- ასტროლოგიით დი
- "ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა".
- არ ვიცი, რამდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ დაკვირვებული ვარ. ჩემთვის ორ სასურველ ნივთს შორის არჩევანი ერთზე თუ უნდა გავაკეთო, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს - ამას "ვირის სინდრომს" ეძახიან.
- "ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი იოლად უმკლავდება, ჭკვიანი და მოხერხებულია".
- წინააღმდეგობები, პრობლემები არ მთრგუნავს. სირთულეების გადალახვა პიროვნულად მზრდის. 23 წლის გახლავართ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ბევრად მეტის ვარ.
- "ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".
- გაუბედაობასთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე
Aდვერტისემენტ
ბევრი ვიმუშავე. ვფიქრობ, რომ დღეს არც გაბედულება მაკლია და თავდაჯერებულობაც მაქვს. თავდაჯერებულობის გარეშე არაფერი გამოვა, წინ ვერ წაიწევ, წარმატებული ვერ გახდები. მე მჯერა საკუთარი თავის.
- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია".
- როგორი სიზუსტით აქვთ აღწერილი. მე მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე. "ფეთქებადი" ხასიათი არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო. სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" საკუთარ თავზე მუშაობის შედეგს ვგრძნობ. მონაწილეები მეუბნებიან, რომ უკონფლიქტო ვარ, ბევრისთვის ჩემთან ურთიერთობა კომფორტულია. ასეთი სიტყვების მოსმენა მიხარია. კონფლიქტს ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ წარსულში იყო შემთხვევები, როცა ემოციებს ვერ ვთოკავდი. იხილეთ სრულად