად მეშინია. მე ახლა კატოზე ვფიქრობ (გუკა რჩეულიშვილის ქალიშვილი მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან) მის მომავალზე, თორემ გუკა თვითონ მოუვლის თავს. გადასარევი ოჯახი აქვს ნუცას. დედამისი არაფერს მოაკლებს კატოს და არც ჩემგან მოაკლდება არასდროს. თვითონ ნუცა არაჩვეულებრივი დედაა. როგორ იცვამენ, უნდა ნახო "შმოტკაში" ერთი კაპიკის გადამგდები არ არიან.

- წარმოიდგენდით, რომ გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე თქვენი რძალი გახდებოდა?
- ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას, მაგრამ ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიანია
2 წელია "სიყვარულობანა"აქვთ მაგ ლელას და გუკას?! ვავა! აბა გიგი რომ გამოვიდა და ეს ლელა,უდანაშაულო, შეყვარებული თვალებით რომ დასდევდა , არაუშავს?! ფერი-ფერსაო...თქვენზეა ნათქვამი!
16:01 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS