- ფული გიყვარს თუ უბრალოდ, ეს ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა საჭირო?
- ფული ვის არ უყვარს (იღიმის)?.. პირადად ჩემთვის, ფული სულიერ სიმშვიდესთან ასოცირდება, რადგან როცა ფული მაქვს, ყველა პრობლემას მომენტალურად ვაგვარებ. თანხასთან დაკავშირებით, ყოველთვის მახსენდება ფრაზა ფილმიდან - "ქეთო და კოტე": "ფულები არის ჩვენი გამხარებელი"...
- მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?
- შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ
- პირველი ხელფასი რა ასაკში აიღე?
- "ჩემი ფული" 16 წლის ასაკში უკვე მქონდა. "მოზარდ მაყურებელთა თეატრში" ვმუშაობდი, სადაც ხელფასი დაახლოებით 900 ლარი იყო.
- ამ თანხას რაში ხარჯავდი?
- სხვათა შორის, იმ პერიოდში 900 ლარი პატარა თანხა არ იყო, თან, 16 წლის ბავშვისთვის. ხელფასს ძირითადად, ტანსაცმელში ვხარჯავდი. ოჯახის წევრებსაც ვახარებდი და მათთვის საჩუქრებს ვყიდულობდი.
- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ გეხერხება?
- არა, ეს ნამდვილად არ მეხერხება. სამწუხაროდ, ფული თუ მაქვს, ვიბნევი და იმაში ვხარჯავ, რაც იმწუთას მსიამოვნებს.
- ბავშვობაში ყულაბა თუ გქონდა?
- არა, ყულაბა არასდროს მქონია. ფულის შეგროვება ბავშვობაშიც არ გამომდიოდა. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი თვისებაა. ადამიანს უნდა გეყოს ნებისყოფა, რომ გარკვეული თანხა გადადო.
- ცხოვრებაში მატერიალური კრიზისი ხშირად გქონია?
- კი, ასეთი პერიოდი ხშირად მქონია... ბოლოს და ბოლოს, მთელი ბავშვობა მატერიალურ კრიზისში არ გავატარე? ჩემმა თაობამ ცუდი წლები გამოიარა. მაშინ ყველაფერს დედა და ბებია მიკეთებდნენ, მერე უკვე, ჩემი და ზრუნავდა ჩემზე და დღესაც მას ვთხოვ ხოლმე დახმარებას, როცა ეს მჭირდება. ის ყოველთვის მზად არის საიმისოდ, რომ მხარში ამომიდგეს. არასდროს ჰბეზრდება ჩემი დახმარება. მართლაც, კარგი დედმამიშვილობა გვაქვს. საერთოდ, ფულის თხოვნა არ მიყვარს. ვცდილობ, ესა თუ ის პრობლემა ისე მოვაგვარო, რომ არავინ შევაწუხო.
- გარდა ოჯახის წევრებისა, კიდევ ვისი იმედი გაქვს? მეგობრებისთვის დახმარება არასდროს გითხოვია?
- საბედნიეროდ, როცა მჭირდება, ჩემი მეგობრებიც სულ მზად არიან, დამეხმარონ და მეც ვცდილობ, მათ ყოველთვის ერთგულ მეგობრად ვეგულებოდე. გასაჭირში მყოფ ადამიანებს გულგრილად ვერასდროს ჩავუვლი. როცა საშუალება მაქვს, ყველას ვეხმარები, ასეთ დროს უკან დახევა ნამდვილად არ მჩვევია. იხილეთ სრულად