22 თებერვალი, 2016
"ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, ოჯახის დანგრევაა"
ვფიქრობ, ოჯახი ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა. მომღერალი ზაზა ხუციშვილი ხათუნა დოლიძეზე 39 წლის ასაკში დაქორწინდა, ერთ წელიწადში კი მამაც გახდა. გოგონას ნინო-ლიზა დაარქვეს. შვილისთვის სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრიათ, განვითარებულმა მოვლენებმა თავად მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენს რესპონდენტს ოჯახის მიმართ იმაზე მაღალი გრძნობა აკავშირებს, ვიდრე მხოლოდ სიყვარულია, რაც მის საუბარში და შესაბამისად ინტერვიუშიც იგრძნობა.

- სანამ ცალკე გადმოვიდოდი, ვცხოვრობდი არაყიშვილზე ჩემი მშობლების სახლში, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად. ჩემს ძმას სამი შვილი ჰყავს, ამაში ძალიან მაგრად მაჯობა. მისი
სამივე შვილი ჩემ თვალწინ გაიზარდა, პრინციპში, ერთად გავზარდეთ და როცა მამა გავხდი, ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ საკუთარი შვილი სრულიად განსხვავებული გრძნობაა. გამიმართლა, რომ კარგი ბუნების შვილი მყავს, მოსიყვარულეა, დედაც ძალიან უყვარს და მამაც, ხშირად მეუბნება, რომ საუკეთესო მამა ვარ, რაშიც ბოლომდე არ ვეთანხმები... გარდა ამისა, ბედნიერია მაშინ, როცა მე და ხათუნა ვეფერებით ერთმანეთს და ამ გადასახედიდან კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო ოჯახის შექმნამდე.

ვხედავ, თუ როგორ უცქერენ სხვისი მშობლების ურთიერთობას ის ბავშვები, ვისი დედ-მამაც ცალ-ცალკე ცხოვრობს და კიდევ უფრო მიმყარდება აზრი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მარტივი საქმე არაა. არასდროს უნდა აერიოთ ვნებები და გრძნობები ნამდვილ სიყვარულში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრების მანძილზე შეემთხვას, ფატალურ შედეგებს არ ვგულისხმობ, ოჯახის დანგრევაა. ვფიქრობ, ოჯახი ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

- რა ასაკისაა ახლა თქვენი შვილი და რატომ ჰქვია ნინო-ლიზა?
- ძალიან საყვარელი ბებია მყავდა - ლიზიკო მაყაშვილი და თუ გოგო მეყოლებოდა, მინდოდა, მისი სახელი დამერქმია. მაგრამ, სანამ ნინო-ლიზა გაჩნდებოდა, 9 თვით ადრე მე და ჩემი ბიძაშვილი ზურა ბუცხრიკიძე, მეუღლეებთან ერთად ვიყავით ბოდბეში, მათაც ახალი შექმნილი ჰქონდათ ოჯახი და ჩვენც. ბოდბეში წყაროზე ახალდაქორწინებული რომ ჩადიხარ, გასაგებია, რასაც ინტარებ. ამ ფაქტიდან 9 თვის თავზე მას ბიჭი გაუჩნდა, მე – გოგო, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ წმინდა ნინოს სახელიც უნდა ეტარებინა ჩვენს შვილს, ჯამში ნინო-ლიზა გამოვიდა და ძალიან მომწონს, ორიგინალური და ყველასგან განსხვავებულია.

10 წლისაა ნინო-ლიზა, მაგრამ ვცდილობთ, თავისუფლება მივცეთ და ამა თუ იმ საკითხში გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, თნ თუკი ძალიან შორს არაა სიმართლისგან, ამ მხრივ ასპარეზს ვუთმობთ. ამასთან, უკვე ისეთ ასაკშია, პრეტენზიები უჩნდება სხვადასხვა საკითხზე, თუნდაც ჩაცმაზე და ა.შ. გარდა ამისა, ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, როდესაც მეცადინეობს, არაფრით არ უნდა, ჩვენ ვუთხრათ რამე, გვეუბნება, თქვენ კი არა, მე უნდა გავცე პასუხი, მერე მასწავლებელთან უხერხულია, თქვენს ნათქვამს ხომ არ ჩავწერ ჩემ ნააზრევადო. ასეთი სამართლიანი მიდგომები რომ აქვს ამ ასაკში, ძალიან მიხარია. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS