27 მაისი, 2016
ანდრია გველესიანი შეყვარებულია - ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მსახიობი გამოწვევების პირისპირ
"ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია". ის ერთგული მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა, ძალზე ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა. ასევე ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს. შეუძლია იყოს გულუხვი, მაცდური, სასტიკი - გააჩნია მიზანს და სიტუაციას, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული. სასიყვარულო "ფრონტზე" განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან კვდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ ანდრია გველესიანის ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგიით დი
დად არ ვინტერესდები, მაგრამ მეგობარმა პირადი რუკა გამიკეთა და ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ზოგიერთი დეტალი ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- "ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა".
- არ ვიცი, რამდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ დაკვირვებული ვარ. ჩემთვის ორ სასურველ ნივთს შორის არჩევანი ერთზე თუ უნდა გავაკეთო, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს - ამას "ვირის სინდრომს" ეძახიან.

- "ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი იოლად უმკლავდება, ჭკვიანი და მოხერხებულია".
- წინააღმდეგობები, პრობლემები არ მთრგუნავს. სირთულეების გადალახვა პიროვნულად მზრდის. 23 წლის გახლავართ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ბევრად მეტის ვარ.

- "ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".
- გაუბედაობასთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე
Aდვერტისემენტ
ბევრი ვიმუშავე. ვფიქრობ, რომ დღეს არც გაბედულება მაკლია და თავდაჯე­რებულობაც მაქვს. თავდაჯერებულობის გარეშე არაფერი გამოვა, წინ ვერ წაიწევ, წარმატებული ვერ გახდები. მე მჯერა საკუთარი თავის.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია".
- როგორი სიზუსტით აქვთ აღწე­რილი. მე მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე. "ფეთქებადი" ხასიათი არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო. სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" საკუთარ თავზე მუშაობის შედეგს ვგრძნობ. მონაწილეები მეუბნებიან, რომ უკონფლიქტო ვარ, ბევრისთვის ჩემ­თან ურთიერთობა კომფორტულია. ასეთი სიტყვების მოსმენა მიხარია. კონფლიქტს ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ წარსულში იყო შემთხვევები, როცა ემოციებს ვერ ვთოკავდი. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS