"კვირის პალიტრა" ნიკა კოჩაროვს გაესაუბრა:
"ყველა ამბობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს რუსეთის წარმომადგენელ სერგეი ლაზარევს. მის კლიპზე მილიონებია დახარჯული. ჩვენი მუსიკა არ არის ფართო მასებისთვის. ჩვენი ბეგრაუნდი როკ-ენ-როლია, მაგრამ
- ევროვიზიის კონკურსისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. მუსიკალურად ყველაფერი რიგზეა, ახლა კოსტიუმებს გვიკერავენ. ჩვენი საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზე შვედი რეჟისორი, საშა ჟან-ბაპტისტი ზრუნავს. კონკურსი Gლობე Aრენა-ს უზარმაზარი ეკრანებით გაფორმებულ დიდ სცენაზე წარიმართება, ძალიან საინტერესო გრაფიკით, პირდაპირ ეთერში ვიდეოეფექტებიც გადაიცემა.
- ევროვიზიის ფესტივალზე აქამდე გასული სხვა ნომრებიდან, რით განსხვავდება თქვენი ნომერი?
- სტილით. ჩვენნაირი მუსიკა ჯერ არ მოუსმენიათ ევროვიზიის ფესტივალზე. შესაძლოა, ეს არც ისე კარგია, მაგრამ ევროვიზიის ქართველი პარტნიორების თამამი ექსპერიმენტია.
- ელოდით, რომ თქვენ წარმოადგენდით საქართველოს?
- არა. როდესაც დამირეკეს და მაუწყეს, კარგა ხანი დამჭირდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არ ხუმრობდნენ. თვითმიზანი არასდროს ყოფილა ევროვიზიაზე გასვლა. ჩვენ სულ სხვა სცენისკენ მივილტვით, მაგრამ, როდესაც შემოგვთავაზეს, ვიფიქრეთ, რატომაც არა-მეთქი.
- საქართველო არ არის გათამამებული ევროვიზიაზე მოპოვებული წარმატებებით.
- ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ევროვიზია ისეთი კონკურსია, ვერ გათვლი. იქ 60 ათასი ჟურნალისტი დაგვხვდება, ერთადერთი, რაც თავის კარგად წარმოსაჩენად შეგიძლია გააკეთო, ჟურნალისტებს კარგად გააცნო თავი. ევროვიზიას მუსიკალური კონკურსი ჰქვია, მაგრამ ხალხს იშვიათად ამახსოვრდება სიმღერა. გახსოვთ სიმღერა, რომელმაც შარშან ან იმის წინ გაიმარჯვა? დარწმუნებული ვარ - არა.
- ბევრს მიაჩნია, რომ ევროვიზია პოლიტიკური კონკურსია. ეთანხმებით?
- მეც მსმენია ამგვარი მოსაზრება. სინამდვილეში რა ხდება, კაცმა არ იცის. კონკურსანტს ხალხი აძლევს ხმას და პლუს ჟიური. შარშანდელი გამარჯვებული, ხალხის ხმებით, მესამე ადგილზე იყო, თუმცა ჟიურიმ პირველ ადგილზე გაიყვანა. ვერ გაიგებ, შოუბიზნესი ხომ ბნელი რამაა. იხილეთ სრულად